B უჯრედული ლიმფომები
ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია/წვრილურედული ლიმფოციტური ლეიკემია
თუმცა ლეიკემია და ლიმფომა ცალკეული დაავადებებია, ისინი მაინც მჭიდრო ურთიერთკავშირშია. ასეთი კორელაცია მთელი ლიმფომების 7% შეადგენს. ორივე შემთხვევაში ძირითად როლს ასრულებს მცირე ლიმფოციტი. ერთადერთი განმასხვავებელი ნიშანი არის ის თუ სად აღმოცენდება დაავადება. ლეიკემიის შემთხვევაში არის სისხლი, ხოლო ლიმფომის შემთხვევაში ლიმფური კვანძი. ორივე ,,ნელა მზარდი” დაავადებაა. ისინი არ მიიჩნევა განკურნებად დაავადებებად სტანდარტული მკურნალობის მიხედვით. დაავადების სტადიისა და ზრდის ინტენსივობიდან გამომდინარე ზოგიერთი პაციენტი ამ დაავადებით ცოცხლობს 10 წელზე მეტ ხანს. ბოლო პერიოდში გაირკვა, რომ არსებობს ორი სახის ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია. ერთ შემთხვევაში ზრდის ტემპი დაბალია, ხოლო მეორე შემთხვევაში სიმსივნე იზრდება სწრაფად და თითქმის ყოველთვის საჭიროებს მკურნალობას. ზოგჯერ ადგილი აქვს ნელამზარდი სიმსივლის ტრანსფორმირებას სიმსივნის უფრო აგრესიულ ფორმაში.
ფოლიკულური ლიმფომა
ლიმფომების ჯგუფის 22% შეადგენს ფოლიკულური ლიმფომა. ეს არის ნელი ტემპით მზარდი ლიმფომა. პაციენტთა საშუალო ასაკი 60 წელია. იშვიათად გვხვდება ახალგაზრდებში. შორსწასულ შემთხვევებში სტანდარტული მკურნალობით იგი განუკურნებელ ფორმად არის მიჩნეული. პაციენტთა რაოდენობა, რომლებიც დიაგნოზის დასმიდან სულ მცირე 5 წელი ცოცხლობენ, შეადგენს 60-70%. ხშირად, ფოლიკულური ლიმფომა გადაიზრდება სწრაფად მზარდ დიფუზურ დიდუჯრედულ B ლიმფომაში.
MALT-ლიმფომა
MALT-ლიმფომა – შეადგენს ლიმფომების 8%. შემთხვევათა უმეტესობა კუჭში აღმოცენდება. ითვლება, რომ მისი ჩამრთველი მექანიზმი არის Helicobacter pylori-ით გამოწვეული ინფექცია. ეს დაავადება ასევე შეიძლება განვითარდეს ფილტვში, კანში, ფარისებრ ჯირკვალში, სანერწყვე ჯირკვალში, წვრილ და მსხვილ ნაწლავებში, სარძევე ჯირკვალსა და თვალის ირგვლივ ქსოვილებში. როგორც წესი, MALT-ლიმფომები ლოკალურობით გამოირჩევა და არ ახასიათებს გავრცელება მთელს ორგანიზმში. პაციენტთა საშუალო ასაკი 60 წელია. ხშირად შეიძლება გადავიდეს ხანგრძლივ რემისიაში ან მოხდეს მისი განკურნება ადრეულ სტადიებზე.
მანტიის ზონის ლიმფომა
შეადგენს ლიმფომების 6%-ს. დიაგნოზირების მომენტისთვის იგი უკვე გავრცელებულია ლიმფურ კვანძებში, ძვლის ტვინსა და ელენთაში. მამაკაცებში უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე ქალებში. პაციენტთა საშუალო ასაკი 60 წელია. თუმცა არ ახასიათებს ძალიან სწრაფი ზრდა, მაინც დიდ ყურადღებას მოითხოვს. დაავადებულთა მხოლოდ 5%-ს აღენიშნება 5 წლიანი გადარჩენის მაჩვენებელი.
დიფუზური დიდუჯრედული B ლიმფომა
მასზე მოდის მთლიანი ლიმფომების 33%. არის სწრაფადმზარდი. ახასიათებს შემდეგი სიმპტომები: სხეულის მასის სწრაფი მატება და/ან ხელით გასინჯვისას მგრძნობიარე ლიმფური კვანძები. შემთხვევათა 1/3-ში დამახასიათებელია სხეულის ერთ მხარეს ლოკალიზება. შესაძლოა დაავადდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანი, მარამ დაავადების საშუალო ასაკი 60 წელია. ამ პათოლოგიით დაავადებული პაციენტების 40-50% განიკურნება.
ბერკიტის ლიმფომა: მასზე მოდის შემთხვევათა 2%. გამოყოფენ ასევე ბერკიტის მსგავს ლიმფომათა მცირე ჯგუფს; ამ შემთხვევებში უჯრედები ოდნავ დიდი ზომისაა. აფრიკულ ტიპში იგი იწყება ყბის ან სახის სხვა ძვლებში. შეიძლება გავრველდეს თავის ტვინსა და ზურგის ტვინის სითხეში. საშუალო ასაკია 30 წელი და პაციენტთა 90% მამაკაცია. მიუხედავად იმისა, რომ ბერკიტის ლიმფომა სწრაფადმზარდია, დაავადებათა 50% განკურნებადია აგრესიული ქიმიოთერაპიის შემდეგ.
ლიმფომა პირველადი ლოკალიზაციით ცენტრალურ ნერვილ სისტემაში
იგი ჩვეულებრივ გვხვდება თავის და ზურგის ტვინში, ზურგის ტვინის მიმდებარე ქსოვილებში და თვალში. გარკვეული დროის შემდეგ იგი ვრცელდება მთელს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. ამ დაავადებას წინა წლებში უფრო იშვიათად ვხვდებოდით, მაგრამ შიდსის შემთხვევების მატებასთან ერთად მისი რიცხვიც მატულობს. პაციენტებს აღენიშნებათ თავის ტკივილი, აგზნებადობა, მხედველობის პრობლემები და სხვადასხვა სახის დამბლები. დაავადების გამოსავალი საკმაოდ მძიმეა. დიაგნოსტირებიდან 5 წელი ცოცხლობს პაციენტთა 30% აგრესიული მკურნალობის შედეგად.