ჩვენი ბიზნესის პრიორიტეტული მიმართულებები

ჩვენ გვჯერა, რომ მკაფიო და ნათელი პრიორიტეტების განსაზღვრა და ფლობა, მნიშვნელოვანია ლაბილურ და მუდმივად ცვალებად გარემოში გზის გასაკვალად. ჩვენი მიზანია, ღირებული ფასეულობების შექმნით, საზოგადოების ყველა დაინტერესებული მხარისთვის, მივაღწიოთ გრძელვადიან მდგრად ზრდას.

Фокус на пацієнта

პაციენტებზე ყურადღების გამახვილება

ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ ინოვაციური მედიკამენტების და დიაგნოსტიკური ტესტების შექმნაზე, რომელიც პაციენტებს ეხმარება უფრო დიდხანს და უკეთესად იცხოვრონ. არსებულ დაავადებათა ორი მესამედის მკურნალობა, ჯერ კიდევ, არაადექვატურია ან საერთოდ არ ტარდება. ეს გადაუდებელი სამედიცინო საჭიროებაა და უკეთესმა დიაგნოსტიკამ და მედიკამენტებმა, შეიძლება უზარმაზარი ცვლილება შეიტანოს მილიონობით პაციენტისა და მათი ოჯახის ცხოვრებაში.

დეტალურად

Досконалість в науці

ბრწყინვალება მეცნიერებაში

ჩვენ ვცდილობთ გადაუდებელი სამედიცინო საჭიროებებს ვუპასუხოთ გამორჩეული სამეცნიერო მიღწევებით. მნიშვნელოვანი მიღწევები მეცნიერებასა და ტექნიკაში, მუდმივად გვაძლევს სულ უფრო და უფრო მეტ საშუალებას დავადგინოთ, თუ რა სახის ფუნქციური დარღვევებია ორგანიზმში და შევქმნათ წამლები ამ პრობლემების მოსაგვარებლად. ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ ონკოლოგიაზე, იმუნოლოგიაზე, ოფთალმოლოგიაზე, ინფექციურ დაავადებებსა და ნეირომეცნიერებაზე, თუმცა,ასევე, ვინარჩუნებთ მოქნილობას და თვალყურს ვადევნებთ მეცნიერების ახალ გამოწვევებს.

დეტალურად

Персонализированная медицина

პერსონალიზებული ჯანდაცვა

ჩვენ დიაგნოსტიკისა და ფარმაციის მძლავრი გაერთიანებით,ვქმნით პაციენტზე უკეთ მორგებულ მკურნალობას. მედიკამენტების ეფექტურობა და უსაფრთხოება, შეიძლება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს, როდესაც ხდება დაავადებების გენეტიკური მიზეზების დადგენა. ამ მიზნით, ჩვენ გვაქვს დამხმარე დიაგნოსტიკური სტრატეგია, ყველა ჩვენს მიერ შემუშავებული მოლეკულისთვის.

დეტალურად

Доступ до охорони здоров'я

ჯანდაცვის მომსახურეობის მიმართ ხელმისაწვდომობა

ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად გავზარდოთყველა პაციენტისათვის,მედიკამენტებისა და დიაგნოსტიკური ტესტების მიმართ ხელმისაწვდომობა და განსაკუთრებითმათთვის, რომელთაც უკიდურესადსჭირდება დახმარება. ჯანდაცვის ყველა სისტემას აქვს მისთვის დამახასიათებელი სხვადასხვა გამოწვევა და ჩვენ ვპასუხობთ თითოეული მათგანისათვის ინდივიდუალური გადაწყვეტილებების შექმნით. ჩვენი მიზანია ვითანამშრომლოთ ბევრ ადგილობრივ პარტნიორთანიმ მიზნით, რომ შევამციროთ ჯანდაცვის მომსახურეობის მისაღებად წარმოქმნილი ბარიერებიდა დავნერგოთ პაციენტებისთვის ეფექტური და ხელმისაწვდომი ჯანდაცვის მომსახურეობის მისაღები ინოვაციური და მდგრადი გზები.

დეტალურად

Відмінне місце роботи

შესანიშნავი სამუშაო ადგილი

მზად ვართ მუდმივად ვიზრუნოთ ორგანიზაციაში დასაქმებული ადამიანების პროფესიონალურ გაძლიერებასა და შენარჩუნებაზე, შევქმნათ გარემო, სადაც ყველა ადამიანი გრძნობს დაფასებას, პატივისცემას და შეუძლია განავითაროსსაკუთარი პოტენციალი. ჩვენი ხალხი ქმნის ჩვენს საქმეს. ისინი ქმნიან, ავითარებენ და აწარმოებენ ჩვენს პროდუქტებს და უზრუნველყოფენ მათ მიღწევას იმ პაციენტებისთვის, რომელთაც ეს სჭირდება. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი წარმატების გასაღები მდგომარეობს იმაში, რომ მოვიზიდოთ, შევინარჩუნოთ და მოტივაცია გავუწიოთ მაღალკვალიფიციურ და მრავალფეროვან სამუშაო ძალას.

დეტალურად

Непреходящие ценности

მდგრადი ღირებულება

ჩვენ ვმართავაწარმოებთ ჩვენს ბიზნესს ეთიკური გზით და მიზნად ვისახავთ შევქმნათ გრძელვადიანი ღირებულება, ყველა დაინტერესებული მხარისათვის. ჩვენ გვსურსინდა, სამედიცინო გადაწყვეტილებების შემუშავების გზით, შევქმნათ ღირებულება, რომლითაც სულ უფრორაც შეიძლებამეტიიადამიანი ისარგებლებს. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი წარმატება მდგომარეობს სტრატეგიების შემუშავების უნარში, სადაც ინდუსტრია და საზოგადოება მიიღებს მდგრად სარგებელს.

დეტალურად