როშ ფარმა - Roche Pharma

  • ფოკუსირდება სამეცნიერო მიღწევების გარდაქმნაზე პაციენტებისათვის გარდამტეხი ცვლილებების მომტან წამლებად

  • ერთერთი წამყვანი დეველოპერია შესაბამისი დიაგნოსტირების ფონზე დამიზნებული მკურნალობისა

  • მსოფლიოს უდიდესი ბიოტექნოლოგიური კომპანია.

  • მსოფლიოს ლიდერი პროვაიდერი კიბოს მკურნალობაში.

როში ფოკუსირებულია სამეცნიერო მიღწევების პაციენტებისათვის ეფექტურ მედიკამენტებად გარდაქმნაზე. იგი ახდენს Roche- ში, Genentech- ში აშშ-ში, Chugai- ში იაპონიაში და 150-ზე მეტ პარტნიორთან მსოფლიოში უახლესი კვლევების კომბინირებას გლობალური მასშტაბით და მოიცავს კლინიკური განვითარების, წარმოებისა და კომერციული ოპერაციების სფეროებს. ფარმაცევტული განყოფილების ფართო პორტფოლიოს წყალობით, როში არის კლინიკურად დიფერენცირებული მედიკამენტების ერთ-ერთი წამყვანი პროვაიდერი მსოფლიოში.

როში იმის ნათელი მაგალითია, რომ მეცნიერების მიღწევების შედეგად იქმნება პროდუქტები, რომლებიც რეალურად აუმჯობესებენ და გადაარჩენენ პაციენტის სიცოცხლეს. როშის სამეცნიერო ტრადიციები ერთ საუკუნეზე მეტი ხნისაა. დღესაც, უწინდებურად, ჩვენი სტრატეგია ემყარება სამეცნიერი კვლევების მხარდაჭერას და მეცნიერებისათვის საშუალების მიცემას, რომ მათ შექმნანან გარღცვევები სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებებში, რომლებსაც მნიშვნელობა ექმენა ხვალ.

ჩვენ ვფოკუსირდებით ონკოლოგიაზე, იმუნოლოგიაზე, ოფთალმოლოგიაზე, ინფექციურ დაავადებებზე და ნეირომეცნიერებაზე და მყარად გვჯერა მეცნიერების მკურნალობაში გარდაქმნისა, რაც შეამცირებს ადამიანთა ტანჯვას და დაეხმარება უფრო ხანგრძლივად და ჯანმრთელად იცხოვრონ.

მეცნიერებაში სრულყოფილებისაკენ ჩვენი სწრაფვა ემყარება ოთხ საკვანძო ელემენტს: მოლეკულური ბიოლოგიის განსაკუთრებულად ფართო და ღრმა გაგება, ჩვენი ფარმაცევტული და დიაგნოსტიკური შესაძლებლობების მჭიდრო ინტეგრაცია, მრავალფეროვანი მიდგომა ინოვაციის მაქსიმიზაციისათვის და ხანგრძლივ შედეგებზე ორიენტაცია.

კიბო კვლავ წარმოადგენს სიკვდილის სიხშირით მეორე მიზეზს განვითარებულ მსოფლიოში და ავადობა უფრო და უფრო იზრდება. თუმცა, ადრეული დიაგნოსტირების შემთხვევაში დაავადების ბევრი ფორმა ეფექტურად ემორჩილება მკურნალობას. ჩვენ 50 წელია ვართ კიბოს კვლევისა და მკურნალობის წინა ხაზზე. ჩვენი წამლები მკურნალობენ ძუძუს, კანის, მსხვილი ნაწლავის, საკვერცხის, ფილტვის და ზოგიერთ სხვა კიბოს. როშს ამჟამად ბაზარზე აქვს რიგი ინოვაციური კიბოს სამკურნალო პრეპარატებისა. ისინი აძლევენ პაციენტებს ყველაზე მნიშვნელოვანს ცხოვრებაში: სიცოცხლის დროს.

როშის მიერ შემუშავებული პრეპარატებიდან ოცდაათზე მეტი შეტანილია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ძირითადი მედიკამენტების ტიპიურ ჩამონათვალში ( World Health Organization Model Lists of Essential Medicines). ისეთი პროდუქტების შექმნით, რომლებიც აუმჯობესებენ იმ დაავადებათა მკურნალობის სტანდარტს, რომელთა მკურნალობაში მნიშვნელოვანი დაუკმაყოფილებელი საჭიროებებია, ჩვენ ვასრულებთ მოვალეობას არა მხოლოდ აქციონერების, არამედ მთელი საზოგადოების წინაშე.

კონტაქტიმსოფლიო სიახლეებიlinkedinfacebooktwitterinstagramyoutubeროშის შესახებპროდუქტებივაკანსიებიპერსონალიზირებული ჯანდაცვაუსაფრთხოებაკონფიდენციალობის დაცვასამართლებრივი შეთანხმება