იმუნური სისტემის ფიზიოლოგია

  • ლიმფურ სისტემას  უჭირავს ცენტრალური ადგილი ინფექციურ და სხვა დაავადებებთან ბრძოლაში Lლიმფა გაედინება ლიმფურ

  • ძარღვებში  და თან გაადააქვს ლიმფოციტები, სისხლის თეთრი რიგის უჯრედები, რომლებიც ორგანიზმს იცავენ დაავადებებისაგან

  • ლიმფა ,,იფილტრება” ლიმფურ კვანძებში,სადაც ხდება მოცირკულირე ბაქტერიებისა და ვირუსების გაუვნებელყოფა

  • გამოყოფენ ლიმფოციტების ორ ძირითად ტიპს: T და  B უჯრედებს. Oისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ დაავადებაზე ორგანიზმის იმუნური პასუხის განვითარებაში.

ლიმფური სისტემა ორგანიზმის იმუნური სისტემის მნიშნელოვანი ნაწილია, რომელიც უზრუნველყოფს ინფექციური, რიგი სხვა და ასევე სიმსივნური დაავადებებისაგან ორგანიზმის დაცვას.

სითხე, რომელსაც ლიმფას უწოდებან, ცირკულირებს ლიმფურ ძარღვებში და მთელს ორგანიზმში გადააქვს ლიმფოციტები(სისხლის თეთრი უჯრედები).

ლიმფური ძარღვები გაედინება ლიმფური კვანძების გავლით. ლიმფური კვანძები შეიცავს დიდი რაოდენობით ლიმფოციტებს და ორგანიზმისათვის  ასრულებს ,,ფილტრის“ ფუნქციას, ინფექციური აგენტების_ბაქტერიებისა და ვირუსების გასაუვნებელოფად.

ლიმფური კვანძებისათვის დამახასიათებელია გროვებად განლაგება, როგორიც გვხვდება იღლიის ფოსოში, კისრისა და საზარდულის მიდამოში.

როდესაც სხეულის რომელიმე უბანში მიმდინარეობს ინფექციური ან ანთებითი პროცესი მიმდებარე ლიმფური კვანძები შეშუპებული და შეხებით მგრძნობიარე ხდება. მაგ. როცა ადამიანს ყელი სტკივა  და თან კისრის ,,ლიმფური ჯირკვლები აქვს შესიებული”. ყელის მიდამოდან ლიმფა მიედინება კისრის ლიმფური კვანძებისაკენ, სადაც ინფექციური აგენტი განადგურდება და ხდება სხეულის სხვა ნაწილებში  მისი გავრცელების ბლოკირება.

გამოყოფენ ლიმფოციტების ორ ძირითად ჯგუფს:

  • T  უჯრედები

  • B  უჯრედები

ლიმფოციტები, სისხლის სხვა უჯრედების მსგავსად, წარმოიშობა ძვლის ტვინში. მათ წინამორბედს წარმოადგენს უმწიფარი ღეროვანი უჯრედები. ბავშვობის ადრეულ ასაკში ნაწილი ლიმფოციტებისა მიგრირდება თიმუსში (ორგანო რომელიც მდებარეობს გულმკერდის ზედა ნაწილში), სადაც ისინი მწიფდებიან და საბოლოოდ ყალიბდებიან თ უჯრედებად. ნაწილი კი რჩება ძვლის ტვინში, სადაც მომწიფების შემდგომ ყალიბდებიან  B უჯრედებად. ორივე რიგის უჯრედები ასრულებენ მნიშვნელოვან როლს, ინფექციური აგენტების-ბაქტერიებისა და ვირუსების აღმოჩენა-განადგურებაში.

ნორმაში, მოცირკულირე ლიმფოციტების უმეტესობა თ უჯრედებია. მათი დანიშნულებაა ამოიცნონ და გააუვნებელყონ ორგანიზმის ნორმიდან გადახრილი უჯრედები( მაგ. ვირუსით დაინფიცირებული უჯრედები).

B უჯრედები ამოიცნობენ უცხო უჯრედებსა და ნივთიერებებს(მაგ. ორგანიზმში შემოჭრილ ბაქტერიებს). როდესაც ეს უჯრედები შეხებაში მოდიან უცხო ცილებთან (მაგ. ბაქტერიის ზედაპირზე) ისინი გამოიმუშავებენ ანტისხეულებს ,რომლებიც შემდგომ ,,მიეწებებიან” უცხო უჯრედების ზედაპირს და იწვევენ მათ დესტრუქციას.

თუმცა ლეიკემია და ლიმფომა ცალკეული დაავადებებია, ისინი მაინც მჭიდრო ურთიერთკავშირშია. ასეთი კორელაცია მთელი ლიმფომების 7% შეადგენს. ორივე შემთხვევაში ძირითად როლს ასრულებს მცირე ლიმფოციტი. ერთადერთი განმასხვავებელი ნიშანი არის ის თუ სად აღმოცენდება დაავადება. ლეიკემიის შემთხვევაში არის სისხლი, ხოლო ლიმფომის შემთხვევაში ლიმფური კვანძი. ორივე ,,ნელა მზარდი” დაავადებაა. ისინი არ მიიჩნევა განკურნებად დაავადებებად სტანდარტული მკურნალობის მიხედვით. დაავადების სტადიისა და ზრდის ინტენსივობიდან გამომდინარე ზოგიერთი პაციენტი ამ დაავადებით ცოცხლობს 10 წელზე მეტ ხანს. ბოლო პერიოდში გაირკვა, რომ არსებობს ორი სახის ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია. ერთ შემთხვევაში ზრდის ტემპი დაბალია, ხოლო მეორე შემთხვევაში სიმსივნე იზრდება სწრაფად და თითქმის ყოველთვის საჭიროებს მკურნალობას. ზოგჯერ ადგილი აქვს ნელამზარდი სიმსივლის ტრანსფორმირებას სიმსივნის უფრო აგრესიულ ფორმაში.

ლიმფომების ჯგუფის 22% შეადგენს ფოლიკულური ლიმფომა. ეს არის ნელი ტემპით მზარდი ლიმფომა. პაციენტთა საშუალო ასაკი 60 წელია. იშვიათად გვხვდება ახალგაზრდებში. შორსწასულ შემთხვევებში სტანდარტული მკურნალობით იგი განუკურნებელ ფორმად არის მიჩნეული. პაციენტთა რაოდენობა, რომლებიც დიაგნოზის დასმიდან სულ მცირე 5 წელი ცოცხლობენ, შეადგენს 60-70%. ხშირად, ფოლიკულური ლიმფომა გადაიზრდება სწრაფად მზარდ დიფუზურ დიდუჯრედულ B ლიმფომაში.

MALT-ლიმფომა – შეადგენს ლიმფომების 8%. შემთხვევათა უმეტესობა კუჭში აღმოცენდება. ითვლება, რომ მისი ჩამრთველი მექანიზმი არის Helicobacter pylori-ით გამოწვეული ინფექცია. ეს დაავადება ასევე შეიძლება განვითარდეს ფილტვში, კანში, ფარისებრ ჯირკვალში, სანერწყვე ჯირკვალში, წვრილ და მსხვილ ნაწლავებში, სარძევე ჯირკვალსა და თვალის ირგვლივ ქსოვილებში. როგორც წესი,  MALT-ლიმფომები ლოკალურობით გამოირჩევა და არ ახასიათებს გავრცელება მთელს ორგანიზმში. პაციენტთა საშუალო ასაკი 60 წელია. ხშირად შეიძლება გადავიდეს ხანგრძლივ რემისიაში ან მოხდეს მისი განკურნება ადრეულ სტადიებზე.

შეადგენს ლიმფომების 6%-ს. დიაგნოზირების მომენტისთვის იგი უკვე გავრცელებულია ლიმფურ კვანძებში, ძვლის ტვინსა და ელენთაში. მამაკაცებში უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე ქალებში. პაციენტთა საშუალო ასაკი 60 წელია. თუმცა არ ახასიათებს ძალიან სწრაფი ზრდა, მაინც დიდ ყურადღებას მოითხოვს. დაავადებულთა მხოლოდ 5%-ს აღენიშნება 5 წლიანი გადარჩენის მაჩვენებელი.

მასზე მოდის  მთლიანი ლიმფომების  33%. არის სწრაფადმზარდი. ახასიათებს შემდეგი სიმპტომები: სხეულის მასის სწრაფი მატება და/ან ხელით გასინჯვისას მგრძნობიარე ლიმფური კვანძები. შემთხვევათა 1/3-ში დამახასიათებელია სხეულის ერთ მხარეს ლოკალიზება. შესაძლოა დაავადდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანი, მარამ დაავადების საშუალო ასაკი 60 წელია. ამ პათოლოგიით დაავადებული პაციენტების 40-50% განიკურნება.
ბერკიტის ლიმფომა: მასზე მოდის შემთხვევათა 2%. გამოყოფენ ასევე ბერკიტის მსგავს ლიმფომათა მცირე ჯგუფს; ამ შემთხვევებში უჯრედები ოდნავ დიდი ზომისაა. აფრიკულ ტიპში იგი იწყება ყბის ან სახის სხვა ძვლებში. შეიძლება გავრველდეს თავის ტვინსა და ზურგის ტვინის სითხეში. საშუალო ასაკია 30 წელი და პაციენტთა 90% მამაკაცია. მიუხედავად იმისა, რომ ბერკიტის ლიმფომა სწრაფადმზარდია, დაავადებათა 50% განკურნებადია აგრესიული ქიმიოთერაპიის შემდეგ.

იგი ჩვეულებრივ გვხვდება თავის და ზურგის ტვინში, ზურგის ტვინის მიმდებარე ქსოვილებში და თვალში. გარკვეული დროის შემდეგ იგი ვრცელდება  მთელს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. ამ დაავადებას წინა წლებში უფრო იშვიათად ვხვდებოდით, მაგრამ შიდსის შემთხვევების მატებასთან ერთად მისი რიცხვიც მატულობს. პაციენტებს აღენიშნებათ თავის ტკივილი, აგზნებადობა, მხედველობის პრობლემები და სხვადასხვა სახის დამბლები. დაავადების გამოსავალი საკმაოდ მძიმეა. დიაგნოსტირებიდან 5 წელი ცოცხლობს პაციენტთა 30% აგრესიული მკურნალობის შედეგად.

ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია ლეიკემიის ყველაზე ხშირი ფორმაა მოზრდილებში და ყველა ლეიკემიebის ერთ მესამედს შეადგენს ამერიკის შეერთებულ შტატებში. 2009 წელს ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემიის 15,000 ახალი შემთხვევის გამოვლინება და ამ დაავადებით დაახლოებით 4,500 ადამიანის გარდაცვალება იყო მოსალოდნელი. სავარაუდოდ, დაახლოებით 90,000 ადამიანი ცხოვრობს ამჟამად ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემიით. დღესდღეობით ეს დაავადება არ ინკურნება.

ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია კიბოს ნელა მზარდი ფორმაა, რომელიც მაშინ ვითარდება, როდესაც ანომალური ან ავთვისებიანი ლეიკოციტები (ლიმფოციტები) ჩნდება სისხლში და ძვლის ტვინში. ეს ანომალური უჯრედები რაოდენობრივად აჭარბებს ნორმალურ ლეიკოციტებს, რაც აძნელებს ორგანიზმის ბრძოლას ინფექციის წინააღმდეგ. მართალია, მიზეზი დადგენილი არ არის, მაგრამ ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია ვითარდება B-უჯრედებში, ლეიკოციტების ერთ-ერთ სახეობაში.

  • ასაკი — უმეტესად ხანდაზმულთა დაავადებაა, დაავადებულთა საშუალო ასაკი არის 72 წელი

  • სქესი/ეროვნება — დაუდგენელი მიზეზების გამო, დაავადება მამაკაცებში უფრო ხშირად ვითარდება, ვიდრე ქალებში და განვითარების სიხშირე უფრო მაღალია ზოგიერთ ეთნიკურ ჯგუფში

  • სიმპტომები — მოიცავს დაღლილობას, სიფერმკრთალეს, წონაში დაკლებას, განმეორებად ინფექციებს, ლიმფური კვანძების ან ელენთის გადიდებას, ცხვირიდან სისხლდენას ან სისხლჩაქცევებს

არ არსებობს სკრინინგ-ტესტები დაავადების ადრეულ სტადიაზე აღმოსაჩენად, მაგრამ დიაგნოზი შეიძლება დაისვას სისხლის ანალიზების და ძვლის ტვინის ბიოფსიის საფუძველზე

  • ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია შეიძლება ნელა პროგრესირებდეს, ხშირად მცირე სიმპტომებით; ზოგიერთს შეიძლება მრავალი წლის განმავლობაში არ ჰქონდეს არანაირი ნიშანი, სიმპტომი ან რაიმე ცვლილება ჯანმრთელობის მხრივ; სხვების შემთხვევაში კი, ძალიან სწრაფად შეიძლება მოხდეს პროგრესირება

  • ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემიით დაავადებულთა დაახლოებით 75 პროცენტი მინიმუმ ხუთი წლით გადარჩება

  • მკურნალობა ვარირებს კიბოს სახეობის ან სტადიის, პაციენტის ზოგადი მდგომარეობის და სიმპტომების არსებობა-არარსებობის მიხედვით; საყოველთაოდ მიღებული მეთოდები გულისხმობს მეთვალყურეობას და ლოდინს ან დაკვირვებას, ქიმიოთერაპიას, დამიზნებით მედიცინას (მონოკლონური ანტისხეულები) და ძვლის ტვინის გადანერგვას

ამჟამად მიმდინარე კვლევებში გრძელდება იმ შესაძლებლობების გამოვლენა, რომლებიც დაეხმარება ადამიანებს მიაღწიონ იმ მიზანს, რომ დროის უფრო ხანგრძლივი პერიოდებით იცხოვრონ დაავადების გაუარესების გარეშე 

არაჰოჯკინის ლიმფომების რამდენიმე კლასოფიკაცია არსებობს. ექიმების უმეტესობა მიმართავს REAL/WHO. ამ სისტემაში არაჰოჯკინის ლიმფომის ქვეტიპები დაჯგუფებულია სიმსივნური უჯრედების შესახედაობის, მათ ზედაპირზე გარკვეული ტიპის ცილების ლოკალიზების და გენეტიკური სურათის მიხედვით. ლიმფომის ტიპების სიმრავლის მიუხედავად ამ ბუკლეტში ჩვენ შევეხებით მხოლოდ ყველაზე გავრცელებულ ერთეულებს. ლიმფომების დაჯგუფება ხდება შემდეგი კატეგორიების მიხედვით: ნელა მზარდი(ინდოლენტური), აგrესიული და მკვეთრად აგრესიული. აგრესიული და მკვეთრად აგრესიული ფორმები გაცილებით სწრაფად იზრდება და ვრცელდება მთელს ორგანიზმში. მკურნალობის გარეშე პაციენტთა უმრავლესობა ძალზე ცოტა ხანს ცოცხლობს. საბედნიეროდ ეს ლიმფომები კარგად პასუხობს მკურნალობას და ხშირ შემთხვევაში განკურნებადიცაა.

  • ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია/წვრილუკრედული ლიმფოციტური ლეიკემია

  • ფოლიკულური ლიმფომა

  • MALT ლიმფომა

  •  დიფუზური დიდუჯრედული B ლიმფომა 

  •  მანტიის ზონის ლიმფომა

  • ბერკიტის ლიმფომა

  • ლიმფობლასტური ლიმფომა

  • შიდს-თან ასოცირებული ლიმფომა

შემთხვევები დეტალურად

მეტი პრიორიტეტები

ნახეთ ყველა პრიორიტეტი
კონტაქტიმსოფლიო სიახლეებიlinkedinfacebooktwitterinstagramyoutubeროშის შესახებპროდუქტებივაკანსიებიპერსონალიზირებული ჯანდაცვაუსაფრთხოებაკონფიდენციალობის დაცვასამართლებრივი შეთანხმება