როშის შესახებ

ჩვენი 125 წლიანი ისტორიის განმავლობაში, როში მსოფლიოს უმსხვილეს ბიოტექნოლოგიურ კომპანიად იქცა. როში წამყვანი პროვაიდერია ინ ვიტრო დიაგნოსტიკისთვის და ტრანსფორმაციული, ინოვაციური მიმართულებების გლობალური მიმწოდებელია ძირითადი დაავადებების სფეროებში. ჩვენი ერთგულება ჩვენი ხალხის, პარტნიორების, ყველა დაინტერესებული მხარისა და რაც მთავარია, პაციენტების მიმართ ისეთივე ძლიერად რჩება, როგორიც ეს ჩვენი დაარსების პირველივე დღეს იყო.
ჩვენ გვჯერა, რომ მკაფიო და ნათელი პრიორიტეტების განსაზღვრა და ფლობა, მნიშვნელოვანია ლაბილურ და მუდმივად ცვალებად გარემოში გზის გასაკვალად. ჩვენი მიზანია, ღირებული ფასეულობების შექმნით, საზოგადოების ყველა დაინტერესებული მხარისთვის, მივაღწიოთ გრძელვადიან მდგრად ზრდას.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ აუცილებელია სამედიცინო სიახლეების დღესვე მიწოდება - მიუხედავად იმისა, რომ ვქმნით ინოვაციებს მომავლისთვის.

ჩვენ ვზრუნავთ პაციენტების ცხოვრების ცვლილებაზე. თამამები ვართ როგორც გადაწყვეტილების მიღებაში, ასევე, ქმედებებში. გვჯერა, რომ კარგი ბიზნესი უკეთეს მსოფლიოს ნიშნავს.

ეს არის მიზეზი, რატომ დავდივართ სამსახურში ყოველდღე. ჩვენ თავს ვალდებულად ვთვლით, რომ მეცნიერული მტკიცებულებებით, მაღალი ეთიკური სტანდარტების დაცვით ხელმისაწვდომი გავხადოთ ინოვაციური მედიკამნეტები ყველასთვის. ამას ვქმნით დღეს, რომ ხვალინდელი დღე უკეთესი იყოს.

ჩვენ ვამაყობთ იმით, თუ ვინ ვართ, რას ვაკეთებთ და როგორ ვაკეთებთ. ჩვენ ვართ ბევრნი, ვმუშაობთ როგორც ერთნი, მიუხედავად ფუნქციის და გეოგრაფიული მდებარეობისა.

ჩვენ ვართ როში.

კონტაქტიმსოფლიო სიახლეებიlinkedinfacebooktwitterinstagramyoutubeროშის შესახებპროდუქტებივაკანსიებიპერსონალიზირებული ჯანდაცვაუსაფრთხოებაკონფიდენციალობის დაცვასამართლებრივი შეთანხმება