ჩვენი სტრატეგია

ჩვენ ვმუშაობთ ახალი მედიკამენტების და დიაგნოსტიკური საშუალებების შექმნაზე, რაც პაციენტებს დაეხმარება გააუმჯობესონ სიცოცხლის ხარისხი და ხანგრძლივობა.
ჩვენ ვიხელმძღვანელებთ ჩვენი მიზნით: ვაკეთოთ ის, რაც პაციენტებს დასჭირდებათ ხვალ. ჩვენი კომპანია, 120 წლიან ისტორიას ითვლის ფარმაცევტულ და დიაგნოსტიკის მიმართულებით სიახლეების დანერგვის დარგში. პაციენტი არის და იქნება ჩვენი საქმიანობის ცენტრში, ეს არის ის, რის გამოც ყოველდღე მოვდივართ სამხახურში.

რას ვსაქმიანობთ?

ჩვენი მიზანია პაციენტს მოვარგოთ მკურნალობა: სწორი მკურნალობა, სწორად შერჩეულ პაციენტთა ჯგუფს, სწორ დროს. ჩვენი საკუთარი ფარმაცევტული პრეპარატების და დიაგნოსტიკური საშუალებების კომბინაციის წყალობით, ჩვენ ვიკავებთ უნიკალურ პოზიციას ჯანდაცვის სიტემაში პერსონალიზირებული მიდგომების დანერგვის თვალსაზრისით. ჩვენ ვავითარებთ კომპანიის შიდა რესურსებს და ვამყარებთ სტრატეგიულ პარტნიორობას, პერსონალიზებული მედიცინის შემდეგი ეტაპისთვის: სხვადასხვა წყაროდან მიღებული მონაცემების შეგროვებით და გაანალიზებით ეფექტურად ვმართოთ კლინიკური კვლევები, რაც ხელს შეუწყობს პაციენტებისთვის სწორი თერაპიული გადაწყვეტილებების მიღებას. ჩვენს პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა ჩვენი სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. ხელმისაწვდომობის გაზრდისთვის შემუშავებული გეგმები განიხილება და მუშავდება ლოკალურად ქვეყნების დონეზე.

ჩვენი ვეძებთ საუკეთესო მიდგომებს მეცნიერებაში, ჩვენი გამორჩეულობა ემყარება ოთხ ძირითად ელემენტს: მოლეკულური ბიოლოგიის ფართო და ღრმა ცოდნა, ფარმაცევტული და დიაგნოსტიკური შესაძლებლობები, მაქსიმალური მიდგომები ინოვაციების შესაქმნელად და გრძელვადიანი ხედვა.

ჩვენი მიზანია შევქმნათ ღირებულება ჩვენი პარტნიორებისთვის: ვიყოთ საუკეთესო პარტნიორი; მოგვქონდეს სამედიცინო სარგებელი პაციენტებისთვის, ექიმებისა და პარტნიორებისთვის; შევთავაზოთ საუკეთესო სამუშაო ადგილი ჩვენთან დასაქმებულებს; გვქონდეს მდგრადი გავლენა საზოგადოებაზე; შევმნათ საინტერესო ბიზნეს გარემო ჩვენი ინვესტორებისთვის.

როგორ ვმუშაობთ?

დაბოლოს, იმისათვის, რომ უკეთესობისკენ შეცვალო პაციენტების სიცოცხლე, საჭიროა გყავდეს სიმამაცითა და გამბედაობოთ გამორჩეული ადამიანები. ჩვენი თანამშრომლები სიამაყით ამბობენ: ჩვენ ვართ როში! ჩვენ მივესალმებით კულტურისა და ხალხის მრავალფეროვნებას ჩვენს გუნდში. ჩვენ ვართ ღია ყველასთვის და ხელს ვუწყობთ იდეების და მიდგომების მრავალფეროვნებას.

ჩვენი გადაწყვეტილებები ეფუძნება გამჭირვალობის პრინციპს, პასუხისმგებლობის განაწილებას და ანგარიშვალდებულებას.

ჩვენი სტრუქტურა აგებულია ინოვაციებისთვის. ჩვენი ავტონომიური კვლევითი ცენტრები და ალიანსები 200-ზე მეტ გარე პარტნიორთან ხელს უწყობს მრავალფეროვნებას და მოქნილობას. ჩვენი გლობალური გეოგრაფიული მასშტაბი და მოცვა საშუალებას გვაძლევს სწრაფად მივაწოდოთ ჩვენი დიაგნოსტიკური საშუალებები და მედიკამენტები მათ, ვისაც ეს სჭირდება.

კონტაქტიმსოფლიო სიახლეებიlinkedinfacebooktwitterinstagramyoutubeროშის შესახებპროდუქტებივაკანსიებიპერსონალიზირებული ჯანდაცვაუსაფრთხოებაკონფიდენციალობის დაცვასამართლებრივი შეთანხმება