ონკოლოგიური დაავადებები თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემაა. ავთვისებიანი სიმსივნეები სიკვდილობის მაჩვენებლებით მსოფლიოში მეორე ადგილზეა. სამწუხაროდ ონკოლოგიის სფეროში კვლავ აღინიშნება დაავადებების სიხშირის ზრდის ტენდეცია. ბოლო მონაცემებით, ყოველწლიურად ვლინდება ონკოლოგიური დაავადების 9 მილიონი ახალი შემთხვევა, ხოლო მსოფლიოში ონკოლოგიური დაავადებით აღრიცხვაზე მყოფ ადამიანთა რიცხვი მთლიანად შეადგენს 60 მილიონს.
ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა რთული და ხანგრძლივი პროცესია, რომლითაც ძირითადი აქცენტი კეთდება პაციენტების სიცოცხლის გახანგრძლივებაზე. ონკოლოგიაში სადღეისო მიღწევები იძლევა ეფექტური მკურნალობის საშუალებას.
კომპანია ,,როში“ წარმოადგენს მსოფლიო ლიდერს ონკოლოგიის დარგში. წლების განმავლობაში ის ამუშავებდა მკურნალობის ახალ მეთოდებს, რომლებიც წარმატებით გამოიყენება მთელ მსოფლიოში ონკოლოგიური დაავადებების საწინააღმდეგოდ ონკო-პაციენტების სიცოცხლის გახანგრძლივებისა და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესების საქმეში.
დღესდღეობით კომპანია ,,როშის“ პორტფელში შედის 5 ინოვაციური სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატი, რომლებიც გამოიყენება 6 სხვადასხვა ონკოლოგიური ნოზოლოგიის მკურნალობის დროს.