ჩვენი სტრატეგია
პაციენტებზე ზრუნვა ჩვენი საქმიანობის ქვაკუთხედია. ჩვენი ამბიცია ნათელია: თავიდან ავიცილოთ, შევაჩეროთ და განვკურნოთ დაავადებები, გავაუმჯობესოთ შედეგები და შევამციროთ ხარჯები პაციენტებისა და ჯანდაცვის სისტემებისთვის მთელ მსოფლიოში.
ჯანდაცვის სისტემები იცვლება, თუმცა ჩვენი ხედვა იგივე რჩება. ვაკეთებთ იმას დღეს, რაც პაციენტებს დასჭირდებათ ხვალ. ჩვენი ყურადღება მიმართულია იმ დაავადებების პრევენციაზე, შეჩერებაზე ან სრულ განკურნებაზე, რომლებიც ყველაზე მძიმე ტვირთად აწევს საზოგადოებას.
ჩვენი ფარმაცევტული და დიაგნოსტიკური გუნდები ერთობლივად მუშაობენ კვლევებისა და განვითარების დასაჩქარებლად და დაავადების მექანიზმების უკეთ გასაგებად, რათა შევიმუშავოთ დიაგნოსტიკური მეთოდების, მედიკამენტებისა და ციფრული პროდუქტების სრული პორტფოლიო.
125 წელზე მეტია, ჩვენ ვუმკლავდებით ჯანდაცვის ყველაზე რთულ გამოწვევებს და ვაგრძელებთ ინოვაციების დანერგვას. ჩვენ ორიენტირებული ვართ გრძელვადიან ინვესტიციებზე, ვიღებთ დიდ რისკებს და ვეძებთ ინოვაციურ გზებს ადამიანთა ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. ჩვენ ვართ კომპანია, რომლის მიდგომებიც კეთილსინდისიერებას, სიმამაცესა და ენთუზიაზმს ეფუძნება.
უფრო ჯანსაღი მომავალი - სწორედ ეს გვიბიძგებს ინოვაციებისკენ, მეცნიერების განვითარებისა და ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისკენ დღეს და მომავალი თაობებისთვის.
ვქმნით სამყაროს, სადაც ყველა ს გვექნება მეტი დრო მათთან, ვინც გვიყვარს.

ჩვენი საქმიანობა
ჩვენი უნიკალური სტრუქტურა ჩვენი წარმატების საფუძველია. ფარმაცევტული და დიაგნოსტიკური მიმართულებების გაერთიანებული ძალისხმევით, ჩვენი მიზანია დაავადებების პრევენცია, შეჩერება და განკურნება.
დიაგნოსტიკური მეთოდებითა და მედიკამენტებით ჩვენ ვპასუხობთ პაციენტის საჭიროებებს დაავადების სრული მიმდინარეობის ფარგლებში: პრევენციიდან და სკრინინგიდან დაწყებული, მკურნალობითა და მონიტორინგით დასრულებული.
ამ ყველაფერს საფუძვლად უდევს ინოვაციები, ოპერატიული სრულყოფილება და ურყევი ერთგულება ჩვენი თანამშრომლებისა და მდგრადი განვითარების მი მართ.
დამატებითი საკითხავი: ჩვენი საქმიანობა
პარტნიორობა გვამოტივირებს
მესამე მხარეებთან პარტნიორობით, ჩვენ უკეთესად ვახერხებთ ინტეგრირებული გადაწყვეტილებების შეთავაზებას. ჩვენ ვთანამშრომლობთ ჯანდაცვის ეკოსისტემის ყველა მონაწილესთან, რათა გავაფართოოთ წვდომა ჩვენს გადაწყვეტილებებზე.
გარდა ამისა, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია მეცნიერება; ჩვენ ვეძებთ საუკეთესო ინოვაციებს პაციენტებისთვის.
დამატებითი საკითხავი: როშთან პარტნიორობა
სრულყოფილება მეცნიერებაში
ჩვენი სწრაფვა მეცნიერული სრულყოფილებისკენ ოთხ ელემენტს ეფუძნება: დაავადების ბიოლოგიის ღრმა ცოდნა; ფარმაცევტული და დიაგნოსტიკური შესაძლებლობების ინტეგრაცია; მრავალმხრივი მიდგომა ინოვაციების გასაუმჯობესებლად და გრძელვადიანი ხედვა.
დამატებითი საკითხავი: ინოვაცია
ჩვენი თანამშრომლები ქმნიან ცვლილებებს
ჩვენი დაპირებების შესრულებას სჭირდება კეთილსინდისიერი, მამაცი და ენთუზიასტი ხალხი, რომლებიც ორიენტირებულნი არიან პაციენტებისთვის უკეთესი მომავლის შექმნაზე.
ჩვენი თანამშრომლების მრავალფეროვანი გამოცდილება ხელს უწყობს ინოვაციურ გადაწყვეტილებების აღმოჩენას. ჩვენი მუშაობის სტილი საშუალებას გვაძლევს სწრაფად ვუპასუხოთ ცვლილებებს სტაბილურობის, სიჩქარისა და მოქნილობის ბალანსით.
დამატებითი საკითხავი: ინკლუზიურობა და კუთვნილება
შექმნილია ინოვაციებისთვის
ჩვენი სტრუქტურა მორგებულია ინოვაციებზე. ავტონომიური კვლევითი ცენტრები და ალიანსები 250-ზე მეტ პარტნიორთან ერთად ხელს უწყობს ჩვენს შემოქმედებითობას. ჩვენი გლობალური მასშტაბი საშუალებას გვაძლევს მოვიზიდოთ ტალანტები და სწრაფად მივაწოდოთ პრობლემების გადაჭრის გზები მათ, ვისაც ეს სჭირდება.
დამატებითი საკითხავი: გუნდები და სტრუქტურა
ღირებულება ყველასთვის
ჩვენი მიზანია ღირებულება მიიღოს ყველა დაინტერესებულმა მხარემ: პაციენტებმა, სამედიცინო პერსონალმა, თანამშრომლებმა, საზოგადოე ბამ და ინვესტორებმა. ამას შესაძლებელს ხდის პაციენტებისთვის მუდმივი მნიშვნელოვანი სამედიცინო ბენეფიტების მიწოდება, თანამშრომლებისთვის საუცხოო სამუშაო სივრცის შეთავაზება, მდგრადი და დადებითი წვლილის შეტანა საზოგადოების განვითარებაში, ინვესტორებისთვის კი კონკურენტული მოგების მოტანა.
დამატებითი საკითხავი: მდგრადი განვითარება როშში