რევმატოლოგია

რევმატოიდული ართრიტი ქრონიკული აუტოიმუნური დაავადებაა, რომელიც იწვევს სახსრების ტკივილს, შებოჭილობას, შეშუპებას და მათში მოძრაობის შეზღუდვას. რევმატოიდული ართრიტის დროს უპირატესად სახსრები ზიანდება, თუმცა ანთება შესაძლოა გავრცელდეს სხვა ორგანოებშიც. რევმატოიდული ართრიტის დროს დროთა განმავლობაში ვითარდება სახსრების დეფორმაცია და ფუნქციის შეზღუდვა ან დაკარგვა.

მსოფლიოში მოსახლეობის დაახლოვებით 0,5-1% დაავადებულია რევმატოიდული ართრიტით. საქართველოში დაავადების გავრცელების ზუსტი ციფრები არ არის ცნობილი.დაავადებულთა დაახლოვებით 75% ქალები არიან. ქალების 1-3%-ს აქვს რევმატოიდული ართრიტის განვითარების რისკი მთელი ცხოვრების მანძილზე. ყველაზე ხშირად დაავადება იწყება სიცოცხლის მეოთხე და მეექვსე ათწლეულებს შორის, თუმცა იგი ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს.

რევმატოიდული ართრიტი აუტოიმუნური დაავადებაა, როდესაც ირღვევა იმუნური სისტემის გარკვეული უჯრედების ფუნქცია და ისინი ორგანიზმის ჯანმრთელ ქსოვილებს, კერძოდ სახსრებს აზიანებენ. იმუნური სისტემის ასეთი დისფუნქციის მიზეზი უცნობია. მართალია, რევმატოიდული ართრიტის გამომწვევი მიზეზები საბოლოოდ არ არის შესწავლილი, მაგრამ ცნობილია, რომ დაავადების განვითარებას შესაძლოა ბიძგი მისცეს შემდეგმა ფაქტორებმა: მწვავე რევმატიული დაავადება, გრიპი, ანგინა, ქრონიკული ინფექციური დაავადებების გამწვავება, ძლერი სტრესი ან გადაცივება (ჰიპოთერმია)

ჩვეულებისამებრ  რა-ისათვის დამახასიათებელია ხელის თითების, მაჯის, ტერფის, კოჭ-ტერფის სახსრების დაზიანება;  ზოგჯერ,  დაავადება ვრცელდება მენჯ-ბარძაყის, მხრისა და მუხლის სახსრებზეც; როგორც წესი, სახსრები ზიანდება სიმეტრიულად.  დაავადება იწყება თანდათანობით, ახასითებს ტალღისებრი და ამასთან, ერთმნიშვნელოვნად პროგრესირებადი მიმდინარეობა: თანდათან პროცესში ერთვება ახალი სახსრები, მათი შემდგომი უხეში დეფორმაციით - ,,რევმატოიდული მტევანი“, ,,რევმატოიდული ტერფი“. დაზიანებულ სახსარში ტკივილი განსაკუთრებით მძაფრდება გამთენიისას, დილით და დღის პირველ ნახევარში. რა-ისათვის  დამახასიათებელია  ტიპური ,,დილის შებოჭილობა“ (მთლიანად სხეულის და სახსრების შეშუპების შეგრძნება), რომელიც დაავადების მნიშვნელოვანი დიაგნოსტიკური გასაღებია, რადგანაც სხვა ტიპის ართრიტებისთვის იგი არ არის დამახასიათებელი.  ასევე ტიპიური სიმპტომებია სისუსტე, მადისა და ძილის გაუარესება, ტემპერეტურის მომატება (ზომიერად გამოხატული), შემცივნება, წონაში კლება, კანქვეშა კვანძების (ძირითადად იდაყვებსა და ხელებზე) განვითარება.  სახსრების დაზიანებას თან ახლავს  გართულებები შინაგანი ოგანოების მხრიდან, რაც შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს ადამიანის სცოცხლეს.

რევმატოიდული ართრიტის დიაგნოსტიკა შეიძლება რთული იყოს, რადგან ის ზოგჯერ თანდათანობით ვითარდება მსუბუქი სიმპტომებით. მრავალი დაავადება, განსაკუთრებით ადრეულ პერიოდში, რევმატოიდული ართრიტის მსგავსია.

რევმატოიდული ართრიტის დიაგნოზი დაფუძნებულია სიმპტომებზე და ფიზიკალური გამოკვლევის შედეგებზე, როგორიცაა: სიმხურვალე, შეშუპება და ტკივილი სახსრებში. ხდება ისეთი ანთებითი და იმუნოლოგიური მარკერების განსაზღვრა, როგორიცაა:

  • ერითროციტების დალექვის სიჩქარე (ედს)
  • C-რეაქტიული ცილა  (CRP)
  • რევმატოიდული ფაქტორი (RF)
  • ციკლური ციტრულინებული პეპტიდის საწინააღმდეგო ანტისხეულები (ანტი-CCP)

რევმატოიდული ართრიტის დიაგნოზისთვის დიდი ღირებულება აქვს მტევნებისა და ტერფების რენტგენოლოგიურ გამოკვლევას, თუმცა ზოგჯერ რენტგენოლოგიური კვლევით არანაირი ცვლილება არ ვლინდება, განსაკუთრებით დაავადების პირველი 3-6 თვის მანზილზე.

კომპანია ,,როში“-ს მიერ შემუშავებულია ორი პრეპარატი რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ:

აქტემრა (ტოცილიზუმაბი) – კომპანია ,,როშის“ და ,,ჩუგაის“ (Chugai) ერთობლივი მეცნიერული შრომის შედეგი. ამ უკანასკნელის დახმარებით ხდება პრეპარატის გლობალურ ასპარეზზე გამოტანა. აქტემრა წარმოადგენს  მსოფლიოში პირველ და ერთადერთ თერაპიას, რომელიც ზემოქმედებს  IL-6 რეცეპტორებზე. აქტემრა იაპონიაში ფარმაცევტულ ბაზარზე, კომპანია  Chugai-ს სახელით გამოჩნდა 2005 წლის ივნისში, როგორც კასტელმანის დაავადების სამკურნალო საშუალება. 2008 წლის აპრილში კი იგივე იაპონიაში დარეგისტრირდა შემდეგი ჩვენებით: რევმატოიდული ართრიტი, იუვენილური იდიოპათიური ართრიტი და სისტემური გენეზის იუვენილური იდიოპათიური ართრიტი. 2009 წლიდან აქტემრა დარეგისტრირდა ევროპასა და აშშ-ში. ამავე წელს შემოვიდა საქართველოს ბაზარზეც.

2010 წელს  აქტემრა დაჯილდოვდა სპეციალური პრიზით - 2011 Prix Galien France. ყოველწლიურად Prix Galien ჯილდოვდებიან ფარმაცევტულ ბაზარზე შემოსული ყველაზე მნიშვნელოვანი წამლები და საუკეთესო სამეცნიერო კვლევითი ჯგუფები ფარმაცევტულ სფეროში.

სპეციალისტებისათვის განკუთვნილი მასალები განთავსებულია საიტზე (კლინიკური კვლევები, დოზირების რეჟიმი და სხვ.)  www.actemra.ru.

მაბტერა (რიტუქსიმაბი) – კომპანია ,,ფ.ჰოფმან-ლა როშის“ პრეპარატი (შვეიცარია). მაბტერა მსოფლიოში ცნობილია  1997, ხოლო საქართველოში 1999 წლიდან როგორც არაჰოჯკინის ლიმფომის სამკურნალო პრეპარატი (ონკოჰემატოლოგიური დაავადება). 2006 წელს იგი საქართველოში დაარეგისტრირდა რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ. მაბტერას გააჩნია აბსოლუტურად ახლებური მიდგომა რევმატოიდული ართრიტის მკურნალობაში; იგი შერჩევითად ზემოქმედებს  В-ლიმფოციტებზე - უჯრედებზე რომლებიც გადამწყვეტ როლს ასრულებენ ანთებითი რეაქციების განვითარებაში, რაც საბოლოოდ იწვევს რევმატოიდული ართრიტის ყველაზე მძიმე გამოვლინებას - ძვლებისა და სახსრის შემადგენელი ხრტილების დაზიანებას. პრეპარტი არ ახდენს ზემოქმედებას ორგანიზმის იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაზე.
          
სპეციალისტებისათვის განკუთვნილი დამატებითი მასალები  (ვირტუალური კლინიკა მაბტერას გამოყენებისათვის, მასტერ-კლასები, ვიდეო-მასალები და სხვ.) განთავსებულია საიტზე http://www.reumo.ru/.