ჩვენი სტრატეგია

სამწუხაროდ, დაახლოებით შემთხვევათა ნახევარში მედიკამენტები არ გვაძლევენ მოსალოდნელ ეფექტს, ხოლო ზოგიერთი დაავადების დროს წამლების ეფექტურობა კიდევ უფრო დაბალია. ამიტომ კომპანია როში შეიმუშავებს პერსონალიზირებული მედიცინის სტრატეგიას“.

სევერინ შვანი - კომპანია როშის ჯგუფის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი

როშის მთავარ ამოცანას წარმოადგენს ისეთი გადაწყვეტილებების შეთავაზება, რომელიც ექიმებს დაავადების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საუკეთესო შესაძლებლობას მისცემს.

პერსონალიზირებული მედიცინის პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ გამოიყენოს მოლეკულური ბიოლოგიის და დიაგნოსტიკის თანამედროვე მიღწევები, რომ უზრუნველყოს თერაპია მოარგოს კონკრეტულ პაციენტს და აამაღლოს მკურნალობის ხარისხი. როში თავის მიზნად ისახავს მაქსიმალურად დააახლოვოს ერთმანეთთან მედიკამენტის შესაძლებლობები და პაციენტის მოთხოვნები. წარმოადგენს რა ერთ-ერთ წამყვან კომპანიას ჯანმრთელობის დაცვის სფეროში და ერთმანეთს ერთდროულად უთავსებს ორ მიმართულებას: ფარმაცევტულს და დიაგნოსტიკურს, კომპანია როში ფლობს უნიკალურ შესაძლებლობებს პერსონალიზირებული მედიცინის განხორციელებისთვის.

პერსონალიზირებული მედიცინის გამოჩენა

პერსონალიზირებული მედიცინა ფლობს უდიდეს შესაძლებლობებს გახადოს სამედიცინო მომსახურება უფრო ეფექტური, უსაფრთხო და ამავდროულად შეამციროს დანახარჯები. პოტენციალის საბოლოო რეალიზაციამდე პერსონალიზირებულ მედიცინას დაჭირდება დრო, მაგრამ უკვე ცნობილია, რომ პრინციპი „ერთი წამალი ყველასთვის“ ჩაბარდა წარსულს.

მედიკამენტური პრეპარატები ხდებიან უფრო ინდივიდუალურები

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კომპანია როშმა წარმოადგინა დიაგნოსტიკური და ფარმაცევტული მიმართულებების ერთობლივი საქმიანობის მაგალითები, რომელიც მიმართულია პერსონალიზირებული მედიცინის განვითარებისაკენ. ჩვენი ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ დაავადების მოლეკულური მექანიზმების თანამედროვე ცოდნაზე დაყრდნობით, უზრუნველვყოთ ჯანდაცვის მუშაკები უფრო ინფორმატიული დიაგნოსტიკური საშუალებებით და თარგეთული პრეპარატებით (რომლებიც მოქმედებენ ზუსტად განსაზღვრულ სამიზნეზე). ეს უფრო თვალსაჩინოა შემდეგ მაგალითებზე:

ონკოლოგია

ძუძუს კიბო: კომპანია როში-Ventana-ს (ჰისტოლოგიური დიაგნოსტიკა) სპეციალური ტესტის მეშვეობით ძუძუს კიბოს სიმსივნური უჯრედების ზედაპირზე განისაზღვრება ეპიდერმული ზრდის ფაქტორების რეცეპტორების ჰიპერექსპრესია (HER2). ეს საშუალებას გვაძლევს გამოვავლინოთ პაციენტი, რომელთვისაც ჰერცეპტინით თერაპია იქნება განსაკუთრებით ეფექტური, რადგანაც პრეპარატის მოქმედება მიმართულია ზუსტად ამ ზრდის ფაქტორის წინააღმდეგ.

მსხვილი და სწორი ნაწლავის კიბო: ტესტ-სისტემა K-RAS მუტაციის ტესტი გამოავლენს სიმსივნე-სპეციფიურ მუტაციებს, რომელიც განსაზღვრავს კოლორექტალური კიბოთი დაავადებული პაციენტების დაავადების პროგნოზს. ზოგიერთი პრეპარატი კოლერექტალური და სხვა კიბოს მკურნალობისთვის ნაჩვენებია მხოლოდ იმ პაციენტებისათვის, რომელთაც ასეთი მუტაცია არ აღენიშნებათ. შესაბამისად აღნიშნული ტესტი ექიმებს ეხმარებათ გამოავლინონ პაციენტები, რომელიც უკეთესად უპასუხუბენ ჩატარებულ თერაპიას.

ვირუსოლოგია

აივ ინფექციის მაღალსპეციფიკური ტესტები ექიმებს აძლევთ საშუალებას აკონტროლონ ანტირეტროვირუსული თერაპიის ეფექტურობა, განსაზღვრონ თერაპიისადმი მდგრადობის განვითარება და შეცვალოს მკურნალობის რეჟიმი. 

ვირუსული С ჰეპატიტი: მაღალმგრძნობიარე ტესტ-სისტემა, რომელიც დაფუძნებულია პოლიმერიზაციის ჯაჭვურ რეაქციაზე რეალური დროის რეჟიმში, გამოიყენება სისხლში ვირუსის რაოდენობის განსაზღვრისათვის და ექიმებს აძლევს საშუალებას თერაპიაზე პასუხის მიხედვით პაციენტს შეურჩიოს მკურნალობის ოპტიმალური სქემა. 

ნივთიერებათა ცვლა

ოსტოპოროზი: ანტირეზორბციული თერაპიის ეფექტურობის კონტროლი ექიმებს საშუალებას აძლევს პაციენტების მოთხოვნების შესაბამისად ჩაატარონ ადაპტირებული მკურნალობა.