„ცივი ჯაჭვის“ მედიკამენტები

კომპანია როშის ზოგიერთი ინოვაციური მედიკამენტი განეკუთვნება ე.წ „ცივი ჯაჭვის“ მედიკამებტებს. ეს ნიშნავს, რომ მათი შენახვისა და ტრანსპორტირებისას აუცილებელია დაცული იყოს სათანადო ტემპერატურული რეჟიმი - 2-8°C.  დაუშვებელია მისი გაყინვა-გამოდნობა, 8°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე შენახვა, შენჯღრევა.

ასეთი მედიკამენტები წარმოების ურთულესი ბიოტექნოლოგიური პროცესით მიიღება და სიცოცხლისთვის საშიში სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება. კერძოდ:

 

 
    ოკრევუსი (ოკრელიზუმაბი) - გაფანტული სკლეროზის სამკურნალოდ

ავასტინი (ბევაციზუმაბი) - სწორი ნაწლავის, ძუძუს  და ზოგიერთი სხვა კიბოს დროს

აქტემრა (ტოცილიზუმაბი) - რევამტოიდული ართრიტის სამკურნალოდ

გაზივა (ობინუტუზუმაბი) ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემიის სამკურნალოდ

მაბტერა (რიტუქსიმაბი) - ლიმფომის და რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ

ჰერცეპტინი (ტრასტუზუმაბი) - ძუძუს კიბოს სამკურნალოდ

პეგასისი (პეგინტერფერონ ალფა-2ა (40კდ)) - ვირუსული ჰეპატიტების სამკურნალოდ

კადსილა (ტრასტუზუმაბ ემთანზინი) ძუძუს კიბოს სამკურნალოდ

პერჯეტა (პერტუზუმაბი) ძუძუს კიბოს სამკურნალოდ

მირსერა ანტიანემიური პრეპარატი

რეკორმონი (ერითროპოეტინი ბეტა) და მირსერა (მეთოქსი პოლიეთილენ გლიკოლ-ეპოეტინ ბეტა) - თირკმლისმიერი ანემიის სამკურნალოდ, როგორც დიალიზზე მყოფ პაციენტებში, ისე -  დიალიზის გარეშე

მათი საშუალებით შესაძლებელი ხდება სიმსივნიანი პაციენტების სიცოცხლის უპრეცედენტო გახანგრძლივება და, რიგ შემთხვევაში, სრული განკურნება, C ჰეპატიტის განკურნება, რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტებში ხანგრძლივი რემისიის მიღწევა და ინვალიდობის თავიდან აცილება.

„ცივი ჯაჭვის“ რეჟიმის დარღვევა დაკავშირებულია წამლის ხარისხის დეფექტთან, რასაც შეიძლება მოჰყვეს არასასურველი გვერდითი მოვლენები და მედიკამენტის არაეფექტურობა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული მედიკამენტები გამოიყენება ძალზე სერიოზული დაავადებების სამკურნალოდ, როდესაც ბევრ პაციენტს გადარჩენის მხოლოდ ერთეულ შანსი აქვს (განსაკუთრებით სიმსივნის აგრესიული ფორმების დროს). ამიტომ მკურნალობა ისეთი მედიკამენტით, რომლის შენახვის და ტრანსპორტირების დროს არ იყო დაცული სათანადო რეჟიმი, პაციენტებს თავიანთი დაავადებით გამოწვეული სიკვდილის მომატებული რისკის წინაშე აყენებს. დადგენილია რომ მცირედი დროითაც კი ცილოვანი შემცველობის (ანტისხეულიები, იმუნოგლობულინები და ა.შ.) მედიკამენტების მაღალ ტემპერატურაზე ექსპოზიცია იწვეწვს ცილების ნაწილის დენატურაციას, რაც შესაძლოა არაეფექტურობის, იმუნოგენურობისა და სხვა უმძიმესი გართულების მიზეზი გახდეს.

კომპანია როში, როგორც ინოვაციური ბიოტექნოლოგიური მედიკამენტების წარმოების მსოფლიო ლიდერი, მაქსიმუმს აკეთებს მედიკამენტების ხარისხის და უსაფრთხოების დაცვისთვის წარმოების და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე. აღნიშნული მედიკამენტების მოწოდება საქართველოში ხდება მწარმოებლის მიერ შვეიცარიიდან ტრანსპორტირების დროს „ცივი ჯაჭვის“ რეჟიმის დაცვით და კონტროლით. ეს ხორციელდება სპეციალური ხელსაწყოს მეშვეობით, რომელიც თან ახლავს ცივი ჯაჭვის ტვირთს ტრანსპორტირების მთელი პერიოდის განმავლობაში და ახდენს ტემპერატურის მუდმივ მონიტორინგს. მხოლოდ მისი მონაცემების გაშიფვრის შემდგომ ხდება მედიკამენტის ქსელში გაშვება.

იმისათვის, რომ პაციენტებს თავიდან ავაცილოთ მედიკამენტის შენახვის პირობების დარღვევასთან დაკავშირებული შესაძლო რისკები (არასასურველი გვერდითი მოვლენები, არაეფექტურობა) რეკომენდებულია, მწარმოებლის მიერ წესების დაცვით მოწოდებული მედიკამენტი პაციენტმა შეიძინოს იმ აფთიაქებში, რომლებსაც ეს მედიკამენტი მწარმოებლისგან შემოაქვთ საქართველოში, და სადაც ასევე დაცულია „ცივი ჯაჭვის“ პრეპარატების შენახვის აუცილებელი პირობები:

PSP აფთიაქი, ალ ყაზბეგის გმზირი 14 ტელ.: 1 14 23 03

ფარმადეპო, სანაპიროს ქ. 10ა ტელ.: 2 40 00 04

აფთიაქი "მარჯი", გამრეკელის 20 2 92 39 11

Aversi აფთიაქი ----------ტელ.: 2 900 800

კომპანია არ არის პასუხისმგებელი იმ მედიკამენტის ხარისხზე, რომელიც არ არის მწარმოებლისგან შეძენილი, ან არ არის მიკვლევადი  -  შეუძლებელია მწარმოებლიდან პაციენტამდე მიწოდების ჯაჭვის დადგენა არასანდო შუამავალი რგოლების არესებობიდან გამომდინარე. მაგ., ხშირად შესაძლებელია პრეპარატის გამყიდველი იყოს რომელიმე უცხოური დისტრიბუტორი, რომლის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს და უცნობია თუ სად, ვისგან შეიძინა მან ეს მედიკამენტი, როგორ ინახებოდა პროდუქტი სხვადასხვა საწყობში და ტრანსპორტირების დროს. ასევე ხშირად იმპორტიორად გვევლინებიან ფიზიკური პირები, რომლებსაც „ჩანთით“, კანონდარღვევით შემოქვთ კონტრაბანდული (არა რეგისტრირებული) მედიკამენტები, რომელთა შემთხვევაში, გარდა რეგისტრაციის პირობების დარღვევისა და ცივი ჯაჭვის დაცვის შეუძლებლობისა, ასევე მაღალია კონტრაფაქტული (ფალსიფიცირებული) მედიკამენტების არსებობის რისკიც.