2002 - დღემდე

     
2002


როში მონაწილეობს შვეიცარიის ეროვნულ გამოფენაში ექსპო-02.

როშის პავილიონი ედემის ბაღში საშუალებას აძლევს მნახველებს ,,პორველწყაროდან” მიიღონ მიმდინარე სამეცნიერო სამედიცინო ცოდნა ჯანმრთელობასა და მის განმსაზღვრელ ფაქტორებზე. გამოფენის მუშაობის 8 თვის გამნავლობაში კომპანია როშის სტენდის სანახავად მილიონზე მეტი მნახველი მივიდა.
2002 ახალი ბიოტექნოლოგიური კომპანია BioXell, რომელმაც მუშაობა დაიწყო იტალიაში
როგორც როშის სამეცნიერო-კვლევითი ქვედანაყოფის ,,როში მილანი რიჩერკეს” განშტოება, BioXellB თავისთავში მოიცავს ფართომასშტაბიან სამრეწველო გამოცდილებას იმუნოლოგიის სფეროში კონკურენტული უპირატესობების გამოყენებით და აპირებს გახდეს ამ სფეროში წამყვანი ბიოფარმაცევტული სამეცნიერო-კვლევითი კომპანია.
2002

კომპანია ,,იზოტექნიკასთან” (კანადა) თანამშრომლობის შეთანხმება.

  

შეთანხმება ეფუძნება ახალი სამკურნალო პრეპარატის ISATX247  –ის თანამედროვე გლობალურ შემუშავებას.  ISATX247კალცინევრინის ახალი ინჰიბიტორია, რომელიც II ფაზის კლინიკური კვლევის ადრეულ სტადიაზე წარმოადგენს იმუნოსუპრესიულ საშუალებას ორგანოთა ტრანსპლანტაციისა და აუტოიმუნური დაავადებების სამკურნალოდ.
2002
ოფიციალური წარდგენა: CobasTaqman– პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის ავტომატიზებული სისტემა.  
პროდუქტისა და წამლების კონტროლის (აშშ) მართვის უფლების მიღება, მოწყობილობა გამიზნულია ინვიტრო ავტომატური დიაგნოსტიკისათვის პჯრ-ის (პოლიმერზული ჯაჭვური რეაქცია) რეალურ დროში გამოყენებით, ინფექციური გამომწვევების თვისობრივი და როდენობრივი ანალიზისთვის.
2002
ჯილდო სამხრეთ აფრიკაში გაწეული სამედიცინო დახმარების პროექტის სპონსორობისათვის.
სამხრეთ აფრიკის მცხოვრებთა სამედიცინო დახმარებისათვის განკუთვნილი მატარებელი ფელოფერა (Phelophera), რომელმაც მოქმედება დაიწყო 1993 წელს სამი ვაგონით, გადაიქცა 600-ტონიან შემადგენლობად, შედგება 16 ვაგონისაგან და წარმოადგენს სამედიცინო, სტომატოლოგიური და ფსიქიატრიული დახმარების საშუალებას ქვეყნის ყველაზე შორეულ ნაწილში მცხოვრები ნაკლებუზრუნველყოფილი მოსახლეობისათვის.
2002
პრეპარატის ოფიციალური წარდგენა: პეგასისი, C ჰეპატიტის მკურნალობა.
პეგასისი დამტკიცებულია ევროპის კომისიისა (ივნისი) და ამერიკის საკვებისა და წამლის სააგენტოს მიერ (დეკემბერი) როგორც მონოთერაპიის, ასევე კოპეგუსთან (რიბავირინი) კომბინაციაში.
2002
ვიტამინებისა და მცირე ქიმიური ნივთიერებების ქვეგანყოფილების მიყიდვა კომპანია DSM-ზე, დასრულდა 2003 წელს.
ქვეგანყოფილება იყიდა DSM-მა, წარმოადგენს რა მსოფლიოში ვიტამინებისა და კაროტინოიდების წამყვან მომწოდებელს.
2002
ბრიტანული კომპანია ,,ანტისომასაგან”იმედისმომცემი პრეპარატების პორტფელის მიღება.
ფართო სტრატეგიული ალიანსი, რომელიც წარმოადგენს კომპანია როშის ექსკლუზიურ უფლებას მთელ მსოფლიოში ,,ანტისომას” ონკოლოგიურ პრეპარატებზე. მოიცავს პემტუმომაბს (საკვერცხის კიბოს მკურნალობა, III ფაზის კვლევა), და ასევე სამ ონკოლოგიურ პრეპარატს – ტერექსს, ტერაფაბს და DMXAA-ს, რომლებიც კლინიკური გამოცდის I ფაზას გადიან.
2003 შეთანხმება თანამშრომლობაზე: აფიმეტრიქსი, აშშ.
შეთანხმება წარმოადგენს არაექსკლუზიურ უფლებას და ხელმისაწვდომობას აფიმეტრიქსის გამოყენებაზე, რომელიც დაპატენტებულია GeneChip ტექნოლოგიის მიერ ისეთი დაავადებების დიაგნოსტიკის მეთოდების დამუშავებისა და კომერციული გამოყენებისათვის, როგორიცაა კიბო, ოსტეოპოროზი, გულ-სისხლძარღვთა, მეტაბოლური, ინფექციური და ანთებითი დაავადებები.
2003
პრეპარატის ოფიციალური წარდგენა: ფუზეონი, აივ-ის მკურნალობა
ფუზეონი, აივ-1-ის სამკურნალო ახალი პრეპარატი, დამტკიცებულია ამერიკის საკვებისა და წამლის სააგენტოს (FDA, აშშ) მიერ (მარტი) და ევროპის კომისიის მიერ (მაისი). იგი წარმოადგენს ბოლო შვიდი წლის გამნავლობაში აივ-1 ინფექციის სამკურნალო (შერწყმის ინჰიბიტორი) პირველ პრეპარატს. ფუზეონი ბლოკავს ვირუსის შეღწევას ადამიანის იმუნურ უჯრედებში და ხელს უშლის აივ-უჯრედების რეპლიკაციას და აივ-ინფიცირებულებში იმუნური სისტემის შემდგომ დაზიანებას.
2003
შეთანხმება თანამშრომლობაზე: ეპიჯენომიქსი, გერმანია.
შეთანხმება თანამშრომლობაზე ფოკუსირებულია კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის მეთოდების განვითარებაზე, მკურნალობაზე პასუხის კლასიფიკაციაზე, მოლეკულური დიაგნოსტიკისა და კიბოს ფარმაკოგენომური პროდუქტების სპექტრის შექმნაზე დნმ ტექნოლოგიის – ეპიჯენომიქსის მეთილაციის საფუძველზე.
2003
შესყიდვა: დისეტრონიკი, შვეიცარია
შესყიდულ იქნა კომპანია დისეტრონიკი, დიაბეტის მკურნალობაში ინსულინის დგუშებისა და საინექციო სისტემების სამეცნიერო-კვლევითი დამუშავების ლიდერი.
2003

ოფიციალური წარდგენა: AmpliChipCYP450

 

მსოფლიოში პირველი მიკროსქემა კლინიკური გამოყენებისათვის AmpliChipCYP450 ამერიკაში 2003 წელს, ხოლო ევროპაში 2004 წელ შევიდა. სისტემა საშუალებას იძლევა კლინიკურ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიებში განისაზღვროს ორი გენის CYP2D6-სა და CYP2C19-ს თანდაყოლილი ვარიაციები (პოლიმორფიზმი) რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ წამლის მეტაბოლიზმში.
2003
შესყიდვა: Igen, აშშ. დასრულდა 2004 წელს.
ამ შესყიდვით კომპანია როშმა მიიღო უფლება ექლ-ზე (ელექტროქემილუმინესცენცია), რომელიც გამოიყენება Elecsys–ის დიაგნოსტიკურ სისტემაში.
2003
პრეპარატის ოფიციალური წარდგენა: ბონდრონატი, ოსტეოპოროზი და კიბოს მკურნალობა
ბონდრონატი (იბანდრონატი, ბისფოსფონატი) დამტკიცებულია ევროპაში ახალი ჩვენებით გამოსაყენებლად: ძვლისმიერი გართულებების (პათოლოგიური მოტეხილობები და ა.შ.) პროფილაქტიკა პაციენტებში ძუძუს კიბოს ძვლის მეტასტაზით.
2004

ახალი ობიექტი НИОКР შანხაიში

  

როშმა გახსნა ახალი კვლევითი ცენტრი შანხაის ფარმაცევტული ქვედანაყოფისათვის, НИОКР  არის დასავლური ფარმაცევტული კომპანიის პირველი ობიექტი ჩინეთში.
2004
ბაზელსა და პენცბერგში დაგეგმილი ახალი სამრეწველო ობიექტები
დაიწყო ბაზელისა და პენცბერგის ახალი ბიოტექნიკური საწარმოების მშენებლობა. ეს ობიექტები თავდაპირველად გამოყენებულ იქნება კიბოს საწინააღმდეგო საშუალებების ავასტინისა და ჰერცეპტინის აქტიური ინგრედიენტების წარმოებაში.
2004
კომპანია ,,ბაიერის” არარეცეპტურული სამკურნალო საშუალებების ქვედანაყოფის გაყიდვა
როში ყიდის თავის არარეცეპტურულ ბიზნესს (წამლები, რომლებიც აფთიაქში რეცეპტის გარეშე იყიდება) კომპანია ,,ბაიერზე”. გარიგება მოიცავს ღჩH-ს ყველა აქტივს და ხუთ ფარმაცევტულ ქარხანას გრენზახში (Grenzach, გერმანია), გაილარდში (Gaillard, საფრანგეთი), პილრში (Pilr, არგენტინა), კასაბლანკაში (მაროკო) და ჯაკარტაში (ინდონეზია).
2004
გალენის საერთაშორისო პრემია გადაეცა ფუზეონს
ფუზეონი, აივ-1-ის მკურნალობის უახლესი საშუალება, დაჯილდოვდა გალენის საერთაშორისო პრემიით.
2004
შეთანხმება თანამშრომლობაზე ჯაპან ტობაკოსთან, იაპონია
მოცემული შეთანხმების საფუძველზე, ძალისხმევა ფოკუსირებულ იქნა JTT-705-ის, ქოლესტერილ ესთერ ტრანსფერ პროტეინის ინჰიბიტორის (CETP)ჯაპან ტობაკო, იაპონია, შემუშავების ბოლო სტადიაზე, დისლიპიდემიის სამკურნალოდ
2004
პრეპარატის ოფიციალური წარდგენა: ტარცევა, ფილტვის კიბოს სამკურნალოდ
ტარცევა (ერლოტინიბი) დამტკიცებულ იქნა ამერიკის საკვებისა და წამლის სააგენტოს (აშშ) მიერ ადგილობრივად გავრცელებული ან მეტასტაზური ფილტვის კიბოს სამკურნალოდ უშედეგო (ერთი ან მეტი სქემით) ქიმიოთერაპიის შემდეგ.
2004


პრეპარატის ოფიციალური წარდგენა: ავასტინი, კიბოს მკურნალობა

  
ავასტინი (ბევაციზუმაბი) დამტკიცებულ იქნა შვეიცარიის ჯანდაცვის ორგანოების მიერ (Swissmedic) როგორც პირველი რიგის თერაპია პაციენტებისათვის მეტასტაზური კოლორექტული კიბოთი.