ხელმისაწვდომობის დებულების
შესავალი და მიზანი
თქვენს ვებგვერდზე ან აპლიკაციაში არსებული ხელმისაწვდომობის შესახებ განცხადება უჩვენებს ჩვენს მომხმარებლებს, რომ Roche-ში ჩვენ ვზრუნავთ და ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის მიმართ ერთგულები ვართ1. ხელმისაწვდომობის შესახებ დებულება შეიძლება ბევრ ქვეყანაში სავალდებულო იყოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მსოფლიო მასშტაბის ქსელის კონსორციუმის (W3C) ჩამონათვალი ვებ ხელმისაწვდომობის კანონების და პოლიტიკის შესახებ დაგე ხმარებათ დაადგინოთ ის პოლიტიკა, რომელიც გამოიყენება თქვენს კონკრეტულ სიტუაციაში.
სამიზნე აუდიტორია
ხელმისაწვდომობის შესახებ განცხადება თანაბრად ვრცელდება როგორც გარე აუდიტორიაზე, ასევე Roche-ს შიდა აუდიტორიაზე. ქვემოთ იხილავთ ორ ვერსიას (გარე და შიდა), რომლებიც მორგებულია ჩვენი აპლიკაციების, მასალისა და ვებგვერდის მომხმარებლებზე.
როგორ დავნერგოთ ხელმისაწვდომობის შესახებ დებულება თქვენს გვერდზე ან აპლიკაციაში
განათავსეთ ბმული თქვენი ვებგვერდის ან აპლიკაციის სქოლიოში სახელწოდებით „ხელმისაწვდომობა“. შემდეგ ამ ბმულმა უნდა გადაგიყვანოთ ხელმისაწვდომობის დებულების სპეციალურ გვერდზე, რომელიც შეიცავს ქვემოთ მოცემულ ხელმისაწვდომობის დებულებას, რაც მორგებულია თქვენს ვებგვერდსა ან აპლიკაციაზე.
გლობალურ ი საუკეთესო პრაქტიკის ხელმისაწვდომობის დებულების შაბლონის დანერგვა
განათავსეთ ქვემოთ მოცემული ხელმისაწვდომობის შესახებ დებულება თქვენი ვებგვერდის ან აპლიკაციის ხელმისაწვდომობის სპეციალურ გვერდზე. შეცვალეთ ელ.ფოსტის, ტელეფონის ნომრისა და საფოსტო მისამართის ჩამოთვლი.
თქვენი ხელმისაწვდომობის შესახებ დებულების გამოქვეყნება და ანგარიშგება
გთხოვთ აცნობოთ ჩვენს გუნდს მისამართზე [email protected],როდესაც თქვენი ახალი ხელმისაწვდომობის შესახებ დებულების გვერდი გამოქვეყნდება და შეიყვანეთ საკონტაქტო ინფორმაცია, რათა ციფრული ხელმისაწვდომობის ჯგუფმა შეძლოს ხელმისაწვდომობის შესახებ არსებული მოთხოვნების და გაუმჯობესებების გაგზავნა. თქვენი ვებგვერდისთვის ან აპლიკაციისთვის შეიყვანეთ აპლიკაციების/ვებგვერდის/არხის სახელი, URL, მფლობელი, ძირითადი და დამხმარე კონტაქტები.
გარედან მიღებულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის დებულება
[გარე არხებზე გაკეთებული პუბლიკაციების შემთხვევაში – გამოიყენეთ ეს ტექსტი თქვენს არხებზე]
Roche-ს ხელმისაწვდომობის შესახებ დებულება ჩვენი ვალდებულება
Roche-ში ჩვენ მზად ვართ უზრუნველვყოთ, რომ ჩვენი ვებგვერდი და ციფრული რესურსები ხელმისაწვდომი იყოს ყველა მომხმარებლისთვის. ჩვენ ვაღიარებთ, რომ სრული ხელმისაწვდომობის მიღწევა დაუსრულებელი გზაა და აქტიურად ვმუშაობთ ამ ვებგვერდის ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად, ასევე ორგანიზაციის ფარგლებში ვახორციელებთ ცვლილებებს იმ მიზნით, რომ გავაუმჯობესოთ ყველა ჩვენი ციფრული შეხების წერტილის გამოყენებადობა და ინკლუზიურობა.
სტანდარტები და გზამკვლევები
ჩვენი მიზანია – ვებ მასალის ხელმისაწვდომობის სახელმძღვანელო დებულებების (Web Content Accessibility Guidelines, WCAG) 2.2, დონეები A & AA დაცვა, რომელიც აღიარებულია ვებ-წვდომის საერთაშორისო სტანდარტად. ეს გზამკვლევები ადგენს სტანდარტს, რათა ვებ-მასალა ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს. ჩვენი ტექნოლოგიები ნაწილობრივ შეესაბამება, რაც იმას ნიშნავს, რომ ზოგიერთი ნაწილი სრულად არ შეესაბამება ხელმისაწვდომობის სტანდარტს.
მიმდინარე ძალისხმევები
ჩვენ ამჟამად ვახორციელებთ მნიშვნელოვან ცვლილებებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ჩვენი ციფრული მასალა და სერვისები ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს, მათ შორის:
პოლიტიკაში შესული ცვლილებები: ჩვენ ვატარებთ ახალ პოლიტიკას და პროცესის ცვლილებებს ჩვენი ორგანიზაციის ყველა დონეზე ხელმისაწვდომობი ს მხარდასაჭერად.
განათლება: ჩვენ ყველაზე დონეზე ვატარებთ ტრენინგებს ჩვენი ციფრული შეთავაზებების მხარდაჭერის უზრუნველყოფის მიზნით. ეს იმის გარანტიას იძლევა, რომ ხელმისაწვდომობის კონცეფციები გაგებულია და სწორად რეალიზებულია.
რეგულარული აუდიტი და გამოსწორება: ჩვენ რეგულარულად ვამოწმებთ ჩვენს ვებგვერდს ავტომატიზირებული ხელსაწყოებისა და მანუალური შეფასებების გზით, რათა გამოვავლინოთ ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული პრობლემები და დავსახოთ პრიორიტეტები მათ გამოსასწორებლად.
მომხმარებლის უკუკავშირი და ტესტირება: ჩვენ აქტიურად ვაგროვებთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მომხმარებლებისგან უკუკავშირებს, რათა შევატყობინოთ მათ ჩვენი ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების შესახებ და შევამოწმოთ ცვლილებები.
მესამე მხარის გადამოწმება: ჩვენ არ ვეყრდნობით მხოლოდ საკუთარ გამოცდილებას, ჩვენ ვთანამშრომლობთ მესამე მხარის ხელმისაწვდომობის ექსპერტებთან, რათა მათ დაადასტურონ და გადაამოწმონ ჩვენი ძალისხმევა.
Roche-მა საჯარო პირობა დადო The Valuable 500-თან, ორგანიზაციასთან, რომლის მისიაა გამოიყენოს ბიზნესის ძალა, რათა მოახდინოს გრძელვადიანი ცვლილებები მთელ მსოფლიოში მცხოვრები 1,3 მილიარდი ადამიანისთვის, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობით არიან.
უკუკავშირი და დახმარება
ჩვენ მივესალმებით თქვენს უკუკავშირს ამ ვებგვერდის ხელმისაწვდომობის შესახებ. თუ თქვენ წააწყდებით რაიმე ბარიერს ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით ან გაქვთ შემოთავაზებები გაუმჯობესების შესახებ, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:
ელ.ფოსტა: [email protected]
ჩვენ მიზნად ვისახავთ, ვუპასუხოთ ხელმისაწვდომობის შესახებ უკუკავშირს 5 სამუშაო დღის განმავლობაში. გმადლობთ Roche-ს სტუმრობისთვის.
ერთად ჩვენ შეგვიძლია გავხადოთ მსოფლიო უკეთესი.
შიგნიდან მიღებულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის დებულება
ქვემოთ მოცემული დებულება ვრცელდება იმ ვებგვერდებზე და აპლიკაციებზე, რომლებსაც იყენებენ Roche-ს კორპორაციის ქსელში მოქმედი თანამშრომლები და ბიზნეს პარტნიორები და ისინი, ვისაც აქვს Roche-ს შიდა წვდომა. მაგალითად, შიდა არხია Roche-ს მთავარი გვერდი,Workday,ან თქვენი Google-ის გვერდი.[შიდა არხებზე გამოსაქვეყნებლად]
Roche-ს ხელმისაწვდომობის შესახებ დებულება ჩვენი ვალდებულება
Roche-ში ჩვენ ვიღწვით, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი ვებგვერდების და ციფრული რესურსების ხელმისაწვდომობა ყველა მომხმარებლისთვის, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. ჩვენი მიზანია – ვებ მასალის ხელმისაწვდომობის სახელმძღვანელო პრინციპების (WCAG) 2.2, დონეები A & AA დაცვა, რომელიც აღიარებულია ვებ-წვდომის საერთაშორისო სტანდარტად.
ხელმისაწვდომობის უპირატესობები
ხელმისაწვდომობა შეესაბამება Roche-ს ფუნდამენტალურ პრინციპებს „ადამიანები და პაციენტები”, ეხმარება რა მსოფლიო მოსახლეობის 25%-ს, ვინც ცხოვრობენ შეზღუდული შესაძლებლობით.
ხელმისაწვდომი პროდუქტები, როგორც წესი, უფრო მაღალი ხარისხისაა და აუმჯობესებენ მომხმარებლის გამოცდილებას.
უნარშეზღუდულ პირთა ბაზ რის წილი 1,85 მილიარდ ადამიანზე მეტს შეადგენს (გაეროს შეფასებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჩართვა ნიშნავს მოქმედებას, Forbes 2023).
ქვეყნების უმეტესობას მიღებული აქვს ხელმისაწვდომობის შესახებ კანონები.
ჩვენი ძალისხმევა
Roche-მა საჯარო პირობა დადო The Valuable 500-თან, ორგანიზაციასთან, რომლის მისიაა გამოიყენოს ბიზნესის ძალა, რათა მოახდინოს გრძელვადიანი ცვლილებები მთელს მსოფლიოში მცხოვრები 1,3 მილიარდი ადამიანისთვის, რომლებიც უნარშეზღუდულები არიან.
ციფრული ხელმისაწვდომობა მხარს უჭერს ჩვენი ჯგუფის სტრატეგიას და ათწლიან ამბიციებს.
ჩვენი ციფრული ხელმისაწვდომობის ხედვა: ყველას, მათ შორის სხვადასხვა უნარებისა და გამოცდილების მქონე პირებს, აქვთ თანაბარი წვდომა Roche-ს ინფორმაციაზე და აპლიკაციებზე.
ჩვენი ციფრული ხელმისაწვდომობის სტრატეგია: ჩვენ გავავრცელებთ ხელმისაწვდომობას ციფრულ პროდუქტებზე, ვებგვერდსა და მასალაზე, რათა ყველას დაფარვა მოხდეს.
ხელმისაწვდომობის მხარდასაჭერად, ჩვენ ორგანიზაციის ყველა დონეზე ვახორციელებთ ახალ პოლიტიკას და პროცესის ცვლილებებს.
განათლება: ჩვენ ყველაზე დონეზე ვატარებთ ტრენინგებს ჩვენი ციფრული შეთავაზებების მხარდაჭერის უზრუნველყოფის მიზნით. ეს იმის გარანტიას იძლევა, რომ ხელმისაწვდომობის კონცეფციები გაგებულია და სწორად რეალიზებულია.
ჩვენ რეგულარულად ვამოწმებთ ჩვენს ვებგვერდს ავტომატიზირებული ხელსაწყოებისა და მანუალური შეფასებების გზით, რათა გამოვავლინოთ ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული პრობლემები და დავსახოთ პრიორიტეტები მათ გამოსასწორებლად.
რა შეგიძლიათ გააკეთოთ
მიიღეთ განათლება. Roche-ს თანამშრომლებისთვის სწავლება ხელმისაწვდომია ყველა დონეზე და როლისთვის.
გამოშვებამდე ხელმისაწვდომობაზე შეამოწმეთ პროდუქტები და ტექნოლოგიები.
გადახედეთ პოლიტიკას, გზამკვლევებს და პროცესის დოკუმენტაციას.
განიხილეთ ციფრული ხელმისაწვდომობა და დანერგვა თქვენს ორგანიზაციაში.
ერთად ჩვენ შეგვიძლია გავხადოთ მსოფლიო უკეთესი.
უკუკავშირი და დახმარება
ჩვენ მივესალმებით თქვენს უკუკავშირს ამ ვებგვერდის ხელმისაწვდომობის შესახებ. თუ თქვენ წააწყდებით რაიმე ბარიერს ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით ან გაქვთ შემოთავაზებები გაუმჯობესების შესახებ, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:
ელ.ფოსტა: [email protected]