მხედველობის შენარჩუნება: როგორ ცვლის ინოვაციური მედიცინა თქვენს მომავალს
:quality(90)/)
იმისათვის, რომ გვქონდეს სრულყოფილი მხედველობა, ჩვენი თვალის უკანა ნაწილში — ბადურაში არსებული სისხლძარღვები ჯანმრთელი უნდა იყოს.
თუმცა, ბადურის დაავადებების მქონე ადამიანებში ეს სისხლძარღვები შესაძლოა გახდეს არასტაბილური, გაჟონოს სითხემ, განვითარდეს ანთება ან დაიწყოს მათი პათოლოგიური ზრდა. ყოველივე ეს იწვევს მხედველობის გაუარესებას ან სრულ დაკარგვას. ამას უდიდესი გავლენა აქვს როგორც პაციენტზე, ისე მის ოჯახზე — ეს არის ფიზიკური, ემოციური და ეკონომიკური დარტყმა. ყოველდღიური აქტივობები, როგორიცაა ჩაცმა, საყიდლებზე სიარული ან საყვარელი ჰობი, სულ უფრო რთული ხდება. ნეგატიური გავლენა პაციენტების პროფესიულ და სოციალურ ცხოვრებაზე კი იწვევს სოციალურ იზოლაციას, შემოსავლის შემცირებას და შფოთვით აშლილობებს. საბოლოო ჯამში, ამ დაავადებების მქონე ადამიანებისთვის სამყარო სულ სხვანაირი ხდება და მათი ყოველდღიურობა რადიკალურად იცვლება.
მსოფლიოში 2.2 მილიარდ ადამიანს აღენიშნება მხედველობის დარღვევა1
მინიმუმ 1 მილიარდ ადამიანს აქვს ისეთი პრობლემა, რომლის პრევენცია ან მკურნალობა შესაძლებელი იყო1
დღეს მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ცხოვრობს ბადურის დაავადებებით, კიდევ უფრო მეტი კი მათ გვერდითაა და ყოველდღიურად ეხმარება მათ მხედველობასთან დაკავშირებული სირთულეების დაძლევაში. სწორედ ამიტომ, როშის (Roche) მეცნიერები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მკურნალობის არსებული მიდგომები რადიკალურად გააუმჯობესონ.
ჩვენი გუნდი ამ პრობლემას სხვადასხვა კუთხით უდგება. ჩვენი უმთავრესი მიზანია არა მხოლოდ მხედველობის შემდგომი გაუარესების თავიდან აცილება, არამედ დაკარგული მხედ ველობის მაქსიმალურად აღდგენა. ამ შედეგის მისაღწევად, ჩვენ ვეძებთ ინოვაციურ გზებს და ვქმნით ისეთ წამლებს, რომლებიც ბევრად სცილდება დღეს არსებულ მკურნალობის სტანდარტებს
რა ვისწავლეთ წარსულისგან: ანტი-VEGF თერაპიიდან ორმაგი სამიზნე მოქმედების (ანტი-VEGF/ანტი-Ang-2) ინოვაციამდე

დაახლოებით 15 წლის წინ ანტი-VEGF თერაპიის აღმოჩენა გარდამტეხი აღმოჩნდა ბადურის დაავადებების მქონე ადამიანებისთვის. მიუხედავად ამისა, ჩვენი საოცარი მეცნიერების გუნდი დაუღალავად შრომობს ამ სფეროში ინოვაციების დასამკვიდრებლად. როშის (Roche) საუკეთესო კვლევითი აღჭურვილობის დახმარ ებით, ჩვენი ყურადღება მიმართულია ახალი სამეცნიერო გზების ძიებისკენ.
მომავალი დღეს: ახალი სამიზნეებისა და მკურნალობის მიწოდების მეთოდების კვლევა, რომლებიც ზრდიან მკურნალობის ეფექტურობასა და მოქმედების ხანგრძლივობას
„ეფექტურობის და მოქმედების ხანგრძლივობის გაზრდა მკურნალობის გაუმჯობესების ორი უმნიშვნელოვანესი ელემენტია.“ ანტი-VEGF თერაპია ეფექტურია და მისი მოქმედების ხანგრძლივობაც უმჯობესდება, თუმცა ჩვენ ასევე უნდა ვებრძოლოთ იმ დამატებით ფაქტორებს, რომლებიც იწვევენ თვალის დაავადებების პროგრესირებას, როგორიცაა ფიბროზი (ნაწიბურების წარმოქმნა), იშემია და ანთება“, — ამბობს საშა. ასეთი კომბინირებული მოქმედების (multi-target) მიდგომის მისაღწევად ერთ-ერთი ინსტრუმენტია ბისპეციფიკური ანტისხეულები. ეს არის სამეცნიერო გზით შემუშავებული ანტისხეულის ტიპი, რომელიც აერთიანებს ორი სხ ვადასხვა ანტისხეულის უნიკალურ თვისებას ერთ კომბინირებულ მოლეკულაში (იგი შედგება ორი ანტისხეულის ფრაგმენტისგან). ბისპეციფიკურ ანტისხეულს შეუძლია ერთდროულად ამოიცნოს და დაუკავშირდეს ორ სხვადასხვა ტიპის ცილას. ამ ტიპის ტექნოლოგიას ეწოდება „CrossMab ტექნოლოგია“ და მისი პიონერი სწორედ როშია (Roche).
გარდაამისა, ინტრავიტრეალურიინექციებითმკურნალობა, რომელიცდღესმხედველობისდაკარგვისისეთიწამყვანიმიზეზებისმკურნალობისსტანდარტსწარმოადგენს, როგორიცაანეოვასკულური (ანუ „სველი“) ასაკობრივიმაკულარულიდეგენერაციადადიაბეტურიმაკულარულიშეშუპება, პაციენტებისგანექიმთანთვეშიერთხელვიზიტსმოითხოვს.2,3,4 ესშეიძლებართულიიყოსპაციენტებისთვის — არამხოლოდდროისგამონახვისადათანმხლები პირებისსაჭიროებისგამო, არამედიმიტომაც, რომთავადპროცედურაბევრისთვისსაკმაოდდამთრგუნველია.
ევროპული კვლევის მიხედვით, პაციენტების 54% განიცდის შფოთვას პროცედურამდე ორი დღით ადრე5
აშშ-ის კვლევის მონაცემებით, პაციენტების 42%-ისთვის, ინექციების რაოდენობის შემცირება, მკურნალობის რეჟიმის ყველაზე სასურველი გაუმჯობესებაა5
ხშირი ინექციების საჭიროებით და ექიმთან მუდმივი ვიზიტებით გამოწვეულმა გადაღლილობამ (ე.წ. „მკურნალობის ტვირთმა“) შესაძლოა მკურნალობის რეჟიმის დარღვევა და მხედველობის გაუარესება გამოიწვიოს. ამის გათვალისწინებით, როშის (Roche) მეცნიერები მუშაობენ მკურნალობის ისეთ ინოვაციურ მეთოდებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ წამლის ხანგრძლივ მოქმედებას და პაციენტებს ყოველდღიურობას შეუმსუბუქებენ. ამ მიმართულებით ჩვენ უკვე მნიშვნელოვან წარმატებებს მივაღწიეთ.
საშა საუბრობს იმ „მკურნალობის ტვირთზე“, რომელსაც უამრავი პაციენტი აწყდება:
:quality(90)/)
საბოლოო ჯამში, ყველაფერი ეფექტურობის ხანგრძლივობამდე დადის. ჩვენ გვესმის, რომ თვალის დაავადებების სამართავად ხშირი ვიზიტების რეჟიმის დაცვა ლოგისტიკურად საკმაოდ რთულია. ახალი მოლეკულებისა და ტექნოლოგიების კვლევით, სადაც მთავარი აქცენტი სწორედ მოქმედების ხანგრძლივობაზე კეთდება, ჩვენი პროფესიული საზოგადოება იმედოვნებს, რომ გადაჭრის ამ გამოწვევებს. ეს კი, თავის მხრივ, ნიშნავს მხედველობის უკ ეთეს შედეგებს, უფრო ხანგრძლივი დროით.
როშის (Roche) სამეცნიერო-კვლევითი დეპარტამენტი ოფთალმოლოგიაში, ბადურის დაავადებების მკურნალობის ყველაზე ფართო პორტფელით, ფოკუსირებულია მკურნალობის ინოვაციურ მეთოდებზე სხვადასხვა მიმართულებით. ეს მოიცავს ანტისხეულებს, ასევე გენურ და უჯრედულ თერაპიებს, რომლებიც მიმართულია მხედველობისთვის საშიში მრავალი პათოლოგიისა და აუტოიმუნური მდგომარეობის წინააღმდეგ. ბისპეციფიკური ანტისხეულების შემდეგი თაობა — DutaFabs — უკვე კლინიკური განვითარების ეტაპზეა. DutaFabs წარმოადგენს ბისპეციფიკური ანტისხეულის ტიპს, რომელსაც შეუძლია ერთ მოლეკულაში ორი უნიკალური ცილის დაკავშირება, თუმცა ის ანტისხეულის მხოლოდ ერთი ფრაგმენტისგან შედგება, რაც იმას ნიშნავს, რომ თავად მოლეკულები ზომით უფრო მცირეა. ეს ტექნოლოგია, მცირე ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ (Dutalys) შეიმუშავა, რომელიც როშმა 2014 წელს შეიძინა. ამით გზა გაეხსნა დაავადებაზე ზემოქმედების მრავალმხრივი მექანიზმის (MoAs) აღმოჩენის პოტენციალს.
თანამშრომლობა: მომავალი მხედველობის დაკარგვის გარეშე
საშა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ინოვაციური პროგრესისთვის თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია. ახალი გზების ძიებისადმი ღიაობა და მსოფლიოს წამყვან მეცნიერებთან პარტნიორობა ახალი იდეებისა თუ მიდგომების მუდმივ ნაკადს უზრუნველყოფს.
საშა ფაუზერი როშის (Roche) საქმიანობას ოფთალმოლოგიის სფეროში უნიკალურად მიიჩნევს: „ჩვენი კომპანიის გამორჩეულობას საოცარ ტექნოლოგიებთან წვდომა, ასობით მაღალი დონის სპეციალისტი და კვლევებისადმი გრძელვადიანი ხედვა განაპირობებს. ჩვენი მიზანი მხოლოდ პაციენტთა ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებელი მკურნალობის მეთოდების შექმნა არ არის; ჩვენი ამბიცია გაცილებით შორს მიდის — გვსურს დავამკვიდროთ ისეთი ინოვაციები, რომლებიც ოფთალმოლოგიაში ნამდვილ გარდატეხას მოახდენს და მომავალში მხედველობის დაკარგვით გამოწვეული ზიანის სრულად აღდგენას გახდის შესაძლებელს.
ბიბლიოგრაფია
World Health Organization (WHO) World report on vision. [Internet; cited December 2024]. Available from: https://www.who.int/docs/default-source/documents/publications/world-vision-report-accessible.pdf?sfvrsn=223f9bf7
Heier JS, et al. Efficacy, durability, and safety of intravitreal faricimab up to every 16 weeks for neovascular macular degeneration (nAMD) (TENAYA and LUCERNE): two randomised, double-masked, phase III, non-inferiority trials. The Lancet. 2022; 399:729-40.
Wykoff C, et al. Efficacy, durability and safety of intravitreal faricimab with extended dosing up to every 16 weeks in patients with DME (YOSEMITE and RHINE): two randomised, double-masked, phase III trials. The Lancet. 2022; 399:741-755.
Holz FG, et al. Multi-country real-life experience of anti-vascular endothelial growth factor (anti-VEGF) therapy for nAMD. British Journal of Ophthalmology. 2015;99:220–6.
Sivaprasad, S. & Oyetunde, S. Impact of injection therapy on retinal patients with diabetic macular edema or retinal vein occlusion. Clinical Ophthalmology. 2016;10, 939–946.