ვირუსოლოგია

ვირუსული ინფექციები ყველაზე ხშირია  სხვა ინფექციურ დაავადებებს შორის.
ვირუსული ჰეპატიტები განსხვავებული ეტიოლოგიისა და ეპიდემიოლოგიის მქონე დაავადებათა ჯგუფია, რომელთაც აქვთ მსგავსი კლინიკური სურათი და უპირატესად აზიანებენ ღვიძლს.
ვირუსული ჰეპატიტები წარმოადგენენ სერიოზულ პრობლემას სამედიცინო და სოციალურ-ეკონომიკური პარამეტრების მიხედვით.
ყოველწლიურად В და С ვირუსული ჰეპატიტიტებით მსოფლიოში 8-დან 35 მილიონამდე ადამიანი ავადდება, აივ-ით - დაახლოებით 160 ათასი ადამიანი. აივ, В და С ჰეპატიტებით ყოველწლიურად  13 მილიონი ადამიანი კვდება.
უზარმაზარ დანაკარგს ქვეყნის ეკონომიკაში იწვევს გრიპი და მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციები. ამ დაავადებით ყოველწლიურად ავადდება მოსახლეობის 70-90%. ამიტომ ამჟამად განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ვირუსული დაავადებების პროფილაქტიკას და მკურნალობას.
როში წარმოადგენს რა ერთ-ერთ წამყვან ბიოტექნოლოგიურ კომპანიას, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს პერსონალიზირებული მედიცინის საკითხებს, ინოვაციური პრეპარატების წარმოებას, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი ეფექტურობითა და უსაფრთხოებით. 
როშს წამყვანი კომპანიაა ვირუსულოგიის დარგშიც. მას თავის პორტფელში უნიკალური ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატები აქვს ვირუსული ჰეპატიტების, ციტომეგალოვირუსის, აივ ინფექციის და გრიპის სამკურნალოდ.