ოფთალმოლოგია
ჩვენი საქმიანობა ფოკუსირებულია უახლესი სამკურნალო საშუალებების შექმნაზე მხედველობის დაკარგვის თავიდან აცილებისთვის. ჩვენ ვმუშაობთ ინოვაციური გადაწყვეტილებების აღმოჩენასა და განვითარებაზე, რათა შევცვალოთ მკურნალობის სტანდარტები მხედველობის დარღვევის მქონე პირებისთვის.
:quality(90)/)
გამოწვევა
გლობალური პრობლემა
მსოფლიოში 1 მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს მხედველობის დაქვეითებით, რომლის პრევენცია შესაძლებელი იყო ან რომელიც ჯერ კიდევ საჭიროებს მკურნალობას.1 მილიონობით ადამიანი ცხოვრობს ისეთი ოფთალმოლოგიური პათოლოგიებით, რომლებიც ზრდის მხედველობის დაკარგვის რისკს.2 მხედველობის დარღვევებმა შეიძლება დამანგრეველი გავლენა იქონიოს პაც იენტებსა და მათ მომვლელებზე.
ცვლილებები მხედველობის სფეროში
ოფთალმოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ახალი მიდგომების დანერგვის პარალელურად, ეს არის გლობალური ჯანდაცვის გამოწვევა, რომლის გადაჭრასაც ჩვენ, Roche-ში, მხედველობადაქვეითებულთა საზოგადოებასთან ერთად დიდი ენთუზიაზმით ვუდგებით.
ფოკუსი
უმთავრესი პრიორიტეტი
ჩვენი გუნდი ეფუძნება ოფთალმოლოგების, ოფთალმოქირურგებისა და ბადურის სპეციალისტების გამოცდილებას, რომლებიც ყოველდღიურად მატებენ პრაქტიკული ცოდნას Roche-ს საქმიანობას. ჩვენ ვნერგავთ ინოვაციებს დიაგნოსტიკის გასაუმჯობესებლად და პაციენტთა გამოცდილებისა და კლინიკური შედეგების ტრანსფორმაციისთვის — ოფთალმოლოგიური მდგომარეობების ღრმა გააზრებისა და იმის გათვალისწინებით, თუ რას ნიშნავს ეს მხედველობის დაქვეითების მქონე ადამიანებისთვის, პრაქტიკაში.
პერსონალიზებული მიდგომა
ჩვენ ვთანამშრომლობთ მკვლევარებთან, კლინიცისტებთან და პაციენტთა ჯგუფებთან, რათა ზუსტად გავიგოთ მხედველობის დაკარგვის რისკის ქვეშ მყოფი ადამიანების საჭიროებები. ეს გვაძლევს საშუალებას, დავაკმაყოფილოთ ეს საჭიროებები ჩვენი ინოვაციური მიდგომებით, კლინიკური კვლევების პროგრამით და დამუშავების პროცესში მყოფი მედიკამენტებითა თუ ტექნოლოგიებით.
ეს გულისხმობს ახალი მონაცემებისა და ანალიტიკური წყაროების შესწავლას, როგორიცაა რეალური კლინიკური პრაქტიკის მონაცემები (RWD) და ისეთი ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი და მანქანური სწავლება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენ ვქმნით ციფრული ჯანდაცვის პროდუქტებს დაავადების პროგრესირების უკეთესად დადგენისთვის და მონიტორინგისთვის და ვართ მოწინავეები, ისეთ ახალ თერაპიულ მიმართულებაში, როგორიცაა გენური თერაპია, რათა უზრუნველვყოთ პერსონალიზებული მიდგომა თვალის ჯანმრთელობის მიმართ.
ბიბლიოგრაფია
Word Health Organization. Blindness and vision impairment. [Internet; cited September 2021]. Available from: https://www.who.int/news-room/fact-sheets/detail/blindness-and-visual-impairment
Flaxman SR, Bourne RRA, Resnikoff S, et al. Global causes of blindness and distance vision impairment 1990-2020: a systematic review and meta-analysis. Lancet Glob Health. 2017; 5:1221-1234