როშის შესახებ
კომპანია დაარსდა 1896 წელს ბაზელში (შვეიცარია). დღესდღეობით ოპერირებს მსოფლიოს 150 ქვეყანაში და 80000 მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული. ინვესტიციებმა კვლევებსა და მედიკამენტების შემუშავებაში 2009 წელს დაახლოებით 10 მილიარდი შვეიცარული ფრანკი შეადგინა, როშის ჯგუფის გაყიდვების მოცულობამ კი – 49,1 მილიარდი შვეიცარული ფრანკი. კომპანია როშს მთლიანად ეკუთვნის კომპანიების – Genentech (აშშ) და Chugai Pharmaceutical(იაპონია) საკონტროლო აქციები.

ჩვენი მუშაობის მიმართულებები:
ფარმაცევტული (მედიკამენტები)
დიაგნოსტიკური
პერსონალიზებული მედიცინა
დაფუძნდა რა 1896 წელს ქ. ბაზელში (შვეიცარია), კომპანია როში მედიკამენტების მწარმოებელი პატარა ლაბორატორიიდან გარდაიქმნა მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს ფარმაცევტულ კომპანიად, რომელიც აწარმოებს კვლევებს ჯანრთელობის დაცვის სფეროში და აქტიურად მუშაობს მსოფლიოს 150-ზე მეტ ყვეყანაში. როშის უნიკალურ პრეპარატებს, რომლებიც შემუშავებულია ყველაზე ინოვაციური ტექნოლოგიების საფუძველზე, შეუძლიათ გააუმჯობესონ ცხოვრების ხარისხი, საგრძნობლად გაახანგრძლივონ და ზოგჯერ გადაარჩინონ კიდეც პაციენტის სიცოცხლე.
დღესდღეობით კომპანია როში წარმოადგენს ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ერთ-ერთ ლიდერს, შედის მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების ხუთეულში ფარმაცევტულ დარგში, ხოლო დიაგნოსტიკის სფეროში პირველ ადგილს იკავებს.
თავისი არსებობის დასაწყისიდანვე როშმა ძირითად ამოცანად დაისახა სამედიცინო დახმარების ხარისხის გაუმჯობესება. ინტეგრირებული გადაწყვეტილებების შემუშავება, რომელიც აერთიანებდა დიაგნოსტიკურ და თერაპევტულ პროდუქციას, ასევე შესაბამისი მომსახურება – ეს არის საქმისადმი ნოვატორული მიდგომის კიდევ ერთი მაგალითი.
ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ შეგვიძლია მაქსიმალური ხარისხით შევასრულოთ ჩვენი ვალდებულებები საზოგადოების წინაშე დღეს და მომავალში – ინოვაციური მიღწევებით ხელი შევუწყოთ მედიცინის წინსვლას და უზრუნველვყოთ საუკეთესო მომსახურების ხარისხი ჯანმრთელობის დაცვის სფეროში.