Skip to main content

გაფანტული სკლეროზი

Patient and a consulting doctor in discussion during a regular health check up.

მიზანია, კიდევ უფრო ღრმად შევისწავლოთ დაავადების ფარული აქტივობა და პროგრესირების მექანიზმები იმ მილიონობით ადამიანისთვის, რომლებიც მსოფლიოში გაფანტული სკლეროზით ცხოვრობენ.

გამოწვევა

გაფანტული სკლეროზი პროგრესირებადი დაავადებაა. მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ პაციენტში ის ინდივიდუალურად ვლინდება, მისი ბიოლოგიური საფუძვლები ყველასთან მსგავსია. მიუხედავად გაფანტული სკლეროზის ფორმისა, დაავადების პროგრესირება დასაწყისიდანვე მიმდინარეობს.

გაფანტული სკლეროზი ცენტრალური ნერვული სისტემის ანტებითი, მადემიელინიზებელი დაავადებაა და ახალგაზრდებში არატრავმული უნარშეზღუდულობის გამომწვევი მთავარი მიზეზია, რაც ადამიანებს ცხოვრების ყველაზე აქტიურ პერიოდში აზიანებს. ადრე დაავადების პროგრესირება მხოლოდ მეორადად პროგრესირებად და პირველადად პროგრესირებად ფორმებს უკავშირდებოდა, თუმცა დღესდღეობით ის აღიარებულია ყველა ტიპის დროს, მაშინაც კი, როდესაც პაციენტს მკვეთრად გამოხატული გამწვავებები არ აღენიშნება.

ფოკუსი

გაფანტული სკლეროზი რთული და მრავალწახნაგოვანი თემაა. რაც უფრო სიღრმისეულად ვიკვლევთ დაავადების განვითარების მექანიზმებსა, უფრო ნათელი ხდება, რომ ეს პროცესი მართვადია და მკურნალობა რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე უნდა დაიწყოს.

ჩვენი უწყვეტი სამეცნიერო კვლევები კიდევ უფრო აფართოებს ცოდნას დაავადების პროგრესირების შესახებ და გვეხმარება ადამიანის ტვინის უკეთ შესაწავლაში.