თერაპიული ჩვენებები მსხვილი ნაწლავის და კოლორექტალური კიბოს დროს:

  • ქსელოდა ნაჩვენებია როგორც ადიუვანტური (დამხმარე) მკურნალობა მსხვილი ნაწლავის კიბოს მქონე პაციენტებისთვის
  • ქსელოდა ნაჩვენებია მეტასტაზური კოლორექტალური კიბოს მქონე პაციენტების სამკურნალოდ


დოზირება და მიღების წესი

სტანდარტული დოზირება:

ქსელოდას დოზირება დამოკიდებულია პაციენტის სხეულის მასის ინდექსზე, რომელიც სპეციალური ფორმულით გამოიტვლება. ქსელოდას სრული დრეღამური დოზა იყოფა თანაბრად და მისი მიღება ხდება დღეში ორჯერ – დილას და საღამოს. ქსელოდას ტაბლეტების გადაყლაპვა საჭიროა წყლის მიყოლებით საკვების მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში

მონოთერაპია:

ქსელოდას მონოთერაპიისთვის რეკომენდებული საწყისი დოზა არის 1250 მგ/მ2 დღეში ორჯერ მისაღებად (დილით და საღამოს; შეესაბამება 2500 მგ/მ2 საერთო დღიურ დოზას) 2 კვირის განმავლობაში, შემდგომი 7 დღიანი დასვენების პერიოდით.

კომბინირებული თერაპია

კომბინირებული მკურნალობის დროს ქსელოდას რეკომენდებული საწყისი დოზა უნდა შემცირდეს 800-დან 1000 მგ/მ2-მდე დღეში ორჯერ მისაღებად ორი კვირის განმავლობაში, შემდგომი 7 დღიანი დასვენების პერიოდით, ან ხანგრძლივი მიღების შემთხვევაში, 625 მგ/მ2-მდე ორჯერ დღეში.

კომბინირებულ რეჟიმში ბიოლოგიური პრეპარატების ჩართვა ქსელოდას საწყის დოზაზე გავლენას არ ახდენს.

მსხვილი ნაწლავის კიბოს III სტადიის მქონე პაციენტებისთვის რეკომენდებულია ადიუვანტური მკურნალობის 6 სრული კურსის ჩატარება.

იმ პაციენტებში, რომლებიც ქსელოდას ღებულობენ ცისპლატინთან ან ოქსალიპლატინთან კომბინაციაში, პრემედიკაცია ადეკვატური ჰიდრატაციის შესანარჩუნებლად და ღებინების საწინააღმდეგოდ ცისპლატინის მიღებამდე უნდა იქნას დაწყებული ცისპლატინის და ოქსალიპლატინის შესახებ ინფორმაციის (ინსტრუქციის) გათვალისწინებით.

ქსელოდას დოზის გამოანგარიშება ხდება სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით.

დამატებითი ინფორმაციისთავის იხილეთ ქსელოდას გამოყენების ინსქტრუქცია დაwww.xeloda.com