skip to content

რა არის ნეოვასკულური ასაკობრივი მაკულარული დეგენერაცია

ასაკობრივი მაკულარული დეგენერაცია (AMD) არის დაავადება, რომელიც აზიანებს თვალის ბადურის ცენტრალურ ნაწილს — მაკულას (ყვითელი ხალი). ბადურა ინფორმაციას აწვდის ტვინს მხედველობის უზრუნველსაყოფად, ხოლო მაკულა პასუხისმგებელია მკვეთრ, ცენტრალურ მხედველობაზე. 60 წელს გადაცილებულ ადამიანებში AMD მხედველობის დაკარგვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.¹⁻²

AMD-ის მქონე ბევრი პაციენტი სიმპტომებს მაშინვე ვერ ამჩნევს და მათ დაბერების ბუნებრივ ნიშნებად მიიჩნევს. ამას მივყავართ დაავადების უფრო მძიმე ფორმების განვითარებამდე, როგორებიცაა სველი ფორმის ანუ  ნეოვასკულური AMD (nAMD) და გეოგრაფიული ატროფია.3,4

nAMD-ისდროს, მაკულისქვეშიწყებაახალი, პათოლოგიურისისხლძარღვებისუკონტროლოზრდა, რაციწვევსშეშუპებას, სისხლჩაქცევასან/დაფიბროზს (ნაწიბურებისწარმოქმნას).5

გლობალური ტვირთი

nAMD მსოფლიოში 20 მილიონ ადამიანს აღენიშნება.1,6

ვარაუდობენ, რომ 2040 წლისთვის AMD-ით დაავადებულთა რიცხვი 288 მილიონს მიაღწევს2

nAMD 60 წელს გადაცილებულ პირებში მხედველობის დაკარგვის წამყვანი მიზეზია.2

რისკ-ფაქტორები⁷

ასაკი

მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი.

სიმსუქნე
ჭარბი წონა ზრდის დაავადების განვითარების რისკს

გენეტიკა

ოჯახური ანამნეზი (თუ ახლო ნათესავს ჰქონდა AMD).

სქესი

ქალებში რისკი უფრო მაღალია.

რასა

უფრო ხშირია კავკასიური რასის წარმომადგენლებში.

მოწევა

მწეველებში დაავადების განვითარების ალბათობა 2-5-ჯერ მაღალია.

ნიშნები და სიმპტომები⁸

ბუნდოვანი მხედველობა.

შორ მანძილზე მხედველობის ან ახლო მანძილზე დეტალური სამუშაოს შესრულების გაძნელება.

მხედველობის არეში „ბრმა ლაქების“ გაჩენა.

ფერების გარჩევის გაძნელება.

სწორი ხაზებისა და კიდეების ტალღოვნად აღქმა.

ნეოვასკულური მაკულარული დეგენერაციის გავლენა

მხედველობის დაქვეითებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს:9,10,11

  • ყოველდღიური საქმიანობის შესრულების უნარზე.

  • მუშაობის შესაძლებლობაზე.

  • აქტიურ სოციალურ ცხოვრებაზე.

  • ცხოვრების ხარისხზე (ზრდის სოციალური იზოლაციის, დეპრესიისა და შფოთვის რისკს).

nAMD-მ შესაძლოა ხელი შეუშალოს სახეების ამოცნობას, კითხვას, მანქანის მართვას ან ტელევიზორის ყურებას.1,9

მხედველობის ყოველწლიური შემოწმება

თვალის ყოველწლიური შემოწმება საუკეთესო გზაა მხედველობის ნებისმიერი ცვლილების დასაფიქსირებლად. ბადურის გამოკვლევა გაფართოებული გუგით გვეხმარება ბადურის დაავადებების დიაგნოსტირებაში.

თუ გსურთ მეტი ინფორმაცია nAMD-ის ან ბადურის სხვა დაავადებების შესახებ, მიმართეთ თქვენს ოფთალმოლოგს ან გადადით საიტზე: www.retina-international.org/.

ბიბლიოგრაფია

  1. Bright Focus Foundation. Age-Related Macular Degeneration: Facts & Figures. [Internet; cited October 2021]. Available from: https://www.brightfocus.org/macular/article/age-related-macular-facts-figures.

  2. Wong WL, et al. Global prevalence of age-related macular degeneration and disease burden projection for 2020 and 2040: a systematic review and meta-analysis. Lancet Glob Health. 2014;2:106–16.

  3. NHS Choices. Macular Degeneration. [Internet; cited October 2021] Available from: http://www.nhs.uk/Conditions/Macular-degeneration/Pages/Introduction.aspx.

  4. Sacconi R, Corbelli E, Querques L, Bandello F, Querques G. A Review of Current and Future Management of Geographic Atrophy. Ophthalmology and Therapy. 2017; 6:69-77.

  5. Little K, et al. Myofibroblasts in macular fibrosis secondary to neovascular age-related macular degeneration-the potential sources and molecular cues for their recruitment and activation. EBioMedicine. 2018;38:283-91.

  6. Connolly E, et al. Prevalence of age-related macular degeneration associated genetic risk factors and 4-year progression data in the Irish population. Br J Ophthalmol. 2018;102:1691–5.

  7. Bright Focus Foundation. Macular Degeneration Prevention and Risk Factors. [Internet; cited October 2021]. Available from: http://www.brightfocus.org/macular/prevention-and-risk-factors.

  8. Bright Focus Foundation. Macular Degeneration Essential Facts. [Internet; cited October 2021]. Available from: http://www.brightfocus.org/macular/news/macular-essential-facts#.

  9. Park SJ, Ahn S, Woo SJ, et al. Extent of Exacerbation of Chronic Health Conditions by Visual Impairment in Terms of Health-Related Quality of Life. JAMA Ophthalmol. 2015; 133:1267-1275.

  10. Taylor DR, et al. How does age-related macular degeneration affect real-world visual ability and quality of life? A systematic review. BMJ Open. 2016;6:e011504. doi:10.1136/bmj.

  11. Garcia GA, et al. Profound vision loss impairs psychological well-being in young and middle-aged individuals. Clin Ophthalmol. 2017;11:417–27.