იმუნური სისტემის ფიზიოლოგია
- ლიმფურ სისტემას უჭირავს ცენტრალური ადგილი ინფექციურ და სხვა დაავადებებთან ბრძოლაში Lლიმფა გაედინება ლიმფურ
- ძარღვებში და თან გაადააქვს ლიმფოციტები, სისხლის თეთრი რიგის უჯრედები, რომლებიც ორგანიზმს იცავენ დაავადებებისაგან
- ლიმფა ,,იფილტრება” ლიმფურ კვანძებში,სადაც ხდება მოცირკულირე ბაქტერიებისა და ვირუსების გაუვნებელყოფა
- გამოყოფენ ლიმფოციტების ორ ძირითად ტიპს: T და B უჯრედებს. Oისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ დაავადებაზე ორგანიზმის იმუნური პასუხის განვითარებაში.
ლიმფური სისტემის როლი და ფიზიოლოგია
ლიმფური სისტემა ორგანიზმის იმუნური სისტემის მნიშნელოვანი ნაწილია, რომელიც უზრუნველყოფს ინფექციური, რიგი სხვა და ასევე სიმსივნური დაავადებებისაგან ორგანიზმის დაცვას.
სითხე, რომელსაც ლიმფას უწოდებან, ცირკულირებს ლიმფურ ძარღვებში და მთელს ორგანიზმში გადააქვს ლიმფოციტები(სისხლის თეთრი უჯრედები).
ლიმფური ძარღვები გაედინება ლიმფური კვანძების გავლით. ლიმფური კვანძები შეიცავს დიდი რაოდენობით ლიმფოციტებს და ორგანიზმისათვის ასრულებს ,,ფილტრის“ ფუნქციას, ინფექციური აგენტების_ბაქტერიებისა და ვირუსების გასაუვნებელოფად.
ლიმფური კვანძებისათვის დამახასიათებელია გროვებად განლაგება, როგორიც გვხვდება იღლიის ფოსოში, კისრისა და საზარდულის მიდამოში.
როდესაც სხეულის რომელიმე უბანში მიმდინარეობს ინფექციური ან ანთებითი პროცესი მიმდებარე ლიმფური კვანძები შეშუპებული და შეხებით მგრძნობიარე ხდება. მაგ. როცა ადამიანს ყელი სტკივა და თან კისრის ,,ლიმფური ჯირკვლები აქვს შესიებული”. ყელის მიდამოდან ლიმფა მიედინება კისრის ლიმფური კვანძებისაკენ, სადაც ინფექციური აგენტი განადგურდება და ხდება სხეულის სხვა ნაწილებში მისი გავრცელების ბლოკირება.
T და B უჯრედების დანიშნულება
გამოყოფენ ლიმფოციტების ორ ძირითად ჯგუფს:
• T უჯრედები
• B უჯრედები
ლიმფოციტები, სისხლის სხვა უჯრედების მსგავსად, წარმოიშობა ძვლის ტვინში. მათ წინამორბედს წარმოადგენს უმწიფარი ღეროვანი უჯრედები. ბავშვობის ადრეულ ასაკში ნაწილი ლიმფოციტებისა მიგრირდება თიმუსში (ორგანო რომელიც მდებარეობს გულმკერდის ზედა ნაწილში), სადაც ისინი მწიფდებიან და საბოლოოდ ყალიბდებიან თ უჯრედებად. ნაწილი კი რჩება ძვლის ტვინში, სადაც მომწიფების შემდგომ ყალიბდებიან B უჯრედებად. ორივე რიგის უჯრედები ასრულებენ მნიშვნელოვან როლს, ინფექციური აგენტების-ბაქტერიებისა და ვირუსების აღმოჩენა-განადგურებაში.
ნორმაში, მოცირკულირე ლიმფოციტების უმეტესობა თ უჯრედებია. მათი დანიშნულებაა ამოიცნონ და გააუვნებელყონ ორგანიზმის ნორმიდან გადახრილი უჯრედები( მაგ. ვირუსით დაინფიცირებული უჯრედები).
B უჯრედები ამოიცნობენ უცხო უჯრედებსა და ნივთიერებებს(მაგ. ორგანიზმში შემოჭრილ ბაქტერიებს). როდესაც ეს უჯრედები შეხებაში მოდიან უცხო ცილებთან (მაგ. ბაქტერიის ზედაპირზე) ისინი გამოიმუშავებენ ანტისხეულებს ,რომლებიც შემდგომ ,,მიეწებებიან” უცხო უჯრედების ზედაპირს და იწვევენ მათ დესტრუქციას.