კაცობრიობის ისტორიის მანძილზე, ადამიანები ცდილობდნენ კიბოს წარმოშობის მიზეზების დადგენას და ეძიებდნენ გზებს მკურნალობისათვის. ძველი ეგვიპტელები თვლიდნენ, რომ სიმსივნე ღმერთის სასჯელი იყო, ხოლო ჰიპოკრატეს სჯეროდა, რომ იგი შედეგი იყო შავი ნაღველის სიჭარბისა ადამიანის ორგანიზმში.
ძველ რომში ქირურგიული ჩარევა ერთადერთი გზა იყო სიმსივნის მკურნალობისათვის და სწორედ, ეს გზა იქცა სტატუს ქვოდ ექიმებისათვის 2000 წლის განმავლობაში.
მე-19 საუკუნეში ანესთეზიის განვითარებასთან დაკავშირებით, ქირურგია უფრო დაიხვეწა. თუმცა, მას კვლავ გააჩნდა მკაცრი შეზღუდვები, განსაკუთრებით მეტასტაზური დაავადების მქონე პაციენტებისთვის, სადაც სიმსივნე ძლიერ გავრცელებულია.
იმავე პერიოდის განმავლობაში, იმუნოთერაპიის პირველი იდეა გაუჩნდა ნიუ იორკელ ქირურგს უილიამ კოლის, რომელმაც დაიწყო სიმსივნის მკურნალობა სხვადასხვა ტიპის ბაქტერიით იმისათვის, რომ იმუნური სისტემის სტიმულაცია მოეხდინა სიმსივნესთან საბრძოლველად.
მე-20 საუკუნე: გარდატეხის წერტილი ონკოლოგიაში 1903 წ., მარია კიურის მიერ რადიუმის აღმოჩენიდან 5 წლის შემდეგ, პირველი პაციენტები წარმატებით მკურნალობენ რადიოთერაპიით. მკურნალობის ეს ტიპი იყენებს მაღალენერგეტიკულ სხივებს სიმსივნური უჯრედების გასანადგურებლად.
იმ დროისათვის ეს უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი იყო, რომელიც დღესაც გამოიყენება. თუმცა, მას გააჩნია შეზღუდვებიც-თავისი მოქმედებისას აზიანებს რა ნორმალურ უჯრედებსაც, რაც გამოიხატება გვერდით რეაქციებში.
სიმსივნის მკურნალობის განვითარებაში შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ქიმიოთერაპიის გამოჩენა, რომელიც პირველად აღმოჩენილ იქნა მე-2 მსოფლიო ომის დროს- მეტასტაზური კიბოს პირველი მკურნალობის სახით 1956 წ.
იმ დროისათვის ის წარმოადგენდა ძირითად მიმართულებას სიმსივნის მკურნალობაში და პაციენტების რეალური იმედი იყო.
მას შემდეგ ქიმიოთერაპია ვითარდებოდა 70-ზე მეტი წლის განმავლობაში და ამ ხნის მანძილზე მეტად დაიხვეწა, თუმცა მისი მოქმედება კვლავ ფუნდამენტურია-სიმსივნური უჯრედების განადგურება, კერძოდ კი სამიზნეს წარმოადგენს სწრაფად გამრავლებადი უჯრედები.
სიმსივნური უჯრედების განადგურების პარალელურად ზიანდება ნორმალური უჯრედებიც, სისხლისა და ძვლის ტვინის უჯრედების ჩათვლით. როგორც ქიმიოთერაპიის გვერდითი მოვლენა არის სწორედ ჯანმრთელი უჯრედების განადგურება, ისეთების, როგორიცაა სისხლის თეთრი უჯრედები, რაც ადამიანს ხდის მოწყვლადს (მგრძნობიარეს?) ინფექციებისადმი.
დღეისათვის არსებული მკურნალობის ვარიანტები.
სიმსივნის მკურნალობაში უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი იყო თარგეთული თერაპიის განვითარება- მკურნალობის ეს ვარინტი აბლოკირებს სიმსივნის ზრდას სპეციფიური მოლეკულების გზით. მაშინ, როცა სტანდარტული ქიმიოთერაპია ზემოქმედებს როგორც სიმსივნურ, ისე ჯანმრთელ სწრაფად გამრავლებად უჯრედებზე, თარგეთული თერაპიის სამიზნეს წარმოადგენენ მხოლოდ სიმსივნური უჯრედები.
ინოვაციის უკანასკნელ არეალს წარმოდგენს სიმსივნის იმუნოთერაპია, რომელიც მუშაობს სპეციფიურად იმუნურ სისტემაში. იმუნური სისტემა იცავს ორგანიზმს დაავადების გამომწვევი უცხო აგენტებისგან-ვირუსებისა და ბაქტერიებისგან.
იმუნური სისტემა აღმოაჩენს და ანადგურებს ორგანიზმისთვის ყოველგვარ „უცხოს“ -სიმსივნურ უჯრედებად გარდაქმნილი ნორმალური უჯრედების ჩათვლით- უჯრედში განვითარებული იმ მცირედი ცვლილებების ამოცნობით, რომლებიც ნორმალურ უჯრედებს გარდაქმნიან „უცხო“ უჯრედებად.
ჩვეულებრივ, იმუნური სისტემა T უჯრედების საშუალებით ეძებს და ახდენს ამ უცხო უჯრედების-პოტენციური საფრთხის ელიმინაციას. ზოგ შემთხვევაში, ამ მუტირებულ უჯრედებს შეუძლიათ თავიდან აიცილონ იმუნური პასუხი, რაც მათ საშუალებას აძლევს გარდაიქმნან პოტენციურად საზიანო სიმსივნეებში.
სიმსივნის ბიოლოგიასა და იმუნური სისტემის მუშაობაში გარკვევამ დასაბამი მისცა სიმსივნის იმუნოთერაპიის განვითარებას. ამ ტიპის წამლების მიზანია დაეხმაროს იმუნურ სისტემას ამოიცნოს და შეებრძოლოს სიმსივნურ უჯრედებს. იმუნოთერაპიული საშუალებები ამას ახორციელებენ სხვადასხვა გზით: ზოგი ეძებს და აღკვეთს მექანიზმებს, რომლებიც ახდენენ T უჯრედების მიერ იმუნური პასუხის განხორციელებას, ზოგიერთი კი, ახდენს იმუნური პასუხის სტიმულაციას.
იმუნური ბიოლოგია და სიმსივნე ძალზედ რთული მეცნიერებაა, მაგრამ იმის ცოდნა, თუ ბიოლოგიის რომელი ასპექტი იქნება სამიზნე, მეცნიერებს შეუძლიათ სიმსივნის იმუნოთერაპია მიმართონ ადამიანის სიმსივნის სპეციფიური ტიპის საწინააღმდეგოდ.
რობინ ტეილორი, როშის სიმსივნის იმუნოთერაპიის ვიცე-პრეზიდენტი, საუბრობს იმის შესახებ, თუ საიდან მოვდივართ და საით მივყავართ მეცნიერებას:
თავდაპირველად სიმსივნის სამკურნალოდ გამოიყენებოდა ქიმიოთერაპია, რომელიც წამლავდა ყველაფერს ჯანმრთელი, ზრდის პროცესში მყოფი უჯრედების ჩათვლით და როგორც სავარაუდოა, ამას თან ახლდა პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუარესება. ამჟამად, ჩვენ ვიმყოფებით სიმსივნის მკურნალობის ისტორიის საინტერესო ეტაპზე, ჩვენ საბოლოოდ შეგვიძლია გავერკვეთ იმაში, თუ როგორ ხდება იმუნური სისტემის მიერ სიმსივნის ამოცნობა. საბოლოო ჯამში, თუ ჩვენ გავაძლიერებთ ადამიანის საკუთარ იმუნურ სისტემას ისე, რომ მან არა მხოლოდ ამოიცნოს, არამედ შეუტიოს სიმსივნეს, ეს შესაძლებელს გახდის სიმსივნისგან ორგანიზმის მთლიანად განთავისუფლებას და ეს იქნება უძლიერესი მიღწევა.
სიმსივნის იმუნოთერაპია წარმოადგენს კვლევის აქტუალურ და გაფართოებად არეალს რომელმაც შესაძლოა შეცვალოს ჩვენი შეხედულებები სიმსივნის მკურნალობის შესახებ. იმუნური ბიოლოგიისა და იმის ცოდნა, თუ როგორ შეგვიძლია გავაძლიეროთ ჩვენი ორგანიზმი სიმსივნესთან საბრძოლველად, გვაძლევს მიზეზს ოპტიმიზმისათვის ამჟამად და ახლო მომავალში.
რა არის შემდეგი? სიმსივნის იმუნოთერაპიის მომავალი
იმ დროს, როცა ჩვენი ცოდნა იმუნურ სისტემასა და სიმსივნის ბიოლოგიაზე ფართოვდება, ჩვენი იმედი და შესაძლებლობებიც ისეთი მკურნალობის შემუშავებისა, რომელიც შეცვლის პაციენტების ცხოვრებას, იზრდება. უკანასკნელ წლებში პროგრესი იქნა მიღწეული სიმსივნის იმუნოთერაპიაში, რომლის სამიზნეს წარმოადგენს სიმსივნის განსაზღვრული ასპექტები. სამომავლოდ და უფრო მეტიც, რიგ შემთხვევებში დღესდღეობითაც, სხვადასხვა მკურნალობის კომბინაციები, კიდევ უფრო წარმატებულს გახდის ამ მიმართულებას. ეს არის კვლევის ძალზედ რთული არე, მაგრამ, მიმდინარეობს მისი კარგად შესწავლა და, უკვე, მრავალი პროგრესიცაა მიღწეული. სიმსივნის იმუნოთერაპიის მომავალი უაღრესად საინტერესოა.
ზოგიერთი ადამიანი მიუთითებს წიგნზე, რომელმაც შეცვალა მათი ცხოვრება, მაგრამ დენიელ ჩენისთვის ეს იყო მხოლოდ ერთი სტატია ჟურნალში.
დაბეჭდილი 1993 წლის მეცნიერების ნაციონალური აკადემიის ოქმებში, ეს სტატია აღწერდა თუ როგორ ახდენდა თაგვის ორგანიზმში ინექციის გზით შეყვანილი გენეტიკურად მოდიფიცირებული და შესუსტებული მელანომის უჯრედები იმუნური მასტიმულირებელი ფაქტორების სეკრეციას და ამ გზით შესაძლებელს ხდიდა დაეცვა ორგანიზმი მელანომის- კანის კიბოს ყველაზე სასიკვდილო ფორმა- ზრდისგან მომავალში.
„ამ მომენტიდან შეპყრობილი ვიყავი იდეით, თუ როგორ შეგვეძლო ადამიანის ორგანიზმის ყველაზე მნიშვნელოვანი და ძლევამოსილი სისტემის-იმუნური სისტემის-გამოყენება სიმსივნესთან საბრძოლველად“, ამბობს ჩენი,ვიცე-პრეზიდენტი, როშის სიმსივნის იმუნოთერაპიის განვითარების გლობალური ხელმძღვანელი.
მრავალი ათწლეულის განმავლობაში, მკვლევარები ცდილობდნენ სიმსივნის ახალი მკურნალობის შექმნას, ფოკუსირდებოდნენ რა მის ანომალურ ბუნებაზე- ეს იყო გადაგვარებული უჯრედების სწრაფი ზრდა თუ გენური მუტაციები, რომლებიც მათ ჯანმრთელი უჯრედების გვერდით განალაგებს. მაგრამ ახლა, ნაცვლად ამისა, მრავალი მეცნიერი ცდილობს ნორმალური პროცესების ეფექტურობის გაზრდას: იმუნური სისტემის მიერ სიმსივნური უჯრედების ამოცნობასა და გამადგურებას.
„კიბოს მკურნალობა მომავალში მეტად იქნება მიმართული იმუნური სისტემის უნარზე- მოახდინოს სიმსივნის ერადიკაცია“, რობინ ტეილორი, როშის სიმსივნის იმუნოთერაპიის ფრანშიზის ხელმძღვანელი.
სინამდვილეში იდეა- იმუნური სისტემის გამოყენებისა სიმსივნესთან საბრძოლველად, არის ძველი ამბის ახლებურად შემოტრიალება. 1890 წ. განმავლობაში, ნიუ იორკელმა ქირურგმა უილიამ კოლიმ თავის პაციენტებს სიმსივნისგან განსაკურნებლად ორგანიზმში ბაქტერიების შეყვანა დაუწყო. ‘კოლის ტოქსინი 1’, როგორც ისინი გახდა ცნობილი, წარმოაჩინეს პირველი მტკიცებულებები იმისა, რომ იმუნური სისტემის სტიმულირება აიძულებს სიმსივნეს შემცირდეს ზომაში ან სულაც ალაგდეს.
იმუნური სისტემა ჩართულია ბძოლაში მრავალფეროვან და კომპლექსურ გამომწვევთან.
მაგრამ სხვა მეცნიერებმა არ გაიზიარეს კოლის შედეგები და რადოთერაპის და ქიმიოთერაპიის აღმოჩენებმა-ორთავე ანადგურებს სწრაფად მზარდ უჯრედებს- მალე დაჩრდილეს ისინი.
სწრაფად მზარდ უჯრედებზე მიზანმიმართულ მოქმედებას მაინც გააჩნია ნაკლოვანებები. სიმსივნური უჯრედების განადგურების პარალელურად, ის, ასევე, აზიანებს ჯანმრთელი უჯრედების ნაწილსაც და შეიძლება გამოხატულ იქნას არასასურველი გვერდითი რეაქციები.
შედარებით ახალი მიდგომები სიმსივნესთან ბრძოლაში ფოკუსირდება გენურ მუტაციებზე, რომლებიც იწვევენ სიმსივნის არანორმალურ ზრდას.თარგეთული თერაპიები, როგორიცაა მონოკლონურ ანტისხეულებზე დაფუძნებული წამლები, შემუშავებულია ისე, რომ დაუკავშირდეს სიმსივნის ზედაპირზე არსებულ სპეციფიურ პროტეინებს, რომლებიც ხშირად ამ მუტაციების შედეგად ჩნდებიან.
თუმცა, სიმსივნეს გააჩნია ადაპტაციის ძლიერი უნარი. მეტიც, თუ ვანადგურებთ სიმსივნური უჯრედების ნაწილს, ზოგიერთ სიმსივნურ უჯრედს მაინც შეუძლია განვითარდეს და გახდეს რეზისტენტული. იმუნოთერაპიის აღორძინება ეფუძნება იმ შეფასებას, რომ იმუნური სისტემა ჩართულია ბძოლაში მრავალფეროვან და კომპლექსურ გამომწვევთან.
„როცა სიმსივნეს განვიხილავთ მთელი მისი გენეტიკური ვარიაბელობითა და ადაპტაციური უნარით, ადამიანის იმუნური სისტემა უნიკალურია მასთან ბრძოლის თვალსაზრისით“, დანიელ ჩენი.
იმის ნაცვლად, რომ ერთი აბერანტული ცილა ამოიცნოს, იმუნური სისტემა ხშირად აღმოაჩენს მრავალ პროტეინს, რომლებიც ართულებს სიმსივნური უჯრედების გადარჩენას განადგურებისაგან. იმუნურ სისტემას, ასევე, უნარი აქვს ე.წ. „მეხსიერების“ უჯრედების განვითარებისა, რომლებიც ამოიცნობენ და ანადგურებენ სიმსივნურ უჯრედებს, თუ სიმსივნე დაიწყებს ზრდას- ჩატარებული საწყისი თერაპიიდან მრავალი წლის შემდეგაც.
იმუნური სისტემა ჯანმრთელ ადამიანებში მუდმივად ამოიცნობს და ახდენს მუტირებული უჯრედების ელიმინაციას. თუმცა, გაურკვეველი მიზეზებით, ეს ბუნებრივი მეთვალყურეობის სისტემა ხანდახან ირღვევა და ვითარდება სიმსვნე. იმუნოთერაპიის არსი მდგომარეობს განამტკოცოს და გააძლიეროს იმუნური სისტემის მუშაობის უნარი.
ბოლო ათწლეულში განვითარებული საკონტროლო წერტილების (ჩექპოინთ) ინჰიბიტორები აბლოკირებენ სპეციფიურ პროტეინთან კავშირს, როგორიცაა PD-L1, რაც T უჯრედებს აძლევს საშუალებას ამოიცნონ და შეუტიონ სიმსივნურ უჯრედებს.
დიდი ცვლილებები წამოვიდა დაახლოებით 10 წლის მანძლზე, მას შემდეგ, რაც კლინიკური კვლევებიდან საკონტროლო წერტილების ინჰიბიტორების შესახებ დადებითი შედეგები დაგროვდა. ადრე არსებული იმუნოთერაპიისაგან განსხვავებით, ეს წამლები დამიზნებითად მოქმედებენ T უჯრედების სპეციფიურ ჯგუფზე- კონკრეტულად იმ უჯრედებზე, რომლებიც გააქტიურებულია სიმსივნური უჯრედების ამოსაცნობად და გასანადგურებლად.
ზოგიერთი სიმსივნური უჯრედი თავიანთ ზედაპირზე გამოიმუშავებს პროტეინს (ე.წ. საკონტროლო წერტილს), რომელსაც T უჯრედი აღიქვამს როგორც მუხრუჭს. „საკონტროლო წერტილების ინჰიბიტორები კი, ძირითადად, აღმოფხვრიან ამ მუხრუჭს“, ამბობს ირა მელმანი, გენენტეკის სიმსივნის იმუნოლოგიის ვიცე-პრეზიდენტი.
ჩენს ნათლად ახსოვს ის დღე, თუ როგორ იწელებოდა თანხმობა როშის მონაწილეობის შესახებ საკონტროლო წერტილების ინჰიბიტორების კვლევებში. „იმ დროისათვის დიდი სკეპტიციზმი იყო ამ თემასთან დაკავშირებით“, ამბობს ის. „მაგრამ ჩვენ ვამტკიცებდით, რომ სიმსივნის იმუნოთერაპია პაციენტებს სთავაზობდა ხანგრძლივ პასუხს მკურნალობაზე ტერმინალურ დაავადებასთან მიმართებაში“.
როდესაც მკვლევართა მეთვალყურეობის საბჭომ თანხმობა განაცხადა, ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ჩენის, მელმანისა და მთელი გუნდისთვის. და მას მართლაც ჰქონდა სერიოზული მიზეზი აღტაცებისა და სიხარულისთვის.
2013 წელს ამერიკულმა ჟურნალმა „საიენსმა“ სიმსივნის იმუნოთერაპია აღიარა წლის მიღწევად- საკონტროლო წერტილების კვლევებიდან მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით.
და მაინც, მხოლოდ საკონროლო წერტილების ინჰიბიტორებს ტრანსფორმაციული სარგებელი მოაქვთ მხოლოდ სიმსივნიანი პაციენტების 20-30%-თვის და ზოგიერთი სიმსივნე არც კი პასუხობს ამ პრეპარატებით მკურნალობას. იმის დადგენა, თუ რატომ ხდება იმუნური სისტემის მობილიზება სიმსივნის საწინააღმდეგოდ ზოგიერთ პაციენტში, ხოლო ზოგში კი არა, როშის კვლევისა და განვითარების ძირითად კომპონენტს წარმოადგენს. სიმსივნეების, იმუნურ პასუხზე დამოკიდებულების მიხედვით, გაჩნდა იდეა მათი სამ ჯგუფად, ე.წ. „ფენოტიპებად“ დაყოფის შესახებ.
„იმუნური უდაბნო“, როცა სიმსივნის კერაში ან მის მახლობლად არ არიან T უჯრედები.
„იმუნურ-გამომრიცხავი“ ფენოტიპი- როცა T უჯრედები არიან, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო არ შეუძლიათ სიმსივნის კერაში ინფილტრირება.
„ანთებადი“ ფენოტიპი- როცა T უჯრედები არიან სიმსივნის კერაში, მაგრამ რიგი მიზეზების გამო მათ არ შეუძლიათ სიმსივნესთან ბრძოლა.
აღსანიშნავია, რომ „ანთებადი“ სიმსივნეები, მეტად პასუხობენ იმუნოთერაპიას. ასე, რომ პრობლემად რჩება ერთი საკითხი- როგორ „წავაქეზოთ“T უჯრედები რათა უკეთესად ამოიცნონ და ინფილტრირდნენ დანარჩენი ორი ფენოტიპის შემთხვევაში.
აქ იმუნური პასუხის სრული არარსებობაა. T უჯრედების არმია
არაა წარმოდგენილი სიმსივნის კერაში და სიმსივნეზე იერიში არ ხორციელდება.
ამ სიმსივნურ ტიპში არაეფექტური იმუნური პასუხია. T უჯრედების არმია შეკრებილია სიმსივნის კერის გარშემო, მაგრამ არ შეუძლია იერიშის მიტანა-წარმოვიდგინოთ, რ ომ ჯარს არ შეუძლია კედლის ან ციხესიმაგრის თხრილების გადალახვა, რათა განახორციელოს ეფექტური იერიში.
ამ ფენოტიპში შეინიშნება აქტიური იმუნური პასუხი. T უჯრედების არმია შეიცნობს რა, რომ სიმსივნე გაიზარდა, შეიკრიბება და მზადაა შეტევისათვის. თუმცა შესაძლოა რიგი ინჰიბიტორული ფაქტორების არსებობა, რომლებიც ხელს უშლიან T უჯრედების მიერ ყველა სიმსივნური უჯრედის განადგურებას.
ამ მიზნისკენ წინგადადგმული ნაბიჯი იყო ჩენისა და მისი კოლეგის აირა მელმანის მიერ იმუნური პასუხის მარტივად წარმოჩინება -7 საფეხურიანი სიმსივნის იმუნური ციკლის სახით, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს სიმსივნის იმუნოთერაპიის კვლევის დარგში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
„ციკლი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის გვეუბნება რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ გვქონდეს წარმატებული იმუნური პასუხი. ის, ასევე, გვეხმარება განვსაზღვროთ იმუნოთერაპიის რაციონალური კომბინაციები, რომლებიც ცალკეული პაციენტის სამკურნალოდ იქნება მიმართული.“ აირა მელმანი
მაგალითად, ვიღაცას სიმსივნის „იმუნური უდაბნოს“ ფენოტიპით, შესაძლოა ჰქონდეს დეფექტი ციკლის 1-3 საფეხურებზე: სიმსივნის, როგორც „უცხოს“ ამოცნობა და T უჯრედების აქტივაცია.
იმუნურ-გამომრიცხავი ფენოტიპის შემთხვევაში, შესაძლოა დეფექტი იყოს მე-4 და მე-5 საფეხურებზე: გააქტიურებული T უჯრედების ტრანსპორტირება და სიმსივნის კერაში ინფილტრაცია.
ამასობაში, ანთებადი სიმსივნის ფენოტიპის მქონე რომელიმე ინდივიდის T უჯრედები მთელი მონდომებით შეიძლება ცდილობდეს გამოავლინის სიმსივნის კერაში რომელი უჯრედია ავთვისებიანი და გაანადგუროს ისინი.
სიმსივნის იმუნოთერაპიის მომავალი
„ჩვენ ვქმნით ახალ წამლებს, რომლებიც მიმართულია თითოეული ამ საფეხურისკენ. ერთ-ერთი მიდგომა არის სიმსივნესპეციფიური პერსონალიზებული ვაქცინის გამოყენებით, იმუნური უდაბნოს ფენოტიპის მქონე პაციენტებში იმუნური უჯრედების გამომუშავება, რომლებსაც გააჩნიათ სიმსივნის ამოცნობის უნარი,“ ამბობს მელმანი.
სხვა სამომავლო წამლები ახდენს T უჯრედების ინფილტრაციის სტიმულირებას სიმსივნურ კერაში ან ხელს უწყობს არსებული T უჯრედების შენარჩუნებას ისე, რომ მათ შეძლონ თავიანთი საქმის შესრულება- გაანადგურონ სიმსივნური უჯრედები. ესაა სწორედ ის, რაც სარგებელს მოუტანს იმუნურ-გამომრიცხავ და ანთებად ფენოტიპებს.
ასეთი მიდგომები მიმართულია არსებული იმუნოლოგიური პროცესების გასაძლიერებლად. თუმცა, ზოგიერთი კომპანია, როშის ჩათვლით, ასევე, ავითარებს წამლებს, რომლებიც ასტიმულირებენ ე.წ. ‘სინთეზურ იმუნიტეტს’. ერთ-ერთი მაგალითია T-უჯრედული ბისპეციფიური ანტისხეულები, რომლებიც შეიქმნა, რათა ერთი მხრიდან დაუკავშირდეს სიმსივნურ უჯრედზე არსებულ პროტეინს, ხოლო მეორე მხრიდან T-უჯრედზე არსებულ პროტეინს და, როგორც მაგნიტმა, ერთმანეთთან მიზიდოს ისინი.
არსი მდგომარეობს იმაში, რომ მოხდეს Tუჯრედების გადამისამართება ჩვენს ორგანიზმში-არ აქვს მნიშვნელობა ამჟამად არიან თუ არა შეტევისთვის მზად- და თავიდან ვაიძულოთ ისინი შეებრძოლონ სიმსივნეს. პაბლო უმანა.
ბისპეციფიური ანტისხეულები განსაკუთრებულ სარგებელს მოუტანს პაციენტებს იმუნური უდაბნოს ფენოტიპით, მაგრამ ისინი, ასევე, სხვა ფენოტიპებისთვისაც იქნება მისაღები.
ასეთია იმუნური სისტემის კომპლექსურობა, მთელი თავისი რეპერტუარით. არსებობს მზარდი აღიარება, რომ ეფექტური იმუნოთერაპია მოითხოვს მრავალპროფილურ მიდგომას. „არც ერთ ცალკეულ წამალს არ შეუძლია სხვადასხვა სამუსაოს შესრულებით ეფექტურად ჩართოს იმუნური სისტემა“, ამბობს უმანა. ეს ნიშნავს იმას, რომ წარმატებული მომავლის იმუნოთერაპია უნდა იყოს კომბინაციაში რადიოთერაპიასთან, ქიმიოთერაპიასთან, თარგეთულ თერაპიასთან ან სხვა იმუნოთერაპიასთან და მორგებული უნდა იყოს კონკრეტული პაციენტის ბიოლოგიაზე.
საბოლოო ჯამში, მიზანი არის, რომ წამლების რეჟიმები მოერგოს თითოეული პაციენტის საჭიროებას, რაც ცნობილია როგორც პერსონალიზებული სიმსივნის იმუნოთერაპია და იგი საბოლოოდ მისცემს საშუალებას იმუნურ სისტემას შეასრულოს თავისი ფუნქცია და დაამარცხოს „მტერი“.
სამომავლოდ ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ სიმსივნიან პაციენტს შეეძლება შევიდეს ექიმის კაბინეტში, აიღოს ბიოფსია სიმსივნის კერიდან იმისათვის, რომ ჩვენ შეგვეძლოს გაგება, თუ რა ხდება მის იმუნურ პასუხში და შემდეგ მივცეთ ზუსტად მასზე მორგებული თერაპია.“ დენიელ ჩენი
ასეა თუ ისე, ჩვენ ვდგავართ სიმსივნის მკურნალობის ახალი ერის საზღვარზე. წლების მანძილზე არსებული მწირი შესაძლებლობის გამო, მკვლევარებმა ახლა უკვე დაიწყეს საუბარი განკურნების პოტენციალის შესახებ. იმუნურ სისტემას გააჩნია ფანტასტიური მეხსიერების უნარი. როგორც კი, ის ერთხელ ამოიცნობს სამიზნეს, მას არ ავიწყდება იგი მაშინაც კი, თუ „მტერი“ ცდილობს დაემალოს მას, შეიცვალოს ადგილმდებარეობა ან დიდი ხნის დამალვის შემდეგ ხელახლა გამოჩნდეს. სავარაუდოდ, ყველაფერს სჭირდება პატარა დახმარება, რათა დაიწყო.