Skip to main content

მონაზვნებიდან ღამის ცვლებამდე: 8 საინტერესო ფაქტი ძუძუს კიბოს შესახებ

ფაქტი 1: ძუძუს კიბოს "მონაზვნების დაავადებას" უწოდებდნენ დაზარალებული მონაზვნების მაღალი რაოდენობის გამო.

მთელი ცხოვრების მანძილზე მონაზვნებს, ისევე როგორც ყველა ქალს, რომელსაც არასდროს ჰყოლია შვილი, აქვთ ძუძუს, საკვერცხეებისა და საშვილოსნოს კიბოთი სიკვდილიანობის გაზრდილი რისკი დედებთან შედარებით. ქალის რისკი ამ კიბოების განვითარებისა იზრდება მენსტრუალური ციკლების რაოდენობის ზრდასთან ერთად.

ფაქტი 2: ძუძუს კიბო გვხვდება როგორც ძაღლებში, ასევე კატებში; კატებში ის უფრო აგრესიული ხასიათისაა.

მხოლოდ ადამიანებს არ აწუხებთ ძუძუს კიბო, ის ზოგიერთ ცხოველსაც ემართება. ის უფრო ხშირია ძაღლებში, ვიდრე კატებში, მაგრამ კატებში უფრო აგრესიული მიმდინარეობა აქვს, ვიდრე ძაღლებში.

ფაქტი 3: კრაზანის სკორე (ფეკალიები) გამოიყენებოდა ძუძუს კიბოს სამკურნალოდ.

მწერების ფეკალიები დიდი დოზით იყო წარმოდგენილი ძუძუს კიბოს უძველეს რეცეპტებში. ეგვიპტური პაპირუსი რეკომენდაციას უწევდა ძროხის ტვინისა და კრაზანის სკორეს ნარევს, რომელიც ძუძუს სიმსივნეებზე ოთხი დღის განმავლობაში უნდა დაედოთ. მწერების ფეკალიები შუა საუკუნეებამდე ითვლებოდა ძუძუს კიბოს მკურნალობის ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე მეთოდად.

საბედნიეროდ, მკურნალობა მას შემდეგ მნიშვნელოვნად განვითარდა.

ფაქტი 4: მასტექტომიის პირველი ჩანაწერი ძუძუს კიბოს დროს, 1500 წელზე მეტი ხნისაა.

 ძუძუს მასტექტომიის პირველი ჩანაწერი თარიღდება ახ.წ. 548 წლით ბიზანტიის იმპერატორ თეოდორას შემთხვევაში. ბოლო ათწლეულებში ძუძუს კიბოს ჩვენეულ გაგებასა და მკურნალობაში მნიშვნელოვანმა პროგრესმა გამოიწვია „რადიკალური“ მასტექტომიის (სადაც ხდება ძუძუს, გულმკერდის კუნთისა და ლიმფური კვანძების მოცილება) გამოყენების დრამატული შემცირება, რაც იყო სტანდარტული ქირურგიული მიდგომა 1960-იან წლებამდე.

ფაქტი 5: კაცებსაც ემართებათ ძუძუს კიბო. კაცებში, ძუძუს კიბოს სიცოცხლის მანძილზე განვითარების რისკი, დაახლოებით 1-ია 1000-დან.

ბევრმა ადამიანმა არ იცის, რომ კაცებს აქვთ ძუძუს ქსოვილი და შეიძლება განუვითარდეთ ძუძუს კიბო. მაგრამ ძუძუს კიბო კაცებში ნაკლებად ხშირია, რადგან მათი ძუძუს სადინარის უჯრედები ნაკლებად განვითარებულია, ვიდრე ქალების, და იმიტომ, რომ მათ ჩვეულებრივ აქვთ ქალის ჰორმონების უფრო დაბალი დონე, რაც გავლენას ახდენს ძუძუს უჯრედების ზრდაზე.

ფაქტი 6: ძუძუს კიბო უფრო ხშირია მარცხენა ძუძუში, ვიდრე მარჯვენაში.

მარცხენა ძუძუში კიბოს განვითარების ალბათობა 5-10%-ით მეტია, ვიდრე მარჯვენაში. სხეულის მარცხენა მხარე ასევე დაახლოებით 5%-ით უფრო მიდრეკილია მელანომისკენ (კანის კიბოს ტიპი). არავინ იცის ზუსტად რატომ.

ფაქტი 7: ქალების უმეტესობა ახლა ამარცხებს ძუძუს კიბოს (ყოველ შემთხვევაში განვითარებულ ქვეყნებში).

ბოლო წლებში ძუძუს კიბოს მიმართულებით უზარმაზარი პროგრესი იქნა მიღწეული. ფაქტობრივად, ძუძუს კიბოს მართვა რისკის შეფასების, პრევენციის, ქირურგიის, სხივური და სხვა მკურნალობის კუთხით მკვეთრად შეიცვალა. ძუძუს კიბოთი სიკვდილიანობის მაჩვენებლები უფრო განვითარებულ ქვეყნებში ბოლო წლებში მცირდება და ახლა გადარჩენის მაჩვენებელი 80% ან მეტია ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა აშშ, შვედეთი და იაპონია. თუმცა, გადარჩენის მაჩვენებელი დაბალშემოსავლიან ქვეყნებში კვლავ 40%-ზე დაბალია.

ფაქტი 8: ცვლებში მუშაობამ შეიძლება გაზარდოს ძუძუს კიბოს რისკი.

კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტომ ახლახან დაასკვნა, რომ ქალებს, რომლებიც 30 წელი ან მეტი მუშაობდნენ ღამის ცვლებში, ორჯერ მეტი ალბათობა ჰქონდათ ძუძუს კიბოს განვითარებისა. თუმცა, ქალებს, რომლებიც ღამით მუშაობენ, ურჩევენ არ ჩავარდნენ პანიკაში. აღსანიშნავია, რომ არ გამოვლინდა კავშირი ძუძუს კიბოს მაღალ რისკსა და ღამის მუშაობის იმ პერიოდებს შორის, რომლებიც 30 წელზე ნაკლები იყო.

ყველა ფოტო გამოყენებულია მხოლოდ საილუსტრაციო მიზნით და ყველა გამოსახული პირი არის მოდელი.