ავასტინი

ავასტინი ჰუმანიზირებული მონოკლონური ანტისხეულია, რომელიც სპეციფიურად უკავშირდება და ბლოკავს სისხლძარღვთა ენდოთელური ზრდის ფაქტორს (VEGF), რომელიც წარმოადგენს სიმსივნის ანგიოგენეზის უნიშვნელოვანეს წინამორბედს. ანგიოგენეზს მნიშვნელოვან როლს ასრულებს სიმსივნის ზრდის და გავრცელების (მეტასტაზირების) პროცესში. ავასტინის მიზანმიმართული მოქმედება განაპირობებს სიმსივნის ზრდის და მეტასტაზირების შეფერხებას და, ამავე დროს, არ ამძიმებს ქიმიოთერაპიის გვერდით მოვლენებს.

ავასტინს ახასიათებს გამოხატული კლინიკური ეფექტურობა  სხვადასხვა ტიპის  სიმსივნის მკურნალობის შემთხვევაში. ევროპაში ავასტინი ნებადართულია კოლორექტული კიბოს, ძუძუს კიბოს, არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოს და თირკმელუჯრედოვანი კიბოს შორსწასული შემთხვევების სამკურნალოდ. აღნიშნული სიმსივნეები იწვევენ 3 მილიონამდე სიკვდილის შემთხვევას ყოველწლიურად. ამერიკაში ავასტინი იყო პირველი ანტიანგიოგენეზური პრეპარატი, რომელიც ამერიკის წამლისა და საკვები პროდუქტების სააგენტოს (FDA) მიერ ნებადართულ იქნა კოლორექტული კიბოს სამკურნალოდ. დღეისათვის კი ის ნებადართულია კოლორექტული, ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბოს და გლიობლასტომის სამკურნალოდ.

დღეისათვის ავასტინით ნამკურნალებია  1 მილიონამდე ადამიანი მსოფლიოში. მიმდინარეობს დაახლოებით 450-მდე კლინიკური კვლევა სხვადასხვა სახის სიმსივნეებზე (მათ შორის მსხვილი და სწორი ნაწლავის, ძუძუს, ფილტვის, პროსტატის,კუჭის, თავის ტვინის და ა.შ. ) როგორც ადრეულ ასევე შორს წასულ შემთხვევებში