1

სევერინ შვანი 2008 წლიდან არის ჩვენი ხელმძღვანელი, რომელმაც ჩადო დიდი შრომა ინოვაციებსა და პერსონალიზებული მედიცინის განვითარებაში. იგი როშს შეუერთდა 1993 წელს როგორც სტაჟიორი და მას შემდეგ რჩება კომპანიაში. ის გატაცებულია როშით, რადგან „ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ მნიშვნელოვანი ღირებულება საზოგადოებისთვის, მათი სიცოხლის გადარჩენით და მილიონობით ადამიანისა თუ ოჯახის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებით“.

მოკლედ ჩვენი აღმასრულებელი დირექტორის შესახებ

ნაციონალობა: :ავსტრია,შვეიცარია,გერმანია.
დაბადების თარიღი:  1967
განათლება: ეკონომისტი, იურიდიული მეცნიერების დოქტორის ხარისხი., 
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული, 3 შვილი.
თავისუფალი დრო: თხილამურები, ლაშქრობა, ფილმების გადაღება, ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად დროის გატარება, კარგი წიგნის კითხვა ან ფილმის ყურება.

                                              სრული CV

 

კითხვები და პასუხები

ჩვენ ვკითხეთ სევერინ შვანს აზრი, შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:

რა არის თქვენი შთაგონების წყარო?

“ ჩვენ გაგვიმართლა, რომ COVID-19- ის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა შეგვიძლია. ეს არის ის, რაც ნამდვილად შთააგონებს როშს: გავლენა, რაც შეგვიძლია მოვახდინოთ ადამიანების ცხოვრებაზე .”

როშის კულტურა:

“ბოლო 125 წლის განმავლობაში, როში შეხვდა მრავალ გამოწვევას, რომელიც წარმატებით გადალახა. მე მჯერა, რომ სოლიდარობა და ერთიანობა, რის გამოცდილებასაც ეხლა ვიღებთ, უფრო დაგვაახლოვებს და ეჭვგარეშეა, რომ ეს კიდევ მეტად გაგვაძლიერებს. ”

სრულყოფილება მეცნიერებაში

“ როში იყენებს დიდი რაოდენობით კვლევით მიდგომებს ახალი მედიკამენტების შესაქმნელად. ჩვენი ჩართვა გენურ თერაპიაში იმედს უქმნის, განსაკუთრებით, იშვიათი დაავადებების მქონე ადამიანებს. ”

როგორ დავასტიმულიროთ ინოვაციები:

“ მეცნიერული წარმატების დაპროგრამება შეუძლებელია,მაგრამ ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ პირობები,რაც ამის შესაძლებლობას მოგვცემს: ღიაობა ახალი იდეებისადმი,გაბედულობა რისკის აღებისადმი. ჩვენს მკვლევარებს უნდა ჰქონდეთ თავისუფალი სამუშაო გარემო,რომ იმუშაონ თავიანთ იდეებზე და, უპირველეს ყოვლისა,მათ სჭირდებათ პოზიტიური გარემო, სადაც შეიძლება იდეების გაზიარება და დამოუკიდებელი აზროვნების წახალისება.“ ”

როგორ უმკლავდებით სტრესს ?

“ მე მჯერა რომ „ყოველდღიური ზეწოლა“ მხოლოდ მაშინ გადაიზრდება სტრესში, თუ გრძნობ, რომ სამყარო“ბრუნვას გააჩერებს“, შენ თუ გვერდით არ იქნები. თუმცა, რათქმაუნდა, ის ბრუნვას გააგრძელებს. თუ თქვენ საკუთარმნიშვნელობას გადამეტებულად არ აღიქვამთ, ესდაგეხმარებათ თქვენი სამუშაოს ეფექტურად შესრულებაში. .”

წარუმატებლობის გამბედაობა

“ წარუმატებლობის გარეშე წარმატება არ არსებობს.როდესაც თქვენ ნერგავთ რევოლუციურ ინოვაციას, მზად უნდა იყოთ ყოველგვარი ბარიერისთვის. თუ,თქვენ არ გეყოფათ გამბედაობა მიიღოთ წარუმატებლობა,მაშინ წარმატებას ვერ მიაღწევთ.ჩემი დიდი რწმენით,ჩვენ ისე უნდა აღვნიშნავდეთ წარუმატებლობას,როგორც წარმატებას აღვნიშნავთ .”

პერსონალიზირებული ჯანდაცვაა

“ მე ოპტიმისტურადვუყურებ მომავალს.ჩვენ გვაქს გამორჩეული პორტფოლიოდა ჩვენი ფარმაცევტული პრეპარატების და დიაგნოსტიკური საშუალებების კომბინაციის წყალობით, მონაცემთა მეცნიერებასთან ერთად- გვაქვს ძალიან კარგი შესაძლებლობა, მივაღწიოთ მნიშვნელოვან წარმატებას პერსონალიზებულ ჯანდაცვაში .”

ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა

“ ჩვენ გვსურს, რომ ყველას ჰქონდეს წვდომა ჩვენს დიაგნოსტიკურ საშუალებებსა და მედიკამენტებზე. მე ვამაყობ, რომ როში იყო ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელმაც შემოიტანა დიფერენცირებული ფასები. სოლიდარობა მდიდარ და ღარიბ ქვეყნებს შორის აუცილებელია მსოფლიოს მასშტაბით ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად.”