ჰერცეპტინი

 

ჩვენებები:

 

  • ძუძუს კიბოს ადრეული სტადია
    - ჰერცეპტინი იწვევს ხშირ განკურნებას HER2-დადებითი ძუძუს კიბოს ადრეულ სტადიაზე
  • ძუძუს მეტასტაზური კიბო
    - ჰერცეპტინი იწვევს სიცოცხლის გახანგრძლივებას HER2-დადებითი ძუძუს მეტასტაზური კიბოს დროს
  • ჰერცეპტინი მოწოდებულია HER2-დადებითი მეტასტაზური კუჭის კიბოს სამკურნალოდ

ჰერცეპტინი (ტრასტუზუმაბი) წარმოადგენს ჰუმანიზირებულ მონოკლონურ ანტისხეულს, რომელიც მიზანმიმართულად მოქმედებს HER2-ზე, რომლის ჭარბი ექსპრესია ძუძუს კიბოს ცუდი პროგნოზის მარკერს წარმოადგენს. იმუნური სისტემის აქტივაციისა და დათრგუნვის გზით ჰერცეპტინი იწვევს ხშირ განკურნებას HER2-დადებითი ძუძუს კიბოს ადრეული პერიოდში და სიცოცხლის გახანგრძლივებას HER2-დადებითი ძუძუს მეტასტაზური კიბოს დროს. ამდენად ჰერცეპტინი განიხილება როგორც მკურნალობის აუცილებელი კომპონენტი HER2-დადებითი ძუძუს კიბოს სამკურნალოდ დაავადების ნებისმიერ სტადიაზე. 

HER2 - თერაპიული სამიზნე ძუძუს კიბოს სამკურნალოდ

HER2 წარმოადგენს ტრანსმემბრანულ რეცეპტორულ თიროზინკინაზას, რომელიც მონაწილეობს უჯრედის ზრდასა და დიფერენციაციაში  და  მოქმედებს უჯრედის სიცოცხლისუნარიანობაზე.

HER2 ცილის ჭარბი ექსპრესია ან/და HER2 გენის ამპლიფიკაცია გვხვდება ძუძუს კიბოს შემთხვევების დაახლოებით 25-30%-ში. HER2 ჭარბი ექსპრესია მიუთითებს დაავადების ცუდ პროგნოზზე, ხშირ და სწრაფ რეციდივებსა და ასევე სიცოცხლის  შემცირებულ  ხანგრძლივობაზე.  HER2 წარმოადგენს ძუძუს კიბოს მკურნალობის თერაპიულ სამიზნეს.
ჰერცეპტინი - იმუნური  სისტემის აქტივაციისა და HER2 სუპრესიის უნარის მქონე ჰუმანიზირებული მონოკლონური ანტისხეულია, რომლის შექმნამ  გადატრიალება მოახდინა ადრეული და მეტასტაზური ძუძუს კიბოს მკურნალობაში. ძუძუს კიბოს დროს მკურნალობის დაწყებამდე აუცილებლად უნდა განისაზღვროს HER2 სტატუსი.

გამოყენებული ლიტერატურა
1. Hudis CA. N Engl J Med 2007; 357: 39-51. 
2. Slamon DJ et al. Science 1987; 235: 177-182. 
3. Slamon DJ et al. Science 1989; 244: 707-712.