ზოგადი ინფორმაცია ფილტვის კიბოს შესახებ
:quality(90)/)
გავრცელებულია მცდარი მოსაზრება იმის შესახებ, რომ ფილტვის კიბო მხოლოდ ხანდაზმულებში ან მწეველებში ვითარდება.
როდესაც ერთ-ერთ პაციენტს ფილტვის გავრცელებული კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, ის სულ რაღაც 29 წლის იყო და მას თამბაქო არასოდეს მოუწევია. დაავადების შესახებ არსებული უახლესი დიაგნოსტიკური და სამკურნალო მიღწევების გამოყენებით, მან შეძლო ფილტვის კიბოს სპეციფიკური ტიპისთვის განკუთვნილი პერსონალიზებული მკურნალობის ჩატარება, რამაც ოჯახთან ერთად ექვსი წლის გატარების საშუალება მისცა, რაც შეუძლებელი იყო ათი წლის წინ. "მან მოგონებები მაჩუქა, რომელთა გახსენება დღეს ღიმილს მგვრის. მას საშუალება ჰქონდა ენახა, როგორ იზრდებოდა ჩვენი ვაჟი და ერთად ბევრი ლამაზი მომენტი შევქმენით“, - ამბობს პაციენტის ოჯახის წევრი.
ფილტვის კიბოს შესახებ ახალი ინფორმაციის მოპოვებამ და დაგროვებამ უკანასკნელ პერიოდში მისი მკურნალობის შესახებ მნიშვნელოვანი პროგრესი განაპირობა. ამ ფაქტმა კი თავის მხრივ გამოიწვია ფილტვის კიბოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ახალი მეთოდების დანერგვა. მიუხედავად ამისა, იგი მაინც ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დიაგნოზირებული კიბოს სახეობაა და ბევრ პაციენტს აქვს დაავადების უკან დაბრუნების (რეციდივი) რისკი, მათ შორის ოპერაციის შემდეგაც კი.
ფილტვის კიბოს ნიშნები და სიმპტომები
ფილტვის კიბო სხვადასხვაგვარად მოქმედებს ადამიანებზე, რაც დამოკიდებულია მის ქვეტიპზე, სტადიასა და მკურნალ ობაზე. ფილტვის კიბო ასევე ხშირად ასოცირდება დაავადების სტიგმასთან, რაც იმას ნიშნავს, რომ ზოგიერთმა ადამიანმა შეიძლება გადადოს სამედიცინო დახმარებისთვის მიმართვა შიშისა და სხვების მხრიდან შესაძლო განსჯის გამო.
რაც უფრო ადრე დაისმება ფილტვის კიბოს დიაგნოზი, მით უფრო მეტია მისი ეფექტური მკურნალობის შანსი. იმის გათვალისწინებით, რომ დაავადება ადრეულ სტადიაზე ხშირად სიმპტომების გარეშე ვლინდება, ფილტვის კიბოს ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტიკა შეიძლება რთული იყოს.
ფილტვის კიბოს საერთო ნიშნები და სიმპტომები მოიცავს შემდეგს:3,4
მუდმივი ხველა, რომელიც გრძელდება სამ კვირაზე მეტი ხნის მანძილზე
ქოშინი რაიმე საქმის გაკეთების დროს, რომელიც თქვენზე ადრე გავლენას არ ახდენდა
სისხლის ამოხველება
ტკივილი გულმკერდის ან მხრის მიდამოში
გულმკ ერდის ინფექციები, რომლებიც ხშირად მეორდება ან არ ქრება
მადის დაქვეითება
მუდმივი დაღლილობა ან ენერგიის ნაკლებობა
წონის უმიზეზო კლება

ამ სიმპტომებიდან რომელიმეს არსებობა ავტომატურად არ მიუთითებს ფილტვის კიბოზე, თუმცა სასურველია მალე მიმართოთ სამედიცინო დახმარებას, რათა დადგინდეს მისი გამომწვევი მიზეზი.3თუ თქვენ ან რომელიმე თქვენი ნაცნობი ხართ ფილტვის კიბოს მაღალი რისკის ქვეშ, ან გაქვთ ცნობილი სიმპტომები, გაესაუბრეთ თქვენს სამედიცინო მომსახურების მომწოდებელს გამოკვლევის ჩატარების თაობაზე.
ფილტვის კიბოს ტიპები
ფილტვის კიბო რთული დაავადებაა, რომელიც შეიძლება დაიყოს ძირითად ტიპებად: ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბო (NSCLC) და ფილტვის წვრილუჯრედოვანი კიბო (SCLC). ეს ტიპები ასევე შეიძლება დაიყოს რამდენიმე სხვადასხვა ქვეტიპად.1ფილტვის კიბოს ტიპისა და ქვეტიპის ცოდნა განაპირობებს მკურნალობის მეთოდის არჩევას.

NSCLC-ის მქონე ადამიანთა უმეტესობას აქვს სიმსივნური ქსოვილის ბიომარკერები, რომელთა აღმოჩენაც ხდება ფილტვის ბიომარკერების ტესტირების შედეგად. ბიომარკერების არსებობა ან არარსებობა ექიმებს დაეხმარება შექმნან პერსონალიზებული მკურნალობის გეგმა.12,13
ფილტვის კიბოს სტადიები
ფილტვის კიბოს სტადია მიუთითებს დაზიანებული კერის ზომაზე, მდებარეობასა და ასევე მის გავრცელებაზე. სტადია ეხმარება ექიმებს განსაზღვრონ დაავადების შესაბამისი და ოპტიმალური მკურნალობა. ფილტვის კიბოს ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტირებამ შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს დაავადების უკან დაბრუნების რისკი და პაციენტებს შესთავაზონ კიბოსგან თავისუფალი ცხოვრების შესაძლებლობა.14
ფილტვის კიბოს მკურნალობა
ექიმების მულტიდისციპლინური გუნდი (MDT) ეს არის დაავადების დიაგნოსტიკასა და მკურნალობასთან დაკავშირებული ყველა სპეციალობის ექიმთა ერთობლიობა, რომელიც იქმნ ება რომ შეიმუშავოს და დაადგინოს ფილტვის კიბოს მქონე თითოეული პაციენტისთვის ოპტიმალური მკურნალობის გეგმა.17 მკურნალობის ვარიანტები დამოკიდებული იქნება ფილტვის კიბოს ტიპზე და დაავადების სტადიაზე.
ბოლო წლებში, დაავადების ბიოლოგიის შესახებ დაგროვილი ახალი ინფორმაციის მიღებამ განაპირობა ფილტვის კიბოს კონკრეტული ტიპების ახალი პერსონალიზებული სამკურნალო მეთოდების შემუშავება, რომლებიც დამიზნებით მოქმედებენ დაავადების სხვადასხვა ქვეტიპებზე.
ფილტვის კიბოს მკურნალობის ძირითადი მეთოდებია:18
ქირურგია - შესაძლებელია სიმსივნის ქირურგიული გზით ამოღება, რაც დამოკიდებულია დაავადების ტიპზე, სტადიასა და მდებარეობაზე
სხივური თერაპია- მკურნალობის სახე, როდესაც დასხივება გამოიყენება სიმსივნური უჯრედების გასანადგურებ ლად
ქიმიოთერაპია - ანტი-სიმისვნური თერაპია, რომელიც ანადგურებს სიმსივნურ უჯრედებს
სიმსივნის იმუნოთერაპია - თერაპია, რომელიც ეხმარება ორგანიზმის იმუნურ სისტემას სიმსივნის წინააღმდეგ ბრძოლაში
დამიზნებითი თერაპია - თერაპიის სახე, რომელიც დამიზნებით მოქმედებს სიმსივნის უჯრედების ზედაპირულ მოლეკულებზე, რომლებიც განაპირობებენ სიმსივნის ზრდას.
ზოგიერთ პაციენტს შეიძლება დაენიშნოს კომბინირებული მკურნალობა, რაც დამოკიდებულია დაავადების სტადიასა და ტიპზე. ეს მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს ქიმიოთერაპიას, სიმსივნის იმუნოთერაპიასა და დამიზნებით თერაპიას.18
ქირურგიული ჩარევის შემდეგ, სიმსივნის უკან დაბრუნების (რეციდივი) რისკის შემცირების მიზნით ოპერაციამდე (ნეოადიუვანტური) და ოპერაციის შემდეგ (ადიუვანტური) შეიძლება ჩატ არდეს დამატებითი მკურნალობა. პაციენტებს დამატებით მკურნალობას უნიშნავენ, როცა აღინიშნება კიბოს რეციდივი ან დაავდების პროგრესირება.18
დაავადების სწრაფად მზარდი და აგრესიული ბუნების გამო, SCLC-ის დროს ქირურგიული ჩარევა ხშირად არ ტარდება.18 რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში სიმსივნის იმუნოთერაპიის დანერგვამდე პაციენტებისთვის მკურნალობის ახალი მეთოდები არ არსებობდა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული დაავადების მკურნალობაში მიღწეულმა პროგრესმა ბევრი პაციენტისთვის დაავადების საბოლოო გამოსავალი გააუმჯობესა, საჭიროა შემდგომი კვლევები ფილტვის კიბოს განსაკუთრებით რთულად სამკურნალო ფორმების, როგორიცაა ფილტვის წვრილუჯრედოვანი კიბოს, მკურნალობის გასაუმჯობესებლად.
შევცვალოთ წარმოდგენა ფილტვის კიბოზე
მეცნიერები იკვლევენ ფილტვის კიბოს რთულ და კომპლექსურ ბუნებას და ცდილობენ შექმნან თითოეული პაციენტისთვის მორგებული პერსონალიზებული სამკურნალო მიდგომა. მიუხედავად ამისა, ფილტვის კიბო კვლავ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს არა მარტო პაციენტებზე, არამედ მათ ახლობლებზე, ჯანდაცვის სისტემებსა და საზოგადოებაზე. Roche-ის მიზანია, ადამიანებს მივცეთ კიბოსგან თავისუფალი ცხოვრების საუკეთესო შანსი. ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვიღწვით, რომ ფილტვის კიბოს მქონე ადამიანები არსებულ გამოწვევებს გაუმკლვადნენ მათი ცხოვრების ყველა ეტაპზე.
:quality(90)/)
Roche-ში კვლავაც მზად ვართ მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ფილტვის კიბოს საკითხებზე მომუშავე საზოგადოებასთან, რათა გამოვავლინოთ ფილტვის კიბოს ახალი დიაგნოსტიკური ტესტები და მკურნალობის ვარიანტები, ასევე ვიპოვოთ ინოვაციური გადაწყვეტილებები, რომლებიც შეცვლის და გააუმჯობესებს ამ დაავადების მქონე ყველა ადამიანის მკურნალობის გამოცდილებასა და პროგნოზს.