დიაბეტი და თვალი
:quality(90)/)
დიაბეტის მქონე ადამიანებში სისხლში შაქრის მომატებულმა დონემ შესაძლოა დააზიანოს ბადურის წვრილი სისხლძარღვები (კაპილარები). დროთა განმავლობაში ამ დაზიანებამ შეიძლება გამოიწვიოს თვალის დიაბეტური გართულებები და მხედველობის დაკარგვა.¹
დიაბეტური თვალის დაავადების ტიპები
დიაბეტური რეტინოპათია (DR) ვითარდება მაშინ, როდესაც სისხლძარღვების დაზიანება და ახალი სისხლძარღვების წარმოქმნა იწვევს ბადურაში სისხლის ან/და სითხის გაჟონვას. ეს იწვევს შეშუპებ ას და ბადურის გარკვეული უბნების სისხლით მომარაგების ბლოკირებას.2,3
დიაბეტური მაკულარული შეშუპება (DME) არის დიაბეტური რეტინოპათიის მხედველობისთვის საშიში გართულება.4 DME ვითარდება, როდესაც დაზიანებული სისხლძარღვებიდან სითხე ჟონავს მაკულაში (ყვითელი ხალი), რაც იწვევს მის შეშუპებას. მაკულა ბადურის ცენტრალური ნაწილია, რომელიც პასუხისმგებელია მკვეთრ მხედველობაზე და აუცილებელია კითხვისთვის, ავტომობილის მართვისთვის და სახეების ამოცნობისთვის.2,5
გავლენა მსოფლიოზე

დაახლოებით 589 მილიონი ადამიანი (თითქმის ყოველი მეათე) ცხოვრობს დიაბეტით.6
დიაბეტური რეტინოპათია გლობალურად 93 მილიონ ადამიანს აღენიშნება.7,8
დიაბეტური მაკულარული შეშუპება (DME) 21 მილიონ ადამიანს აქვს.4

დიაბეტი არის მხედველობის დაკარგვის წამყვანი მიზეზი 20-დან 75 წლამდე ასაკის მოზრდილებში.9

ვარაუდობენ, რომ 2020 წლიდან 2030 წლამდე DME-ის გავრცელება 25%-ით გაიზრდება.10

თვალის დიაბეტური დაავადებების მქონე პირების ჯანდაცვის ხარჯები ორჯერ აღემატება მხოლოდ დიაბეტის მქონე პირების ხარჯებს.11
რისკ-ფაქტორები¹²⁻¹⁴
ნიშნები და სიმპტომები ¹,¹⁴,¹⁵
:quality(90)/)
ბუნდოვანი მხედველობა.
:quality(90)/)
სინათლისა და სიბნელის ტონალობის გარჩევის გაძნელება.
:quality(90)/)
მხედველობის ნაწილობრივი დაკარგვა, რაც ვლინდება “მცურავი” პატარა შავი წერტილების ან ხაზების სახით.
მკურნალობის თანამედროვე ვარიანტები
ხშირ შემთხვევაში, DME და DR მართვადია და მხედველობის დაკარგვის თავიდან აცილება შესაძლებელია ადრეული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პირობებში.13,14,16
ყველაზე გავრცელებული მკურნალობის მეთოდს წარმოადგენს VEGF ინჰიბიტორების ან ორმაგი მოქმედების VEGF/Ang-2 ინჰიბიტორების თვალში ინექციები.12,17,18 ეს პრეპარატები ხელს უშლიან ახალი, პათოლოგიური სისხლძარღვების წარმოქმნას და ამცირებენ გაჟონვას დაზიანებული სისხლძარღვებიდან, რაც ხელს უწყობს მხედველობის შენარჩუნებას.12,17,18
ზოგ შემთხვევაში გამოიყენება ლაზერული თერაპია, განსაკუთრებით თუ შეშუპება არ ეხება მაკულის ცენტრალურ ნაწილს (ფოვეას). თუმცა, ლაზერი ძირითადად ასტაბილურებს მხედველობას და არ აუმჯობესებს მას. ლაზერულმა თერაპიამ შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, როგორიცაა ნაწიბურების წარმოქმნა და მუდმივი ბრმა ლაქების გაჩენა.12-14 ამ რისკების გამო, ლაზერული თერაპია დღეს იშვიათად გამოიყენება და ის ძირითადად უფრო მოწინავე სამკურნალო მეთოდებმა ჩაანაცვლა.12-14
მხედველობის ყოველწლიური შემოწმება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თქვენი თვალის ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით, თუ დიაბეტი გაქვთ. მხედველობის ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ოფთალმოლოგს ან ეწვიეთ საიტს: https://retina-international.org/
:quality(90)/)
კითხვები, რომლებიც შეგიძლიათ დაუსვათ თქვენს ოფთალმოლოგს:
მკურნალობის რა ვარიანტები არსებობს ჩემი მდგომარეობისთვის?
რა შემიძლია გავაკეთო მხედველობის დიდი ხნით შენარჩუნებისთვის?
როგორ შემიძლია ჩემი დაავადების უკეთ მართვა?
როგორ შემიძლია სიმპტომების შემსუბუქება?
ბიბლიოგრაფია
National Eye Institute. Diabetic retinopathy. https://www.nei.nih.gov/learn-about-eye-health/eye-conditions-and-diseases/diabetic-retinopathy.Accessed October 14, 2025.
American Optometric Association. Diabetic retinopathy. https://www.aoa.org/healthy-eyes/eye-and-vision-conditions/diabetic-retinopathy.Accessed October 14, 2025.
Yau JWY, Rogers SL, Kawasaki R, et al. Global prevalence and major risk factors of diabetic retinopathy. Diabetes Care. 2012;35(3):556-564. doi:10.2337/dc11-1909.
Macula lutea. All About Vision. August 14, 2019. https://www.allaboutvision.com/resources/macula.Accessed October 14, 2025.
International Diabetes Federation. https://idf.org/Accessed October 14, 2025.
Leasher JL, Bourne RRA, Flaxman SR, et al. Erratum. Global estimates on the number of people blind or visually impaired by diabetic retinopathy: a meta-analysis from 1990 to 2010. Diabetes Care. 2016;39(11):1643-1649. doi:10.2337/dc16-er11.
World Health Organization. World report on vision. https://www.who.int/docs/default-source/documents/publications/world-vision-report-accessible.pdf?sfvrsn=223f9bf7_2. Accessed October 14, 2025.
BrightFocus Foundation. Facts & figures—macular degeneration. https://www.brightfocus.org/macular/facts-figures/.Accessed October 14, 2025.
Pugazhendhi A, Hubbell M, Jairam P, Ambati B. Neovascular macular degeneration: a review of etiology, risk factors, and recent advances in research and therapy. Int J Mol Sci. 2021;22(3):1170. doi:10.3390/ijms22031170.
Choi K, et al. JMIR Public Health Surveill. 2024;10:e56741.
Macular Society. Diabetic macular oedema. https://www.macularsociety.org/macular-disease/macular-conditions/diabetic-macular-oedema/.Accessed October 14, 2025.
Prevent Blindness. Diabetic macular edema (DME). https://preventblindness.org/diabetic-macular-edema-dme/Accessed October 14, 2025.
EyeWiki. Diabetic macular edema. https://eyewiki.org/Diabetic_Macular_EdemaAccessed October 14, 2025.
National Eye Institute. Macular edema. https://www.nei.nih.gov/learn-about-eye-health/eye-conditions-and-diseases/macular-edema.Accessed October 14, 2025.
National Institute of Diabetes and Digestive and Kidney Diseases. Diabetic eye disease. https://www.niddk.nih.gov/health-information/diabetes/overview/preventing-problems/diabetic-eye-disease.Accessed October 14, 2025.
Heier JS, et al. Retina. 2021;41(1):1-19. Wykoff CC, et al. Lancet. 2022;399(10326):741-755.
Wykoff CC, et al. Lancet. 2022;399(10326):741-755
Udaondo P, et al. Ophthalmol Ther. 2022;11(2):489-502.
:quality(90)/)