ძუძუს კიბოს შესახებ

ძუძუს კიბო მეორე ყველაზე გავრცელებული სიმსივნეა მსოფლიოში, ყოველწლიურად დაახლოებით 2.3 მილიონი ახალი შემთხვევა დიაგნოსტირდება.1 ის არის კიბოსთან დაკავშირებული სიკვდილიანობის ნომერ პირველი მიზეზი ქალთა შორის მსოფლიოში; ყოველწლიურად ამ დაავადებით 670,000-ზე მეტი ადამიანი იღუპება. ეს ნიშნავს, რომ ყოველ წუთში ოთხ ადამიანს უსვამენ ძუძუს კიბოს დიაგნოზს და ერთზე მეტი ადამიანი იღუპება ამ დაავადებით2.
გავრცელებული მოსაზრების საწინააღმდეგოდ, ძუძუს კიბო არ არის მხოლოდ ერთი დაავადება.
არსებობს ძუძუს კიბოს რამდენიმე ტიპი, რომლებიც შეიძლება კლასიფიცირდეს იმ ცილების (ცნობილი როგორც რეცეპტორები) მიხედვით, რომლებიც ფარავს სიმსივნ ური უჯრედების ზედაპირს. ეს ცილები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სიმსივნის განვითარებაში, რადგან ისინი აძლევენ უჯრედებს ზრდისა და გაყოფის სიგნალს. იმის ცოდნა, თუ რა ტიპის ძუძუს კიბო აქვს პაციენტს, ეხმარება მკურნალობის ყველაზე ეფექტური მიდგომისა და დაავადების სავარაუდო მიმდინარეობის განსაზღვრაში.
ძუძუს კიბოს თითოეული ტიპი იდენტიფიცირდება უჯრედების ზედაპირზე სამი
რეცეპტორის არსებობით ან არარსებობით: ესტროგენის რეცეპტორი (ER), პროგესტერონის რეცეპტორი (PR) და ადამიანის ეპიდერმული ზრდის ფაქტორი 2 (HER2).3 დიაგნოსტირებისას ადამიანებს შეიძლება დაუდასტურდეთ დადებითი ან უარყოფითი სტატუსი ერთზე მეტი რეცეპტორის მიმართ.
ჰორმონ-რეცეპტორ (HR) დადებითი ძუძუს კიბო
HR-დადებითი ძუძ უს კიბო, ძუძუს კიბოს ყველაზე გავრცელებული ტიპია, რომელიც შეადგენს შემთხვევების დაახლოებით 70%-ს.4 ძუძუს კიბო ითვლება HR-დადებითად, როდესაც სიმსივნური უჯრედები წარმოქმნიან არანორმალური რაოდენობით რეცეპტორებს ჰორმონებისთვის: ესტროგენისა და/ან პროგესტერონისთვის. ვინაიდან ეს ჰორმონები აძლევენ უჯრედებს ზრდისა და გაყოფის სიგნალს, უჯრედის ზედაპირზე ზედმეტად ბევრი რეცეპტორის არსებობამ შეიძლება გამოიწვიოს უჯრედების უკონტროლო ზრდა და სიმსივნის წარმოქმნა. HR-დადებით ძუძუს კიბოს ჩვეულებრივ მკურნალობენ მედიკამენტებით, რომლებიც ცნობილია როგორც ჰორმონული თერაპია; ისინი ბლოკავენ ER და/ან PR აქტივობას ან ამცირებენ ჰორმონების დონეს.
HER2-დადებითი ძუძუს კიბო
HER2-დადებითი ძუძუს კიბო, რომელიც ხასიათდება უჯრედების მიერ HER2 ცილის ჭარბი წარმოქმნით — შეადგენს ძუძუს კიბოს შემთხვევების დაახლოებით 15-20%-ს. ძუძუს კიბოს ეს ტიპი შეიძლება იყოს განსაკუთრებით აგრესიული. თუ არ უმკურნალეს, ის ასოცირდება დაავადების უფრო სწრაფ პროგრესირებასთან და გადარჩენის უფრო დაბალ შანსებთან, HER2-უარყოფით დაავადებასთან შედარებით5. დღესდღეობით ხელმისაწვდომია მკურნალობა, რომლის სამიზნეც არის HER2 და ბლოკავს იმ სიგნალებს, რომლებიც იწვევს კიბოს უჯრედების ზრდასა და გამრავლებას.
სამმაგად უარყოფითი ძუძუს კიბო (TNBC)
სამმაგად უარყოფითი ძუძუს კიბო (TNBC) ძუძუს კიბოს იშვიათი ფორმაა, რომელიც შეადგენს ყველა შემთხვევის დაახლოებით 10-15%-ს.6 ეს არის ძუძ უს კიბოს ტიპი, რომელსაც არ გააჩნია ესტროგენისა და პროგესტერონის რეცეპტორები და არ ახასიათებს HER2 ცილის ჭარბი წარმოქმნა. ამ ტიპის კიბოს გამომწვევი მექანიზმები ძირითადად უცნობია, რაც მას განსაკუთრებით რთულად სამკურნალო ტიპად აქცევს. მიუხედავად იმისა, რომ პაციენტები შეიძლება პასუხობდნენ ქიმიოთერაპიაზე, მთლიანობაში მკურნალობის ვარიანტები შეზღუდულია და პროგნოზი ხშირად არაკეთილსაიმედოა7.
იმის ცოდნა, თუ რომელი ტიპის ძუძუს კიბო აქვს ადამიანს, მნიშვნელოვანია, რადგან მაშინ, როცა ზოგიერთი მკურნალობა, როგორიცაა ქირურგია და სხივური თერაპია, შეიძლება მსგავსი იყოს ძუძუს კიბოს სხვადასხვა ტიპისთვის, მედიკამენტური მკურნალობა (ქიმიოთერაპია, ჰორმონული თერაპია და ტარგეტული თერაპიები) განსხვავდება კიბოს ტიპების მიხედვით8.
ძუძუს კიბოს დიაგნოსტიკა და მკურნალობა ხდება მისი „სტადიის“ მიხედვით
დიაგნოსტირებისას პაციენტებს აცნობებენ მათი ძუძუს კიბოს „სტადიას“. ეს მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად დიდია სიმსივნე და რამდენად გავრცელდა (თუ გავრცელდა). სტადია მნიშვნელოვანია, რადგან ის ეხმარება ონკოლოგებს პაციენტისთვის მკურნალობის საუკეთესო ვარიანტის შერჩევაში. ზოგადად, რაც უფრო შორსწასულია კიბო, მით უფრო რთულია მისი მკურნალობა და სავარაუდოდ უარესია პროგნოზი9.
ადრეული სტადიის ძუძუს კიბო (eBC) და შორსწასული ძუძუს კიბო (aBC)
ძუძუს კიბოს შემთხვევების უმრავლესობა დიაგნოსტირდება ადრეულ სტადიაზე, სანამ კიბო გასცდება ძუძუს.10 ამ ადრეულ სტადიაზე მკურნალობის შემთხვევაში, ძუძუს კიბო პოტენციურად განკურნებადია.11 ადრეული სტადიის (eBC) მკურნალობის მიდგომა კომპლექსურია და შეიძლება მოიცავდეს მკურნალობას ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ, რათა მოხდეს სიმსივნური უჯრედების მოცილება და მათი დაბრუნების პრევენცია.
სამწუხაროდ, ზოგიერთ პაციენტს თავიდანვე უსვამენ დაავადების შორსწასული სტადიის დიაგნოზს, ან მათ უბრუნდებათ კიბო და უარესდებათ მდგომარეობა eBC-ის საწყისი მკურნალობის შემდეგ. პაციენტებისთვის, რომელთა კიბო გავრცელდა სხეულის სხვა ნაწილებში, როგორიცაა ტვინი ან ღვიძლი, განკურნება სამწუხაროდ აღარ არის შესაძლებელი. შორსწასული ძუძუს კიბოს (aBC) მქონე პაციენტებისთვის მკურნალობის მიზანია სიცოცხლის მაქსიმალურად გახანგრძლივება, ამავდროულად სიმპტომებისა და მკურნალობის გვერდითი ეფექტების მართვით პაციენტის ცხოვრების ხარისხის შენარჩუნება12.
:quality(90)/)
ძუძუს კიბოს ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა, სანამ ის გავრცელდება, იძლევა განკურნების საუკეთესო შანსს.
გამოყენებული ლიტერატურა:
International Agency for Research on Cancer. Breast cancer cases and deaths are projected to rise globally [Internet; cited 2025 August]. Available from: https://www.iarc.who.int/wp-content/uploads/2025/02/pr361_E.pdf.
Kim J. et al. Global patterns and trends in breast cancer incidence and mortality across 185 countries. Nat Med. 2025;31(4):1154-1162.
Orrantia-Borunda E, et al. Subtypes of Breast Cancer. Breast Cancer [Internet; cited 2025 August]. Available from: https://www.ncbi.nlm.nih.gov/books/NBK583808/ doi: 10.36255/exon-publications-breast-cancer-subtypes.
Lim E, et al. The natural history of hormone receptor-positive breast cancer. Oncology (Williston Park). 2012;26(8):688-94,696.
Ban M, et al. Early HER2-positive breast cancer: current treatment and novel approaches. Breast Care. 2020;15(6):560-569.
Won KA, Spruck C. Triple‑negative breast cancer therapy: Current and future perspectives (Review). Int J Oncol. 2020 Dec;57(6):1245-1261
Obidiro O, et al. Triple Negative Breast Cancer Treatment Options and Limitations: Future Outlook. Pharmaceutics. 2023 Jun 23;15(7):1796.
Menon G et al. Breast Cancer. StatPearls [Internet; cited 2025 August]. Available from: https://www.ncbi.nlm.nih.gov/books/NBK482286/.
National Cancer Institute. Cancer Staging. [Internet; cited 2025 August]. Available from: https://www.cancer.gov/about-cancer/diagnosis-staging/staging.
Breast Cancer.Org. Breast Cancer Fact and Statistics [Internet; cited 2025 August]. Available from: https://www.breastcancer.org/facts-statistics.
National Breast Cancer Foundation. Stage 1 Breast Cancer Overview [Internet; cited 2025 August]. Available from: https://www.nationalbreastcancer.org/breast-cancer-stage-1/#:~:text=In%20Stage%201%20breast%20cancer,can%20be%20most%20effectively%20treated.
Cardoso F, et al. ESO-ESMO 2nd international consensus guidelines for advanced breast cancer (ABC2). Ann Oncol. 2014;25:1871-1888.
:quality(90)/)