skip to the content
01/12/2010

ავასტინი მეტასტაზური კოლორექტული კიბოს დროს

  

მეტასტაზური კოლორექტული კიბოს ავასტინით პირველი ხაზის მკურნალობის დროს ინტრავენურ ფტორურაცილთან  კომბინაციაში აღინიშნა გადარჩენადობის მნიშვნელოვანი ზრდა.

ავასტინისა და IFL (ირინოტეკანი + ფტორურაცილი + ლეიკოვორინი) კომბინაცია

კვლევა 2107

ჩატარდა რანდომიზებული, კონტროლირებადი, მესამე ფაზის  კვლევა-2107 (N=923), მეტასტაზური კოლორექტალური კიბოს ავასტინით პირველი ხაზის თერაპიის შესახებ. კვლევაში გამოყოფილი იყო 3 ჯგუფი: I ჯგუფი იღებდა IFL + პლაცებოს, II ჯგუფი - IFL + ავასტინს (5მგ/კგ ი.ვ.) ყოველ 2 კვირაში ერთხელ, III ჯგუფი - FU/LV + ავასტინს (5მგ/კგ ი.ვ.) ყოველ 2 კვირაში ერთხელ. კვლევის პირველად მიზანს წარმოადგენდა საერთო გადარჩენადობა -  Oშ. კვლევის მეორად მიზანს წარმოადგენდა ობიექტური პასუხის სიხშირე- Oღღ, დაავადების პროგრესირების გარეშე პერიოდი (წლები) -  PFS, ობიექტური პასუხის ხანგრძლივობა. კვლევის პროტოკოლის მიხედვით, გვერდითი მოვლენების  გამო ადრეულ ეტაპზე შეწყვეტილი ქიმიოთერაპიის შემთხვევაში, ავასტინით მკურნალობა გრძელდება დაავადების პროგრესირებამდე.

III ფაზის კვლევა 2107-ის დიზაინი 

კვლევა 2107-ს დიზაინი

მესამე ჯგუფში პაციენტების ჩართვა მოხდა მას შემდეგ, რაც ზოგიერთი პაციენტისთვის საჭირო გახდა II ჯგუფის მკურნალობის შეწყვეტა. მესამე ჯგუფის მკურნალობა წყდებოდა, როდესაც შუალედური ანალიზით ვლინდებოდა ავასტინი + IFL შედარებითი უსაფრთხოება.

საერთო გადარჩენადობის (OS) მნიშვნელოვანი ზრდა კვლევაში - 2107  ავასტინი + IFL

საერთო საშუალო გადარჩენადობის სტატისტიკურად სარწმუნო ზრდის დემონსტრირებით 30%-ით (20.3 vs 15.6 თვე, HR=0.66, P<0.001). მიღწეულ იქნა კვლევის პირველადი მიზანი. გადარჩენადობის ასეთი მნიშვნელოვანი პერიოდით (4.7 თვით) გაზრდა მეტასტაზური კოლორექტული კიბოს მკურნალობისას  არ დაფიქსირებულა არცერთი სხვა მესამე ფაზის კვლევით.  კვლევის პროტოკოლით ავასტინის მიღება გრძელდებოდა დაავადების პროგრესირებამდე. მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა შეადგენდა 40.4 კვირას.

საერთო საშუალო გადარჩენადობა : 20.3 vs 15.6 თვე (HR=0.66, P<0.001)

საერთო გადარჩენადობა კვლევაში 2107

მნიშვნელოვანი გაუმჯობესება კვლევის სხვა მეორად მიზნებში

საერთო საშუალო გადარჩენადობის გაზრდის გარდა ავასტინისა და IFL კომბინაციამ აჩვენა   დადებითი დინამიკა  კვლევის სხვა მეორად მიზნებში.  ავასტინი + IFL მკურნალობისას მხოლოდ IFL –თან შედარებით აღინიშნა დაავადების პროგრესირების გარეშე პერიოდის PFშ (თვეები) გაზრდა 4.4-თვით (71%)- (10.6 ვს 6.2 თვე,P<0.001).1,2
კვლევაში – 2107, პროგრესირების გარეშე პერიოდის PFშ მრუდის შესწავლამ აჩვენა, რომ ავასტინი + IFL მნიშვნელოვნად ამცირებს დაავადების პროგრესირების რისკს.  ავასტინი + IFL-ის ჯგუფში დაავადების პროგრესირების გარეშე პერიოდი 1 წლამდე მიღწეული იქნა პაციენტთა დაახლოებით 90%-ში და პაციენტებს კვლავ გაუგრძელდათ მკურნალობა ავასტინით. ავასტინი + IFL, IFL –ით მონოთერაპიასთან  შედარებით მნიშვნელოვნად ზრდის საერთო ობიექტური პასუხის სიხშირეს -ORR (45% vs 35%, P<0.01).

მეტასტაზური კოლორექტული კიბოს პირველი ხაზის თერაპიის შემთხვევაში ავასტინი + IFL 71% -ით ზრდის საშუალო  PFS-ს

პროგრესირების გარეშე პერიოდი

 საშუალო PFS: 10.6 vs 6.2 თვე (HR=0.54, P<0.001)

ავასტინი+ IFL ასევე მნიშვნელოვნად  აუმჯობესებს ORR–ს IFL მონოთერაპიასთან შედარებით - 45% vs 35% (P<0.01), ხანგრძლივობა კი ავასტინი + IFL მკურნალობისას 46%-ით იზრდება (10.4 vs 7.1 თვე).

ავასტინის ეფექტურობა კვლევაში  2107 (P<0.01)

ავასტინის ეფექტურობა კვლევაში 2107

 

2107 კვლევაში  მეტასტაზური კოლორექტული კიბოს დროს (mCRC) მკურნალობის I ხაზში ავასტინი + IFL ჯგუფში IFL ჯგუფთან შედარებით აღინიშნა მე-3-4 ხარისხის შემდეგი გვერდითი ეფექტების მატება ≥2% –ით: ასთენია (10% vs 7%), მუცლის ტკივილი (8% vs 5%), ტკივილი (8% vs 5%), ჰიპერტენზია (12% vs 2%), ღრმა ვენების თრომბოზი (9% vs 5%), ინტრა-აბდომინალური თრომბოზი (3% vs 1%), სინკოპე (3% vs 1%), ფაღარათი (34% vs 25%), ყაბზობა (4% vs 2%), ლეიკოპენია (37% vs 31%), ნეიტროპენია (21% vs 14%)

• ბევაციზუმაბის შემცველი თერაპია: წარმოადგენს National Comprehensive Cancer Network (NCCN)-მიერ რეკომენდებულ რეჟიმს ყველა პაციენტისათვის, მათ შორის პოტენციურად რეზექტაბელური დაავადების მქონე პაციენტებისათვისაც.
• ბევაციზუმაბი + IV 5-FU/LV წარმოადგენს NCCN-მიერ რეკომენდირებულ მკურნალობის კურსს პაციენტებისათვის, რომლთათვისაც ინტენსიური ქიმიოთერაპია უკუნაჩვენებია.

ავასტინით I ხაზის თერაპიის მეორე ფაზის კვლევა 2192

• კვლევა  2192 წარმოადგენს რანდომიზებულ კონტროლირებად, მეორე ფაზის კვლევას. კვლევაში ჩართული იყო პაციენეტბი, რომლთათვისაც არ იქნა მიზანშეწონილად  მიჩნეული ირინოტეკანით პირველი ხაზის თერაპიის ჩატარება. პაციენტებს უტარდებოდათ მკურნალობა  IV 5-FU/LV + ავასტინით ან მხოლოდ 5-FU/LV-ით . (ასაკი ≥65 წელი, ECOG 1 ან 2, ალბუმინი ≤3.5 გ/დლ, მუცლის ან მენჯის ღრუზე ჩატარებული რადიოთერაპია)

პროგრესირების გარეშე პერიოდის გაზრდა 67%-ით პირველი ხაზის კომბინაციური თერაპიისათვის შეუთავსებელ პაციენტებში

პროგრესირების გარეშე პერიოდი კვლევაში 2192

  • NCCN=National Comprehensive Cancer Network.
  • ECOG=Eastern Cooperative Oncology Group.
  • Median PFS: 9.2 vs 5.5 months (HR=0.50, P=0.0002)
  • 

რეზექტაბელური და არარეზექტაბელური დაავადების მქონე პაციენტებისათვის, რომლებიც შეიძლება იყვნენ ნამკურნალები ბევაციზუმაბის შემცველი რეჟიმებით, 2010 წლის NჩჩN გაიდლაინების მიერ რეკომენდირებულია შემდეგი:

  • NCCN გაიდლაინების მიხედვით ბევაციზუმაბის მიღება უნდაშეწყდეს ქირურგიულ მკურნალობამდე სულ მცირე 6 კვირით ადრე.
  • ბევაციზუმაბით მკურნალობის დაწყება ან გაგრძელება არ შეიძლება ოპერაციიდან სულ მცირე 28 დღის განმავლობაში ან ჭრილობის სრულ შეხორცებამდე.
  • NCCN გაიდლაინების მიხედვით ბევაციზუმაბის მიღების განახლება შეძლება ოპერაციიდან მხოლოდ 6-8 კვირის შემდეგ.
  • 

ავასტინით ჩატარებული პირველი ხაზის მკურნალობა აუმჯობესებს გამოსავალს.
ავასტინი I ხაზში გამოყენებისას აუმჯობესებს გამოსავალს  მეტასტაზური კოლორექტალური კიბოს მქონე პაციენტთა სხვადასხვა ქვეჯგუფებში.

ავასტინმა აჩვვენა გადარჩენადობის ზრდა პაციენტთა სხვადასხვა.

  • მხოლოდ ღვიძლის დაზიანებით მიმდინარე ქვეჯგუფის გარდა, ყველა დანარჩენში ჩატარებულია დაწვრილებითი პრესპეციფიკური ანალიზი. დამატებით პრესპეციფიურ ქვეჯგუფებს, სადაც დაფიქსირდა გადარჩენადობის მაჩვენებლის ზრდა,  წარმოადგენდა: ასაკი<40, ასაკი 40–64,სქესი, რასა, პირველადი სიმსივნის მდებარეობა, ალბუმინის საწყისი კონცენტრაცია, ტუტე ფოსფატაზას საწყისი კონცენტაცია, ლაქტატდეჰიდროგენაზასა საწყისი კონცენტრაცია, დაავადების ხანდაზმულობა, სამიზნე ორგანოს მაქსიმალური დიამეტრი, ჩატარებული სხივური თერაპია
  • ყველაზე ხშირად მეტასტაზები ვითარდება ღვიძლში (78%),  ფილტვებსა (48%) და ლიმფურ კვანძებში (25%).
  • შედეგები მიღებულია მონაცემების პროსპექტული ანალიზით.