ძუძუს კიბოს სიმპტომები: კიბოს 8 ნიშანი, რომლის შესახებაც შეიძლება არ იცოდეთ
:quality(90)/)
თუმცა, ძუძუს კიბოს სიმპტომები შეიძლება მრავალგვარი იყოს – კვანძებიდან დაწყებული ნაკლებად აშკარა ნიშნებით დამთავრებული, როგორიცაა კანის ცვლილებები. ძუძუს კიბოს სიმპტომების აღმოჩენა აუცილებლად არ ნიშნავს იმას, რომ ეს კიბოა; თუმცა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მათი ექიმთან განხილვა, რაც შეიძლება სწრაფად.
ძუძუს კიბოს ამოცნობა და მკურნალობა უნდა მოხდეს ადრეულ ეტაპზე. ადრეული სტადიის ძუძუს კიბოს მქონე ადამიანებისთვის ეს შეიძლება იძლეოდეს განკურნების საუკეთესო შანსს.
ძუძუს კიბოს შემთხვევაში, რომელიც უკვე გავრცელებულია სხვა ორგანოებში (ცნობილი როგორც შორსწასული ძუძუს კიბო), დაავადების ადრეული გამოვლენა იძლევა დროული განხილვისა და მკურნალობის ინდივიდუალური მიდგომის დაგეგმვის საშუალებას, რამაც საბოლოოდ შეიძლება გააუმჯობესოს პაციენტის გამოსავალი. როდესაც საქმე ეხება ძუძუს კიბოს დიაგნოსტიკას, დროს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. იცოდეთ ძუძუს კიბოს სიმპტომები და იმოქმედეთ დროულად.
კანის ტექსტურის ცვლილება ძუძუზე ან მის გარშემო: შეჭმუხნა/დანაოჭება
:quality(90)/)
ეს შეიძლება მიანიშნებდეს ძუძუს შიგნით არსებულ კვანძზე, რომელიც იწვევს ძუძუს იოგების (ბოჭკოვანი ქსოვილის) დამოკლებას, რაც ქსო ვილს და კანს შიგნით ექაჩება, შედეგად კი ვიღებთ შეჭმუხნულ ან ჩაზნექილ შესახედაობას.
კანის ტექსტურის ცვლილება ძუძუზე ან მის გარშემო: ჩაღრმავება
:quality(90)/)
კანის ჩაღრმავება შეიძლება მიანიშნებდეს, რომ ძუძუს წვრილი არხები, რომლებსაც ლიმფური სადინრები ეწოდება (და რომლებიც ეხმარება ორგანიზმს ნარჩენი პროდუქტების მოცილებაში), დაიბლოკა. ეს იწვევს ძუძუს ანთებას და შეშუპებას, ხოლო კანის დიდ უბანზე ვითარდება პატარა ჩაღრმავებები, ფორთოხლის კანის მსგავსად. ზოგიერთ შემთხვევაში, ეს არის ძუძუს კიბოს ტიპის, ე.წ. ანთებითი ძუძუს კიბოს ნიშანი.