Skip to main content

ონკოლოგია

Close-up of transparent laboratory test tubes with caps, arranged in colorful racks of pink, red, and teal, conveying a scientific and organized setting.

ონკოლოგიური დაავადებები თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემაა. ავთვისებიანი სიმსივნეები სიკვდილობის მაჩვენებლებით მსოფლიოში მეორე ადგილზეა. სამწუხაროდ ონკოლოგიის სფეროში კვლავ აღინიშნება დაავადებების სიხშირის ზრდის ტენდეცია. ბოლო მონაცემებით, ყოველწლიურად ვლინდება ონკოლოგიური დაავადების 9 მილიონი ახალი შემთხვევა, ხოლო მსოფლიოში ონკოლოგიური დაავადებით აღრიცხვაზე მყოფ ადამიანთა რიცხვი მთლიანად შეადგენს 60 მილიონს.

ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა რთული და ხანგრძლივი პროცესია, რომლითაც ძირითადი აქცენტი კეთდება პაციენტების სიცოცხლის გახანგრძლივებაზე. ონკოლოგიაში სადღეისო  მიღწევები  იძლევა ეფექტური მკურნალობის საშუალებას.

კომპანია ,,როში“ წარმოადგენს მსოფლიო ლიდერს ონკოლოგიის დარგში. წლების განმავლობაში ის ამუშავებდა მკურნალობის ახალ მეთოდებს, რომლებიც წარმატებით გამოიყენება მთელ მსოფლიოში ონკოლოგიური დაავადებების საწინააღმდეგოდ ონკო-პაციენტების სიცოცხლის გახანგრძლივებისა და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესების საქმეში.
დღესდღეობით კომპანია ,,როშის“ პორტფელში შედის 5 ინოვაციური სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატი, რომლებიც გამოიყენება 6 სხვადასხვა ონკოლოგიური ნოზოლოგიის მკურნალობის დროს.

შემთხვევები დეტალურად

  • Cartoon microbes drawn on a microscope image; one looks happy and another looks angry. The tone is playful and science-themed.

    კიბოს იმუნოთერაპია

    ვიყურებით წარსულში, რათა გავიგოთ მომავალი

  • Lung Health Scan 03 CU

    ფილტვის კიბო

    ფილტვის კიბო კომპლექსური დაავადებაა, რომელიც მოიცავს დაავადების მრავალ განსხვავებულ ქვეტიპს.

  • A woman with a calm expression, wearing a rust-colored turtleneck, stands near a large window. Background shows out-of-focus greenery and buildings.

    ძუძუს კიბო

    ძუძუს კიბო ყველაზე გავრცელებული სიმსივნეა ქალებში.

  • Close-up of interlocking plastic grids in vibrant red and blue colors, creating a geometric pattern. The image conveys a vibrant and modern feel.

    კოლორექტული კიბო

    მსოფლიოში ყოველწლიურად კოლორექტული კიბოს მილიონამდე ახალი შემთხვევა დიაგნოსტირდება და დაახლოებით 500 ათასი ადამიანი იღუპება.

  • Close-up of a tilted glass test tube containing bright green liquid with a subtle blue line, set against a soft, blurred gray background. Science theme.

    კუჭის მეტასტაზური კიბო

    კუჭის კიბო - სიმსივნეებს შორის გავრცელების მიხედვით მე-4 ადგილზეა მსოფლიოში. ყოველწლიურად მსოფლიოში 900 000 ახალი შემთხვევა დიაგნოსტირდება და 800 000 იღუპება ამ დაავადებით.

გაიგეთ მეტი

პროდუქტები

მიმართულებები

ონკოლოგიაში არსებული წამყვანი პოზიციებისა და ინოვაციური თერაპიების გარდა, როში აქტიურად მუშაობს ჯანდაცვის ისეთ კრიტიკულ სფეროებზე, როგორიცაა ოფთალმოლოგია, ნევროლოგია და იმუნოლოგია.