Skip to main content

კუჭის მეტასტაზური კიბო

Close-up of a tilted glass test tube containing bright green liquid with a subtle blue line, set against a soft, blurred gray background. Science theme.

კუჭის კიბო - სიმსივნეებს შორის გავრცელების მიხედვით მე-4 ადგილზეა მსოფლიოში. ყოველწლიურად მსოფლიოში 900 000 ახალი შემთხვევა დიაგნოსტირდება და 800 000 იღუპება ამ დაავადებით.

კუჭის კიბო - კიბოთი გამოწვეული ლეტალობის მიხედვით მე-2 ადგილზეა მსოფლიოში

HER2 სტატუსი კუჭის კიბოს დროს.

ადამიანის ეპიდერმული ზრდის ფაქტორის რეცეპტორი-2 (HER2) არის HER ოჯახის ერთ-ერთი ტრანსმემბრანული პროტეინი.

HER2 ჰიპერექსპრესია აღენიშნება კუჭის და გასტრო-ეზოფაგალური შენაერთის მეტასტაზური კიბოთი დაავადებულთა 16%-ს და იგი დაკავშირებულია:

  • სიმსივნის სწრაფ ზრდასა და მეტასტაზირებასთან;

  • დაავადების აგრესიულ მიმდინარეობასთან;

  • ცუდ პროგნოზთან.

დღეისათვის არსებობს აუცილებელი სამედიცინო საჭიროება კუჭისა და გასტრო-ეზოფაგალური შენაერთის მეტასტაზური კიბოს დროს უფრო ეფექტური მკურნალობის შესახებ. ამ პაციენტთა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა დაავადების დიაგნოსტირების შემდეგ – 9-10 თვეა.

ჰერცეპტინი პირველი ბიოლოგიური თარგეთული თერაპიული საშუალებაა, რომელიც ნათლად აჩვენებს გადარჩენადობის სარგებელს კუჭის მეტასტაზურიკიბოს დროს.

გაიგეთ მეტი

ავასტინი

მიმართულებები

ავასტინი ჰუმანიზირებული მონოკლონური ანტისხეულია, რომელიც სპეციფიურად უკავშირდება და ბლოკავს სისხლძარღვთა ენდოთელური ზრდის ფაქტორს (VEGF), რომელიც წარმოადგენს სიმსივნის ანგიოგენეზის უნიშვნელოვანეს წინამორბედს.

ჰერცეპტინი

მიმართულებები

ჰერცეპტინი უკავშირდება HER2-რეცეპტორს და იწვევს იმუნური სიტემის გააქტიურებას და HER2-ის დათრგუნვას შემდეგი მექანიზმებით