კითხვები და პასუხები

თერაპიული ანტისხეულები ლაბორატორულად შექმნილი ნივთიერებებია, რომლებიც ამოიცნობენ და უკავშირდებიან ცილას უჯრედის ზედაპირზე. თითოეული თერაპიული ანტისხეული ამოიცნობს განსხვავებულ ცილას ან ანტიგენს და, ჩვეულებრივ, შეიძლება გამოყენებულ იქნას დამოუკიდებლად, ქიმიოთერაპიასთან კომბინაციაში ან როგორც ისეთი ნივთიერებების გადამტანი, როგორიცაა ტოქსინები და რადიაცია. სამიზნე უბანზე მიმაგრების შემდეგ თერაპიულ ანტისხეულს სიმსივნის ზრდის შეფერხება და/ან ორგანიზმის იმუნური სისტემის მობილიზაციის მოხდენა შეუძლია სამიზნეზე იერიშის მისატანად და შეუძლია,აგრეთვე, კიბოს უჯრედი მგრძნობიარე (სენსიტიური) გახადოს ქიმიოთერაპიის მიმართ.

რა განსხვავებაა თაგვის, ქიმერულ და ჰუმანიზებულ თერაპიულ ანტისხეულებს შორის?
თაგვის ანტისხეული მიიღება (იწარმოება) მხოლოდ და მხოლოდ თაგვის გენომის (გენის დნმ-ის ნუკლეოტიდური) თანამიმდევრობისგან და ამდენად, აღიქმება როგორც უცხო სხეული მასპინძელი ორგანიზმის მიერ და შეიძლება თავადვე გამოიწვიოს ანტისხეულთან რეაქცია და ეფექტის მოხდენამდე იქნას განადგურებული. ქიმერული ანტისხეული თაგვის და ადამიანის გენომების (გენების დნმ-ის ნუკლეოტიდურ) თანამიმდევრობათა ნარევია, ჩვეულებრივ, შესაბამისად 30/70 პროცენტული განაწილებით, სადაც თაგვის კომპონენტები პასუხისმგებელი არიან ანტიგენთან შეკავშირებაზე და ადამიანის კომპონენტები მონაწილეობას იღებენ თერაპიული ეფექტის გამოწვევაში. ჰუმანიზებული ნიშნავს, რომ ანტისხეულში ადამიანის გენომის (გენის დნმ-ის ნუკლოტიდური) თანამიმდევრობა 90 პროცენტზე მეტი შემცველობითაა.

რას ნიშნავს როდესაც თერაპიულ ანტისხეულს განიხილავენ როგორც „შიშველს“ ან „მოუნიშნავს“?
ტერმინები „შიშველი“ ან „მოუნიშნავი“ გამოიყენება, როცა თერაპიული ანტისხეული არ არის ისეთი ნივთიერებების გადამტანი, როგორიცა ტოქსინები და რადიაცია. შიშველი ან მოუნიშნავი ანტისხეულები ზოგჯერ იმიტომ გამოიყენება, რომ ისინი უკავშირდებიან სპეციფიკურ ანტიგენებს კიბოს უჯრედებზე, რითაც ახდენენ ამ უჯრედების მარკირებას იმუნური სისტემის მიერ მათ გასანადგურებლად. სხვა სახის შიშველი ან მოუნიშნავი თერაპიული ანტისხეულები გამოიყენება იმიტომ, რომ ისინი უკავშირდებიან გარკვეულ უბანს კიბოს უჯრედებზე, რომელთაც რეცეპტორები ეწოდება, სადაც ისინი განადგურების (სიკვდილის, ლიკვიდაციის) სიგნალს აძლევენ კიბოს უჯრედებს (აპოპტოზი), ან, შესაძლებელია, მათ იმოქმედონ სხვა მოლეკულების ბლოკირების გზით, რომლებიც კიბოს უჯრედების ზრდას ასტიმულირებენ კიბოს უჯრედთან შეკავშირების შედეგად. თერაპიული ანტისხეულები აბრკოლებენ კიბოს უჯრედების სწრაფ ზრდას სხვა მოლეკულების მათთან მიერთების ბლოკირების შედეგად. შიშველი ან მოუნიშნავი თერაპიული ანტისხეულები შეიძლება გამოყენებულ იქნას აგრეთვე სხვა სახის მკურნალობასთან, მაგალითად ქიმიოთერაპიასთან ერთად.

კიბოს მკურნალობისას, რეციდივისკენ მიდრეკილების გამო, პაციენტებს, როგორც წესი, რამდენჯერმე უხდებათ მკურნალობის ჩატარება დაავადების მიმდინარეობის განმავლობაში. განმეორებითი მკურნალობა ნიშნავს პაციენტის მიერ ერთი და იგივე მკურნალობის ერთჯერ მეტად მიღებას ამა თუ იმ დაავადების გამო. ნაკლებად სავარაუდოა პაციენტების განმეორებითი მკურნალობა ერთი და იგივე ქიმიოთერაპიით, კუმულაციური ტოქსიკურობის და რეზისტენტობის გამო. ამასთან, წარმატებით განხორციელდა პაციენტების განმეორებითი მკურნალობა ქიმერული და ჰუმანიზებული თერაპიული ანტისხეულებით. ნაკლებად არის მოსალოდნელი თაგვის ანტისხეულებით განმეორებითი მკურნალობის წარმატება, თაგვის ანტისხეულის მეორედ მიღების დროს იმუნური პასუხის (ადამიანის თაგვის საწინააღმდეგო ანტისხეულის - HAMA) განვითარების უფრო მაღალი ალბათობის გამო.

შემანარჩუნებელი თერაპია არის მკურნალობა, რომელიც ტარდება პაციენტის პასუხის გასახანგრძლივებლად. კიბოს დროს ის შეიძლება ნიშნავდეს კიბოს საწინააღმდეგო თერაპიას სტანდარტული დოზებით, რომელიც განკუთვნილია პაციენტის რემისიაში შესანარჩუნებლად (სტაბილური მდგომარეობა), მისი პასუხის გასაუმჯობესებლად, მომავალში რეციდივის ან სიმსივნის სხეულის სხვა არეებში გავრცელების თავიდან ასაცილებლად. არ არსებობს ზუსტად განსაზღვრული რეკომენდაციები შემანარჩუნებელი თერაპიის მიღების ვადებთან დაკავშირებით.

თერაპიული ანტისხეულებით დამიზნებითი თერაპია, ძირითადად, სპეციფიკურ უჯრედებზე ახდენს ზემოქმედებას, ვინაიდან ისინი უკავშირდებიან გარკვეულ ანტიგენს უჯრედის, უმეტესად ავთვისებიანი უჯრედების ზედაპირზე, მაშინ, როდესაც ქიმიოთერაპია არა მარტო კიბოს უჯრედების დაზიანებას ან სიკვდილს იწვევს, არამედ, ზემოქმედებს აგრეთვე ორგანიზმში არსებულ სხვა სამი სახის უჯრედებზე, რომელთა მიერ ნორმალური ფუნქციის შესრულება ახალი უჯრედების სწრაფ ზრდაზეა დამოკიდებული. ესენია -- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსი, კანი და თავის ქალას კანი (თმის ფოლიკულები) და ძვლის ტვინი. ქიმიოთერაპიის და რადიაციული თერაპიის ტოქსიკურობა კუმულაციურია და შეიძლება გამოიწვიოს ხანგრძლივი ტოქსიკურობა და სხვა სახის ავთვისებიანი სიმსივნეები. გვერდითი მოვლენები, რომლებიც თერაპიული ანტისხეულებით მკურნალობასთან არის ასოცირებული, ყველაზე ხშირად ინფუზიასთან დაკავშირებული მოვლენებია და შეიძლება მოიცავდეს შემცივნებას, გრიპის მაგვარ ცხელებას და რესპირატორულ მოვლენებს. გვერდითი მოვლენების უმეტესობა შექცევადია სამედიცინო ჩარევის შემდეგ, მაგრამ მძიმე და ფატალურ მოვლენებსაც ჰქონია ადგილი. ამასთანავე, მაშინ, როდესაც ქიმიოთერაპიულ რეჟიმებს აქვთ ტენდენცია მყისიერი ზეგავლენა მოახდინონ კიბოსა და ნორმალურ უჯრედებზე, თერაპიულ ანტისხეულებზე პასუხი შეიძლება იყოს უწყვეტი ან გახანგრძლივებული ბევრი ანტისხეულის გრძელი ნახევარდაშლის პერიოდის და ხანგრძლივი მკურნალობის გამო და საბოლოო ეფექტიანობა შეიძლება რამდენიმე თვის გასვლის შემდეგ შეფასდეს.

ეს ტერმინი მიუთითებს დროის ხანგრძლივობაზე პაციენტის მიერ კიბოს მკურნალობის პირველად დაწყებიდან მომდევნო რეციდივამდე (კიბოს დამატებითი გავრცელება ან ზომაში მომატება).

იმუნური სისტემის მთავარი უჯრედები არის ლეიკოციტები, რომლებიც ძირითადად შედგება მაკროფაგების, ნეიტროფილებისა და ლიმფოციტებისაგან (B-ლიმფოციტები, T-ლიმფოციტები და ბუნებრივი მკვლელი უჯრედები). B-უჯრედები (B-ლიმფოციტები) ძვლის ტვინში წარმოიქმნება და მომწიფების შემდეგ გარდაიქმნება პლაზმურ უჯრედებად, რომლებიც გამოყოფენ ანტისხეულებს, ცილებს, რომლებიც ამოიცნობენ და უერთდებიან უცხო ნივთიერებებს, ე.წ.ანტიგენებს. B-უჯრედებს წამყვანი როლი გააჩნია კიბოს და აუტოიმუნური დაავადებების გარკვეული ფორმების განვითარებაში.

დუნედ მიმდინარე არა-ჰოჯკინის ლიმფომის ჩვეული მსვლელობის განმავლობაში პაციენტები საშუალოდ ხუთ-ექვს მკურნალობას იტარებენ სიცოცხლის მანძილზე. ვინაიდან დუნედ მიმდინარე არა-ჰოჯკინის ლიმფომის მქონე პაციენტებს საბოლოოდ მაინც ემართებათ რეციდივი, ექიმის მიზანი არის რამდენადაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოს პაციენტები მკურნალობის გარეშე და რეციდივისგან თავისუფალი. ამიტომ, დუნედ მიმდინარე არა-ჰოჯკინის ლიმფომის მკურნალობაში უმნიშვნელოვანესი შედეგი (საბოლოო წერტილი) არის პასუხის ხანგრძლივობა, როდესაც მისი შედარება ხდება პასუხის სიხშირესთან. პასუხის ხანგრძლივობა არის ფაქტიური დროის მაჩვენებელი, რომლის განმავლობაშიც პაციენტი რეაგირებს თერაპიაზე და თავისუფალია შემდგომი მკურნალობისგან, ხოლო პასუხის სიხშირე არის დროის ერთადერთი მომენტის მდგომარეობით შეფასებული პაციენტის კომპიუტერული ტომოგრაფიის (CT) სურათი იმის დასადგენად, თუ რამდენად შემცირდა სიმსივნე. დამატებითი ილუსტრაციისთვის, ერთ პაციენტს შეიძლება ჰქონდეს კომპიუტერული ტომოგრაფიის სურათი სიმსივნური კერის გარეშე, ანუ სრული პასუხი, მაგრამ ამ პასუხის ხანგრძლივობა იყოს ექვსი თვე, მაშინ როდესაც სხვა პაციენტს მხოლოდ ნაწილობრივი პასუხი შეიძლება ჰქონდეს თერაპიაზე (ანუ, კიბო ჩანდეს CT სურათზე), მაგრამ ეს პასუხი შეიძლება მთელი წლის განმავლობაში გრძელდებოდეს. ამგვარად, მეორე პაციენტი, პასუხის ხანგრძლივობიდან გამომდინარე, უფრო დიდხანს იქნება თერაპიის გარეშე.

რადიოიმუნოთერაპია არის კომბინირებული თერაპიული მიდგომა კიბოს მკურნალობაში, რომლის დროსაც ხდება თაგვის თერაპიული ანტისხეულის გამოყენება, რომელიც თავის მხრივ, წინასწარ განსაზღვრულ მიზანთან რადიოიზოტოპის (რადიაციის) გადამტანის როლს ასრულებს.

ჩამოტვირთული ფაილები

მაბტერას გამოყენების ინსტრუქცია

გაიგეთ მეტი

კონტაქტიმსოფლიო სიახლეებიlinkedinfacebooktwitterinstagramyoutubeროშის შესახებპროდუქტებივაკანსიებიპერსონალიზირებული ჯანდაცვაუსაფრთხოებაკონფიდენციალობის დაცვასამართლებრივი შეთანხმება