ფილტვის კიბოს გამოწვევები
ფილტვის კიბო
ფილტვის კიბო კომპლექსური დაავადებაა, რომელიც მოიცავს დაავადების მრავალ განსხვავებულ ქვეტიპს. თითოეული ეს ქვეტიპი განსხვავებულად არის წარმოდგენილი ინდივიდუალურ პაციენტში. ონკოლოგიაში მუდმივად და ინტენსიურად მიმდინარეობს კლინიკური კვლევები და ახალი სამკურნალო მედიკამენტების აღმოჩენა, რომლებიც საშუალებას მოგვცემენ ფილტვის კიბოს მეტ პაციენტს ვაჩუქოთ სიცოცხლე.
გამოწვევა
დღეს, ფილტვის კიბოს დეფინიცია ძალიან განსხვავდება იმისგან, რაც 20 წლის წინ იყო. ის აღარ განიხილება, როგორც ერთი დაავადება.ფილტვის კიბოთი დაავადებულ თითოეულ ადამიანს აქვს საკუთარი, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სამედიცინო საჭიროებები, რომლებიც ინდივიდუალურად უნდა იქნეს გათვალისწინებული მთელი მისი მკურნალობის გზის განმავლობაში.“
თანამედროვე სამყაროში ფილტვის კიბო მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პაციენტების ცხოვრებაზე, მათი ოჯახის წევრებზე, ჯანდაცვის სისტემასა და მთლიანად საზოგადოებაზე.
იგი ერთ-ერთ ყველაზე ხშირად დიაგნოსტირებული კიბოა მსოფლიოში, კერძოდ 2022 წელს ფილტვის კიბოს თითქმის 2.5 მილიონი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა სამწუხაროდ, იგი კვლავაც რჩება ონკოლოგიური დაავადებებით გამოწვეული სიკვდილობის წამყვან მიზეზად. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ფილტვის კიბოს დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში ჩატარებულმა კვლევებმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა დაავადების მართვის ლანდშაფტი, იგი კვლავ რჩება ერთ-ერთ ყველაზე რთულად სამკურნალო კიბოდ, რომელიც მოითხოვს ახალი დიაგნოსტიკური და სამკურნალო მიდგომების შემუშავებას დაავადების პროგნოზის გაუმჯობესებისათვის.
ფოკუსი
კომპანია Roche მჭიდროდ თანამშრომლობს ყველასთან, ვინც უშუალოდ არის დაკავშირებული ფილტვის კიბოს მართვასთან — პაციენტებთან, ექიმებთან, ექთნებთან, ფარმაცევტებთან და ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებთან. ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ ვცდილობთ შევაფასოთ და გავაუმჯობესოთ ფილტვის კიბოს მკურნალობის მომავალი და ერთიანი ძალისხმევით შევცვალოთ წარმოდგენა ფილტვის კიბოზე.
ჩვენი ხედვა არ შემოიფარგლება მხოლოდ მკურნალობით. Roche-ის ექსპერტიზა, რომელიც აერთიანებს დიაგნოსტიკას, ფარმაცევტულ საშუალებებსა და ციფრულ ჯანდაცვის გადაწყვეტილებებს, საშუალებას გვაძლევს სრულად შევცვალოთ ფილტვის კიბოთი დაავადებულთა დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და ზრუნვის გზა — ადრეული გამოვლენიდან დაწყებული, პერსონალიზებული თერაპიითა და ინტეგრირებული მხარდაჭერით დამთ ავრებული
როგორც ნებისმიერი სხვა კიბოს შემთხვევაში, ფილტვის კიბოს დროსაც მისი ადრეული გამოვლენა და მკურნალობა უფრო მეტ პაციენტს აძლევს გამოჯანმრთელების უკეთეს შანსს. ამ გამოწვევის საპასუხოდ, ჩვენი სტრატეგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ფილტვის კიბოს დიაგნოსტირების ახალი მეთოდების შესწავლა და პაციენტების გამოვლენა დაავადების ადრეულ ეტაპზე, რაც საშუალებას იძლევა მათ შევთავაზოთ პერსონალიზებული მკურნალობა. ასეთი მიდგომა განაპირობებს დაავადების კეთილსაიმედო პროგნოზს.
კიბოს დამარცხების გზა იწყება მისი ბუნებისა და მოქმედების მექანიზმების გაგებით. ფილტვის კიბოთი დაავადებული სხვადასხვა პაციენტის დაავადების ღრმა შესწვალა, მათ შორის იმ გენეტიკური ცვლილებებისა და მექანიზმების დადგენა, რომლებიც თრგუნავენ იმუნურ სისტემას, გვაძლევს საშუალებას თითოეულ პაციენტს მივაწოდოთ ინდივიდუალურად მასზე მორგებული პერსონალიზებული მკურნალობა. ჩვენი ღრმა ცოდნისა და ექსპერტიზის გამოყენებით ისეთ დარგებში, როგორიცაა ბიოლოგია, მონაცემთა მეცნიერული ანალიზი, და კომპიუტერული ტექნოლოგიები, საშუალება გვაქვს დავაჩქაროთ ახალი დამიზნებითი და სიმსივნის იმუნოთერაპიული მკურნალობის შექმნა. აღნიშნული სამკურნალო მეთოდები შემდგომში აძლიერებენ ორგანიზმის იმუნურ სისტემას კიბოს საწინააღმდეგო ბრძოლაში.
ჩვენი მისიაა უახლესი სამეცნიერო აღმოჩენების პრაქტიკულ მიღწევებად გარდაქმნის გზით გავაუმჯობესოთ პაციენტების ცხოვრება.
References:
1. World Health Organisation. World Globocan 2022. Available
from: https://gco.iarc.who.int/media/globocan/factsheets/populations/9
00-world-fact-sheet.pdf. Accessed August 2024.
References
Ferlay J, et al., GLOBOCAN 2012 v1.0, Cancer Incidence and Mortality Worldwide [document on the Internet]. International Agency for Research on Cancer; 2013 [cited 2016 Nov 21]. Available from: http://globocan.iarc.fr/Pages/fact_sheets_cancer.aspx
Barzi A, Pennell NA. Targeting angiogenesis in non-small cell lung cancer: agents in practice and clinical development. Europ Journ Clin Med Onc. 2010 [cited 2016 Nov 21];2(1): 31–42.
World Health Organization. World Cancer Report 2008 [document on the internet]. Lyon; 2008; [cited 2016 Nov 21]. Available from: http://www.iarc.fr/en/publications/pdfs-online/wcr/2008/wcr_2008.pdf[Calculation: 960,000 (new cases per year in men) + 390,000 (new cases per year in women) = 1,350,000 (new cases per year) / 1,350,000/100 = 13,500 (1% of cases diagnosed each year) / 13,500 * 20 = 270,000 (new cases per year not linked to smoking)]
National Cancer Institute. SEER Stat Fact Sheets: Lung and Bronchus Cancer [document on the internet]. NCI online; 2016; [cited 2016 Nov 21]. Available from: http://seer.cancer.gov/statfacts/html/lungb.html
:quality(90)/)
:quality(90)/)
:quality(90)/)
:quality(90)/)