Skip to main content

ნევროლოგია

ჩვენ ვაფართოებთ სამეცნიერო შემეცნების საზღვრებს, რათა მივაღწიოთ კლინიკურ პროგრესს და ვუპასუხოთ ნევროლოგიის სფეროში დღეს არსებულ უდიდეს გამოწვევებს.

AD brain

გამოწვევა

თითოეულ ჩვენგანში ბუნებრივი შინაგანი სინათლეა. ის ჩვენს ფიქრებსა და გრძნობებში ცოცხლობს და ყოველდღიურად ათასობით გამომეტყველებასა თუ მოძრაობაში ვლინდება. ნევროლოგიურმა დარღვევებმა შესაძლოა ეს სინათლე ჩაახშოს და შექმნას ბარიერები, რომლებიც გავლენას ახდენს კომუნიკაციის, მოძრაობისა და მეხსიერების უნარზე. მათ შეუძლიათ შეცვალონ ან წაგვართვან ის უნიკალური თვისებები, რომლებიც ჩვენს პიროვნებას განსაზღვრავს. მიუხედავად სირთულეებისა, ნევროლოგიური დარღვევების მქონე ადამიანები ამ გამოწვევებს სიმამაცითა და მტკიცე ნებით უპირისპირდებიან.

გავლენა მილიარდობით ადამიანზე

არსებობს ასობით ნევროლოგიური დარღვევა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით მილიარდობით ადამიანზე ახდენს გავლენას. თითქმის ყველას გვყავს ნაცნობი, ვისაც ნევროლოგიური პრობლემა აწუხებს, რამაც შესაძლოა ძირეულად შეცვალოს ყოველდღიური ცხოვრება. ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ იმ დარღვევებზე, რომლებიც საზოგადოების წინაშე ყველაზე დიდ გამოწვევებს აყენებს. ჩვენი მიზანია, მეცნიერული მიღწევების გამოყენებით შევქმნათ ინოვაციური დიაგნოსტიკა და ტრანსფორმაციული მედიკამენტები, რომლებიც სრულიად შეცვლის ნევროლოგიური მდგომარეობების მართვის სტანდარტებს.

ფოკუსი

ტრანსფორმაციული მეცნიერება

„როშში“ ჩვენ ვაფართოებთ სამეცნიერო შემეცნების საზღვრებს, რათა მივაღწიოთ კლინიკურ პროგრესს და ვუპასუხოთ ნევროლოგიის სფეროში დღეს არსებულ უდიდეს გამოწვევებს. ჩვენ მიზანმიმართულად ვავითარებთ მეცნიერებას და ფოკუსირებული ვართ იმ საუკეთესო მიდგომებზე, მოლეკულებსა და ტექნოლოგიებზე, რომლებსაც ნევროლოგიაში ტრანსფორმაციული პოტენციალი გააჩნიათ.

ჩვენ ვართ პასუხისმგებელნი უმნიშვნელოვანეს თერაპიულ მიღწევებზე მსოფლიოში ყველაზე რთულად სამკურნალო ნევროლოგიური დარღვევების სფეროში. დიაგნოსტიკისა და მედიკამენტების ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანებით, ჩვენ ვესწრაფვით დიაგნოსტიკის ხარისხის გაუმჯობესებასა და მკურნალობის მეთოდების დახვეწას.

არსებული ნაპრალის შევსება

ნევროლოგიური დარღვევები ერთ-ერთი ყველაზე რთულად შესასწავლი სფეროა. მათი გავლენა სერიოზულ გამოწვევებს უქმნის ჯანდაცვის სისტემებს, ეკონომიკას, პაციენტებსა და მათ ოჯახებს მთელ მსოფლიოში.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) 2022 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ ტვინის ჯანმრთელობა უმნიშვნელოვანესია ადამიანის ზოგადი ჯანმრთელობისთვის და მას შეუძლია პოზიტიური სოციალური და ეკონომიკური გავლენის მოხდენა. ჩვენი კოლექტიური გამოცდილება, ექსპერტიზა და რესურსები გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, ვეძიოთ ქმედითი გადაწყვეტილებები ტვინის ჯანმრთელობის გაუმჯობესების გლობალური მიზნების მისაღწევად. გაიგეთ მეტი იმის შესახებ, თუ როგორ ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად რეალური ცვლილებების განსახორციელებლად და სოციალური ტვირთის შესამცირებლად.

მომავლის იმედი

ჩვენი ძალისხმევა მიმართულია ნევროლოგიური დარღვევების დაძლევისკენ, რათა მოვხსნათ ის ბარიერები, რომლებიც თითოეულ ჩვენგანში არსებულ შინაგან სინათლეს აფერხებს.

ჩვენი ერთგულება ამ საქმისადმი გრძელვადიანია. ჩვენ ინვესტიციებს ვახორციელებთ იმ კვლევებსა და ტექნოლოგიებში, რომლებიც დაავადების ადრეულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას უზრუნველყოფს, რაც, საბოლოო ჯამში, უკეთეს შედეგებს მოუტანს როგორც პაციენტებს, ისე მთელ საზოგადოებას. ჩვენი იმედია, შევქმნათ მომავალი, სადაც ნევროლოგიური დარღვევები აღარ შეზღუდავს ადამიანურ პოტენციალს და შევინარჩუნებთ იმას, რაც თითოეულ ჩვენგანს პიროვნებად აქცევს.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1.  ჯანმრთელობის მაჩვენებლებისა და შეფასების ინსტიტუტი. ლანცეტის ნევროლოგია: ნევროლოგიური მდგომარეობა დღეისათვის ჯანმრთელობის გაუარესებისა და უნარშეზღუდულობის გლობალური მიზეზია, რაც მთელ მსოფლიოში 3.4 მილიარდ ადამიანზე აისახება. [ონლაინ] ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.healthdata.org/news-events/newsroom/news-releases/lancet-neurology-neurological-conditions-now-leading-cause-ill ბოლო წვდომა: 2025 წლის სექტემბერი.

  2. ქმედების მნიშვნელობა: ნევროლოგიური დარღვევების გლობალური ზემოქმედების შემსუბუქება [ონლაინ]. ხელმისაწვდომია ბმულზე: https://impact.economist.com/health/mitigating-global-impact-neurological-disorders. ბოლო წვდომა: 2025 წლის სექტემბერი.

მეტი პრიორიტეტები