skip to content

მითები და ფაქტები ფილტვის კიბოს შესახებ

Decorative illustration

მიუხედავად იმისა, რომ ფილტვის კიბო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კიბოა, მის შესახებ ბევრი მცდარი წარმოდგენა და მითი არსებობს. ეს გარემოება პაციენტებსა და მათ ახლობლებს დამატებით სტრესს აყენებს და გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ გაუმკლავდებიან ისინი დაავადების მართვის პროცესს  ფილტვის კიბოს მქონე ნებისმიერმა პაციენტმა  თავი უნდა იგრძნოს, რომ მისი სრულად ესმით და  მას აქვს ასევე სრული მხარდაჭერა გარშემომყოფებისაგან.  დაავადების ცნობადობის შესახებ ინფორმაციის გაზრდისა და  გავრცელებული მითების გაქარწყლებით,  ჩვენ შეგვიძლია მეტ ადამიანს დავეხმაროთ ფილტვის კიბოსთან დაკავშირებული სტიგმისა და გაურკვევლობის დაძლევაში.

გაიგეთ მეტი ფილტვის კიბოს შესახებ ჩვენს სტატიაში:

მითი

 მხოლოდ მწეველებს ემართებათ ფილტვის კიბო

ფაქტი

ნებისმიერ ადამიანს  შეიძლება დაემართოს ფილტვის კიბო. მიუხედავად იმისა, რომ მოწევა ყველაზე დიდი რისკ-ფაქტორია, ფილტვის კიბოს დიაგნოზით დაავადებული ადამიანების დაახლოებით 10-20%-ს არამწეველია.1

მითი

ფილტვის კიბო ძირითადად კაცებს ემართებათ

ფაქტი

ქალებში ფილტვის კიბო ონკოლოგიური დაავადებებით გამოწვეულ სიკვდილობის მხრივ მეორე ადგილს იკავებს. საინტერესოა, აღინიშნოს რომ ქალებში  ფილტვის კიბოს ახალი შემთხვევების მაჩვენებელი   თითქმის გაორმაგდა, მაშინ როდესაც,  მამაკაცებში  - დაავადების ახალი შემთხვევები ოდნავ შემცირდა ბოლო 40 წლის განმავლობაში.2,3

მითი

ყველა ფილტვის კიბო ერთნაირია

ფაქტი

მიუხედავად იმისა, რომ ვიყენებთ მხოლოდ ერთ ტერმინს „ფილტვის კიბო“, ის საკმაოდ რთული დაავადებაა. არსებობს მისი ორი ძირითადი ტიპი - ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბო და ფილტვის წვრილუჯრედოვანი კიბო - რომლებიც შეიძლება დაიყოს მრავალ ქვეტიპად.4  ფილტვის კიბოს ბიომარკერების ტესტირება ექიმებს ეხმარება სიმსივნის სპეციფიკური მახასიათებლების გაგებაში, რათა მათ შეძლონ მკურნალობის შესახებ უფრო ზუსტი და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღება5-7

მითი

ფილტვის კიბოს ყოველთვის ახასიათებს ხველება

ფაქტი

ფილტვის კიბოთი დაავადებული  ადამიანების დაახლოებით ნახევარს დიაგნოზის დასმის მომენტში აქვს ხველება. ბევრ ადამიანს არა აქვს ხველება, ზოგს კი  საერთოდ არ აღენიშნება სიმპტომები - განსაკუთრებით დაავადების ადრეულ ეტაპზე.8,9 შეიტყვეთ მეტი ყველაზე გავრცელებული ნიშნებისა და იმის შესახებ, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი შემოწმება, თუ მაღალი რისკის ქვეშ ხართ ან გაქვთ რაიმე ჩივილები.

მითი

ფილტვის კიბო მხოლოდ ფილტვებზე ახდენს ზეგავლენას

ფაქტი

მიუხედავად იმისა, რომ ფილტვის კიბოს წარმოქმნა უშუალოდ ფილტვში ხდება, დაავადება შეიძლება გავრცელდეს  სხეულის სხვა ნაწილებში, მაგალითად, ღვიძლსა და თავის ტვინში (მეტასტაზები).10

მითი

ფილტვის კიბო მხოლოდ ასაკოვან ადამიანებს ემართებათ

ფაქტი

ფილტვის კიბო შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ასაკში. მიუხედავად იმისა, რომ ფილტვის კიბო უფრო ხშირია ხანდაზმულ ადამიანებში, დაავადების  ახალი (29%) შემთხვევებისა და სიკვდილობის  დაახლოებით მესამედი (26%) გვხვდება 65 წლამდე ასაკის ადამიანებში.11

მითი
 როცა ფილტვის კიბო გავრცელებას იწყებს, ის მკურნალობას აღარ ექვემდებარება
ფაქტი

ფილტვის კიბოს  შორწასული და გავრცელებული შემთხვევების დროს  მკურნალობის მრავალი ვარიანტი არსებობს. ფილტვის კიბოს შორეული გავრცელების შემთხვევაში, მისი მკურნალობა უფრო რთულია და, როგორც წესი ბოლომდე არ ინკურნება - თუმცა, მისი მკურნალობა შესაძლებელია და ახალმა სამკურნალო რეჟიმებმა, როგორიცაა დამიზნებითი თერაპია და იმუნოთერაპია, აჩვენა გაუმჯობესებული სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის   მაჩვენებლები.12

References

  1. Macmillan Cancer Support. Causes and risk factors of lung cancer. Available from: https://www.macmillan.org.uk/cancer-information-and-support/lung-cancer/causes-and-risk-factors-of-lung-cancer.Accessed August 2024

  2. World Health Organisation. World Globocan 2022. Available from: https://gco.iarc.who.int/media/globocan/factsheets/populations/900-world-fact-sheet.pdf. Accessed August 2024.

  3. Howlader N, Noone AM, Krapcho M, Miller D, Brest A, Yu M, Ruhl J, Tatalovich Z, Mariotto A, Lewis DR, Chen HS, Feuer EJ, Cronin KA (eds). SEER Cancer Statistics Review, 1975-2018, National Cancer Institute. 

  4. Cancer.net. Information about Non-Small Cell Lung Cancer. Available from:  https://www.cancer.net/cancer-types/lung-cancer/view-allAccessed August 2024.

  5. Pakkala S. and Ramalingam S.S. Personalized therapy for lung cancer: striking a moving target. JCI insight. 2018;3(15). 

  6. National Cancer Institute. Biomarker Testing for Cancer Treatment. Available at:   https://www.cancer.gov/about-cancer/treatment/types/biomarker-testing-cancer-treatment.Accessed August 2024.

  7. National Cancer Institute. Dictionary of Cancer Terms. Definition of Biomarker. Available at:   https://www.cancer.gov/publications/dictionaries/cancer-terms/def/biomarker.Accessed August 2024.  

  8. Cancer Research UK. Symptoms of lung cancer. Available from: https://www.cancerresearchuk.org/about-cancer/lung-cancer/symptoms. Accessed August 2024.

  9. NHS. Lung Cancer: Symptoms. Available from: https://www.nhs.uk/conditions/lung-cancer/symptoms/ .Accessed August 2024.

  10. National Cancer Institute. Cancer Terms: Micrometastasis. Available from: https://www.cancer.gov/publications/dictionaries/cancer-terms/def/micrometastasis.Accessed August 2024.

  11. National Cancer Institute. Cancer Facts: Lung and Bronchus Cancer. Available at: https://seer.cancer.gov/statfacts/html/lungb.html.Accessed August 2024.

  12. NHS. Lung Cancer: Treatment. Available from: https://www.nhs.uk/conditions/lung-cancer/treatment/.Accessed August 2024.