ავასტინი

ავასტინი, პაკლიტაქსელის ან კაპეციტაბინის შემცველ ქიმიოთერაპიულ რეჟიმებთან კომბინაციაში ნაჩვენებია ლოკალურად მორეციდივე ან მეტასტაზური ძუძუს კიბოს მქონე პაციენტებისათვის მკურნალობის პირველ ხაზში.

ავასტინი უნდა მომზადდეს ჯანდაცვის მუშაკის მიერ ასეპტიკის წესების დაცვით. ავასტინის პირველი დოზა შეყვანილ უნდა იქნას 90 წუთიანი ი/ვ ინფუზიის სახით. კარგი ამტანობის შემთხვევაში, მეორე დოზის შეყვანა შესაძლებელია 60 წუთიანი ინფუზიით. 60-წუთიანი ინფუზიის კარგად ატანის შემთხვევაში შემდგომი ინფუზიების ხანგრძლივობა შეიძლება შემცირდეს 30 წუთამდე.
ავასტინის დოზის შემცირება გვერდითი მოვლენების შემთხვევებში არ არის რეკომენდებული. თუ ეს გამოვლინდა, ავასტინი უნდა იქნას ან სამუდამოდ შეწყვეტილი ან დროებით შეჩერებული.
ლოკალურად მორეციდივე ან მეტასტაზური ძუძუს კიბო (mBC)
ავასტინის რეკომენდებული დოზა არის სხეულის მასის 10 მგ/კგ 2 კვირაში ერთხელ ან სხეულის მასის 15 მგ/კგ 3 კვირაში ერთხელ ინტრავენული ინფუზიის გზით.
ავასტინით მკურნალობის გაგრძელება რეკომენდებულია დაავადების პროგრესირებამდე.

ბავშვები და მოზარდები: ავასტინის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებსა და მოზარდებში არ არის დადგენილი.
ხანდაზმულები: ხანდაზმულებში დოზის კორექცია არ არის საჭირო
თირკმლის ფუნქციის დარღვევა: ავასტინის უსაფრთხოება და ეფექტურება პაციენტებში, თირკმლის ფუნქციის დარღვევით, არ არის შესწავლილი.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა: ავასტინის უსაფრთხოება და ეფექტურება პაციენტებში, ღვიძლის ფუნქციის დარღვევით, არ არის შესწავლილი

ავასტინი უკუნაჩვენებია პაციენტებში ვისაც აქვთ მომატებული მგრძნობელობა:

  • პრეპარატის რომელიმე კომპონენტზე

  • ჩინური ზაზუნას საკვერცხის უჯრედებზე ან სხვა ადამიანის რეკომბინანტულ ან ჰუმანიზებულ ანტისხეულებზე.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის, მათ შორის უსაფრთხოების შესახებ იხილეთ ავასტინის გამოყენების ინსტრუქცია

E2100 იყო ღია, რანდომიზებული, აქტიურად კონტროლირებადი, მულტიცენტრული კლინიკური კვლევა რომელიც შეისწავლიდა ავასტინს პაკლიტაქსელთან კომბინაციაში ლოკალურად მორეციდივე ან მეტასტაზური ძუძუს კიბოსთვის ადრე არა ნამკურნალებ პაციენტებში. კველავმდე მიღებული ჰორმონალური თერაპია მეტასტაზური ავადმყოფობებისთვის იყო დაშვებული. ტაქსანის დამხმარე თერაპია იყო დაშვებული მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მისი დასრულება მოხდა კვლევაში ჩართვამდე მინიმუმ 12 თვით ადრე.
პაციენტები იყვნენ რანდომიზებულნი მხოლოდ პაქსილატელისთვის (90მგ/მ2 ინტრავენულად 1 საათის მანძილზე ერთხელ კვირაში 4-დან 3 კვირის მანძილზე) ან ავასტინთან კომბინაციაში (10მგ/კგ ინტრავენული ინფუზიის გზით ყოველ ორ კვირაში). პაციენტებს უნდა გაეგრძელებინათ მათთვის დანიშნული მკურნალობა ავადმყოფობის პროგრესირებამდე. იმ შემთხვევებში, როდესაც პაციენტებმა ნაადრევად შეწყვიტეს ქიმიოთერაპია, ავასტინით, როგორც ცალკე ნივთიერებით მკურნალობა გაგრძელდა ავადმყოფობის პროგრესირებამდე. კვლევის პირველად სამიზნეს წარმოადგენდა გადარჩენადობა პროგრესირების გარეშე (PFშ), შესწავლილი მკლევარების მიერ. დამატებით, პირველადი გამოსავლის დამოუკიდებელი განხილვაც იქნა ჩატარებული.
722 პაციენტიდან კვლევაში, პაციენტთა უმრავლესობას (90%) ჰქონდა HER2-უარყოფითი დაავადება. პაციენტთა მცირე რიცხვს ჰქონდა HER2 რეცეპტორის სტატუსი რომელიც იყო ან უცნობი (8%) ან დადებითი (2%). პაციენტებს, HER2-დადებითი სტატუსით ან ჰქონდათ მანამდე მიღებული მკურნალობა ტრასტუზუმაბით ან იყვნენ ჩათვლილნი როგორც შეუსაბამო ტრასტუზუმაბით მკურნალობისთვის. უმრავლესობას (65%) პაციენტებისას ჰქონდათ მიღებული დამხმარე ქიმიოთერაპია მათ შორის 19%-ს ჰქონდა მიღებული ტაქსანი და 49%-ს ანთრაციკლინი. პაციენტთა მახასიათებლები იყო მსგავსი შესასწავლ ჯგუფებში.

E2100 კვლევის ეფექტურობის შედეგები: შესაფერისი პაციენტები

E2100 კვლევის ეფექტურობის შედეგები  *პირველადი ანალიზი

BO17708 იყო რანდმიზებული, ორმაგი ბრმა, პლაცებოთი კონტროლირებადი, მულტიცენტრული (III ფაზა) კვლევა რომელიც შესწავლიდა ავასტინის ეფექტურობას დოცეტაქსელთან კომბინაციაში და ადარებდა დოცეტაქსელის და პლაცებოს ჯგუფს, მეტასტაზური ან ლოკალურად მორეციდივე ძუძუს კიბოთი. მანმადე არა ნამკურნალებ HER2-ნეგატიური სტატუსის მქონე  პაციენტებში, ,  
პაციენტები იყვნენ რანდომიზებულნი 1:1:1 თანაფარდობით შემდეგი მკურნალობისთვის:

  • პლაცებო + დოცეტაქსელი 100მგ/მ2 ყოველ 3 კვირაში

  • ავასტინი 7.5 მგ/კგ + დოცეტაქსელი 100მგ/მ2 ყოველ 3 კვირაში

  • ავასტინი 15მგ/კგ + დოცეტაქსელი 100მგ/მ2 ყოველ 3 კვირაში.

დოცეტაქსელით მკურნალობა იყო შეზღუდული მაქსიმუმ 9 ციკლით, როდესაც ავასტინი ან პლაცებო გრძელდებოდა სანამ მოხდებოდა ავადმყოფობის პროგრესირება/სიკვდილი ან მიუღებელი ტოქსიურობა. პაციენტები და დაავადების მახასეათებლები იყო ერთგვაროვანი სამივე ჯგუფში.
ავადმყოფობის დოკუმენტირებულ პროგრესირებაზე, პაციენტებს სამივე სამკურნალო ჯგუფიდან შეეძლოთ შესულიყვნენ კვლევის შემდგომ სამკურნალო ფაზაში რომლის დროსაც მათ მიეცემოდათ ავასტინი მეორეადი თერაპიების ფართო არჩევანთან ერთად.
კვლევის პირველად მიზანი იყო პროგრესირების გარეშე გადარჩენადობა (PFS), შეფასებული მკვლევარების მიერ. ეფექტურობის გამოსავლისთვის ორი შედარება ჩატარდა:

  • ავასტინი 7.5მგ/კგ + დოცეტაქსელი 100მგ/კგ ყოველ 3 კვირაში შედარებით პლაცებო + დეოცეტაქსელი 100მგ/მ2 ყოველ 3 კვირაში

  • ავასტინი 15მგ/კგ + დოცეტაქსელი 100მგ/მ2 ყოველ 3 კვირაში შედარებით პლაცებო + დოცეტაქსელი 100მგ/მ2 ყოველ 3 კვირაში

ამ კვლევის შედეგები მოცემულია ცხრილში 8. პროგრესიის გარეშე გადარჩენადობისთვის და პასუხის სიხშირისათვის ეს მოიცავს შედეგებს წინასწარ განსაზღვრული საბოლოო ანალიზიდან და შედეგებს ამხსნელი (განახლებული) ანალიზიდან რომელიც ჩატარდა იმავე დროს როდესაც წინასწარ განსაზღვრული საბოლოო OS ანალიზი რომელიც მოიცავდა დამატებით 18 თვეს გადასახედად. საერთო გადარჩენადობის შედეგები, რომელიც მოცემულია, არის წინასწარ განსაზღვრული ანალიზიდან Oშ-სთვის. ამ დროისათვის პაციენტების დაახლოებით 45% ყველა სამკურნალო ჯგუფში იყო გარდაცვლილი.
განახლებული ანალიზი აჩვენებს:

  • ავასტინი 15მგ/კგ q 3 კვირა + დოცეტაქსელი არის სტაბილურად ასოცირებული უკეთეს პირველად და მეორად ეფექტურობის შედეგებთან მსგავსი უსაფრთხოებით როგორც ავასტინი 7.5მგ/კგ ქ 3 კვირა + დოცეტაქსელი

  • ავასტინი 7.5მგ/კგ q 3 კვირა + დოცეტაქსელი არ არის უპირატესი ვიდრე საკონტროლო PFS და პასუხის სიხშირის თვალსაზრისით.

შესაბამისად, 15მგ/კგ q 3 კვირის არის რეკომენდებული დოზა მეტასტაზური  BC დაავადების მქონე პაციენტების სამკურნალოდ (იხილეთ თავი ).

ეფექტურობის შედეგები კვლებისთვის BO17708 (pdf)

გაიგეთ მეტი

კონტაქტიმსოფლიო სიახლეებიlinkedinfacebooktwitterinstagramyoutubeროშის შესახებპროდუქტებივაკანსიებიპერსონალიზირებული ჯანდაცვაუსაფრთხოებაკონფიდენციალობის დაცვასამართლებრივი შეთანხმება