skip to content

პრედიქტული ბიომარკერები ფილტვის კიბოს დროს

cobas IMPACT: chip-based immunological multimarker assay (biomarkers).

პრედიქტული ბიომარკერი სიმსივნური ქსოვილის მიკროსკოპული მახასიათებელია, რომლის აღმოჩენაც ონკოლოგს საშუალებას აძლევს მისი პაციენტისთვის შეარჩიოს ყველაზე ეფექტური სამკურნალო რეჟიმი.

საინტერესოა, მაგრამ ჩვენც ასე ვიქცევით ყოველდღიურ ცხოვრებაში.  მაგალითად, მზეზე ერთსა და იმავე პერიოდით ყოფნის დროს  ღია ფერის კანისა და წითური თმის მქონე ადამიანს მზისგან დამწვრობის უფრო მაღალი რისკი აქვს, ვიდრე მუქი კანის მქონე ადამიანს.  ღია ფერის კანს შეიძლება ვუწოდოთ მზისგან დამწვრობის რისკის პრედიქტული მარკერი.  ამ ინფორმაციის (ხილული ღია ფერის კანი) გამოყენებით ადამიანებს შეუძლიათ თავიდან აიცილონ მზისგან დამწვრობა.

სხვაობა არსებობს   ფილტვის კიბოს უჯრედებს შორისაც. ათწლეულების განმავლობაში მიკროსკოპის ქვეშ შესაძლებელი იყო იმ სხვაობების დანახვა, რითაც   ერთი სახის სიმსივნის (ან ფილტვის კიბოს ტიპის) მეორისგან განსხვავდებოდა.  მიუხედავად იმისა, ასეთი მიდგომა არ იყო სრულყოფილი, რადგან არ გვაძლევდა საშუალებას უფრო სრულყოფილად გამოგვეკვლია ფილტვის სიმსივნური ქსოვილის ბიომარკერული შენება, რაც შემდეგში საშუალებას იძლეოდა პაციენტისთვის მიგვეწოდებინა მისთვის სწორად და ზუსტად შერჩეული ე.წ. პერსონალიზებული მკურნლობა. სასიამოვნო სიახლეა ის, რომ დღეს უკვე რეალური და შესაძლებელია ასეთი კვლევის ჩატარება - ფილტვის კიბოს ბიომარკერების ტესტირება - რაც პაციენტისთვის მარკერ-მორგებული მკურნალობის ჩატარების შესაძლებლობას იძლევა.  

ჩვენი ცოდნა მნიშვნელოვნად გაფართოვდა, განსაკუთრებით კი უკანასკნელი  15 წლის განმავლობაში  ოთხი მთავარი მიმართულებით:

  • ჩვეულებრივი მიკროსკოპის ქვეშ სიმსივნური უჯრედები შეიძლება ერთნაირად გამოიყურებოდეს. თუმცა, ეხლა შესაძლებელია  ზოგიერთ სიმსივნურ უჯრედზე იმ მცირე მოლეკულების აღმოჩენა, რომლებიც მათ  ზრდა - გამრავლებას იწვევს.

    ეს მოლეკულა არის ცილა. ცილა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმში: იგი აუცილებელია ორგანიზმის ქსოვილებისა და ორგანოების ფუნქციონირებისა და რეგულირებისთვის.

  • ·შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო იმის დადგენა, რომ ეს ცილა მხოლოდ იმ უჯრედებშია წარმოდგენილი, რომელთა დნმ-შიც აღინიშნება ცვლილებები.  მოკლედ რომ ავღნიშნოთ,  დნმ არის  უნიკალური და გარკვეული თანმიმდევრობითა და  განმეორებებით დალაგებული კოდების ერთობლიობა (ორგანიზმის ე.წ. საშენი ბლოკები). იგი კარნახობს  ორგანიზმს თუ როგორ წარმოქმნას ცილები. ის  ერთგვარი რეცეპტების წიგნია. დნმ  ჩვენს ორგანიზმს სჭირდება უჯრედებისა და  ქსოვილების წარმოქმნაში, დაზიანებული ქსოვილების ჩანაცვლებასა და შიდაუჯრედული მექანიზმების განახლებაში.

    თუ გაურკვეველი მიზეზებით დნმ-ის კოდი შეიცვლება, საშენი ბლოკები შეიძლება ერთმანეთს განსხვავებული თანმიმდევრობით დაუკავშირდეს და უჯრედებმა დაიწყონ  პათოლოგიური ცილების წარმოქმნა.  დნმ-ის კოდების კოპირება და უჯრედების გამრავლება  ავისთავად რთული პროცესია და ზოგჯერ შეიძლება მოხდეს შეცდომა.  განსაკუთრებით სხვადასხვა ექსპოზიციისა და მაპროვოცირებელი ფაქტორების ზემოქმედების შედეგად.

  • ფილტვის  ბიომარკერების  ტესტირების მეთოდის შემუშავება მნიშვნელოვანი საფეხური იყო ფილტვის კიბოს დიაგნოსტიკაში. ამ ტესტირებას შეუძლია ფილტვის სიმსივნური უჯრედის  დნმ-ში ზოგიერთი ამ მნიშვნელოვანი ცვლილების იდენტიფიცირება და შესაბამისი ბიომარკერის აღმოჩენა. ამჟამად შესაძლებელია მისი გამოყენება რუტინულ კლინიკურ პრაქტიკაში.

  • ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო  ახალი ფართო სპექტრის სამკურნალო  მედიკამენტების შექმნა,  რომელთა მოქმედებაც მიზანმიმართულია  დნმ-ის ამ ცვლილებებით წარმოქმნილ პათოლოგიურ ცილების საწინააღმდეგოდ.  როდეასც ცნობილია  დაავადების გამომწვევი გენეტიკური მიზეზი,  შესაძლებელია დაავადების მკურნალობის საუკეთესო ვარიანტის შეთავაზება.

  • სიმსივნური უჯრედის დნმ-ში მომხდარ ცვლილებებს მუტაციები ეწოდება. ეს მუტაციები  ბიომარკერებია, რადგან ისინი გვეხმარებიან ფილტვის კიბოს ერთი ტიპის სიმსივნური უჯრედის მეორისგან გარჩევაში.

  • მნიშვნელოვანია, რომ ისინი არიან პრედიქტული  ბიომარკერებია: მათი არსებობა ექიმ-ონკოლოგებს  აწვდიან მნიშვნელოვან ინფორმაციას სიმსივნის კონკრეტული ტიპისა და საუკეთესო  მკურნალობის შესახებ. 

  • სიმსივნეებში დნმ-ის კოდი გაცილებით ნაკლებად სტაბილურია, ვიდრე ნორმალურ ქსოვილებში. მკურნალობის დროს შეიძლება სიმსივნის დნმ-მ განიცადოს ცვლილება. 

  • ეს ნიშნავს, რომ თქვენმა ონკოლოგმა მკურნალობის პროცესში შეიძლება განიხილოს სიმსივნური ქსოვილის კიდევ ერთი ნიმუშის აღება (ბიოფსია) დნმ-ის ხელახალი ანალიზისთვის, რათა დარწმუნდეს, რომ თქვენ კვლავ იღებთ თქვენთვის შესაფერისს საუკეთესო მკურნალობას ან შეცვალოს იგი.

    ფილტვის კიბოს მრავალი ფორმა არსებობს. არსებობს  ორი ძირითადი ტიპი - ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბო (NSCLC) და ფილტვის წვრილუჯრედოვანი კიბო (SCLC). ყველაზე გავრცელებული ტიპია არაწვრილუჯრედოვანი კიბო ( NSCLC).

რატომ არის სასარგებლო იმის გარკვევა, თუ ფილტვის კიბოს რომელი ბიომარკერი გაქვთ?

ფილტვის კიბოს საწინააღმდეგოდ მუდმივად მიმდინარეობს ახალი სამკურნალო პრეპარატების შექმნა, და ბუნებრივია მომავალში შესაძლებელია პაციენტებისათვის ხელმისაწვდომი გახდეს მკურნალობისა და კლინიკური კვლევების ახალი შესაძლებლობები.

თითოეული პრეპარატი ეფექტური იქნება მხოლოდ იმ გენური მუტაციის წინააღმდეგ, რომლისთვისაც ის შეიქმნა. თქვენი ჯანდაცვის პროფესიონალი გირჩევთ, თუ რომელი სამკურნალო რეჟიმია თქვენთვის საუკეთესო.