ციფრები და ფაქტები

 

ინოვაციები რჩება მთავარ ასპექტად კომპანია როშის მოღვაწეობაში. ინვესტიციებმა, რომელიც ჩადებულია სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებში, როგორც მედიკამენტური საშუალებების შემუშავება, ასევე ჩატარებული კლინიკური კვლევები, 2009 წელს შეადგინა 10 მილიარდი დოლარი, 7000 თანამშრომელზე მეტი დაკავებულია სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობით.

როშის კვლევითი ცენტრები განლაგებული მთელს მსოფლიოში, თვითოეულ მათგანს აქვთ თავიანთი სპეციალიზაცია:

  • ბაზელი, შლირენი (შვეიცარია);

  • ველვინი (ინგლისი);

  • კულმბახი, პენცბერგი (გერმანია);

  • მედისონი, ნატლი, პალო ალტო (აშშ);

  • შანხაი (ჩინეთი);

  • სიდნეი (ავსტრალია);

  • ტორონტო (კანადა).

მიმდინარე და დასრულებული კვლევების შესახებ სრულ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ „როშის კლინიკური კვლევების რეგისტრი“-ს ვებ-გვერდზე http://www.roche-trials.com.

კომპანია როში - სამჯერ ნობელის პრემიის ლაურეატი

კომპანია როშის მნიშვნელოვანი შენატანი ფიზიოლოგიის და მედიცინის განვითარებაში იყო შეფასებული ნობელის პრემიის გადაცემით: 1984 წელს დაჯილდოვდა სამი ევროპელი მეცნიერი – ნილს კაი იერნე (Niels Kaj Jerne), სეზარ მილშტეინი (Cesar Milstein), გეორგ კიოლერი (Georges Kohler) – მონოკლონალური ანტისხეულების შემუშავებისათვის, ხოლო 1987 წელს – სუძუმი ტონეგავა (Susumu Tonegawa)  – ანტისხეულების წარმოქმნის კონტროლის გენეტიკური მექანიზმის შესწავლისათვის.

კომპანია როშის სამი ევროპელი მეცნიერის ინოვაციამ იმუნური სისტემის სტრუქტურისა და მექანიზმების მოქმედების შესწავლის საქმეში, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა როშის სამეცნიერო მიმართულების განვითარებაში, მიიღო საერთაშორისო აღიარება.

იერნი და კიოლერი მუშაობდნენ ბაზელის იმუნოლოგიის ინსტიტუტში, რომელიც დაარსა კომპანია როშმა. პროფესორ ნილს კაინ იერნეს სადოქტორო დისერტაცია (1911-1994) იყო მიძღვნილი ანტიგენ-ანტისხეულის რეაქციების თემას. იგი დღესაც რჩება ეტალონად იმუნოლოგიის დარგში. მისმა ბოლო თეორიებმა, რომლებიც ეყრდნობოდა მოლეკულურ ბიოლოგიას და გენეტიკას, საფუძვეკლი დაუდო თანამედროვე იმუნოლოგიას. მან შეიმუშავა იმუნური პასუხის რაოდენობრივი შეფასებისა მაღალტექნოლოგიური მეთოდი.

1974 წელს დოქტორი გეორგ კიოლერმა (1946-1995) განაგრძო მუშაობა კემბრიჯის სამედიცინო კვლევების ბრიტანული საბჭოს მოლეკულურ ლაბორატორიაში კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორთან სეზარ მილშტეინთან (1927-2002) ერთად. 1975 წლის დასაწყისში მათ შეძლეს მიეღოთ მონოკლონალური ანტისხეული ორი ტიპის იმუნური უჯრედის  შეერთებით. 1976 წელს დოქტორი კელერი დაბრუნდა ბაზელის უნივერსიტეტში, სადაც წარმატებით გააგრძელა ექსპერიმენტები ანტისხეულების წარმოქმნის უჯრედული გენეტიკის დარგში.

1987 წელს ნობელის პრემია მიიღო სუძუმი ტონეგავამ – პრემია გახდა აღიარება მისი მუშაობისა, რომელიც შეასრულა 1975-1981 წლებში და მიუძღვნა ანტისხეულების მაკოდირებელი გენების სტრუქტურას და მათი გარდაქმნის მექანიზმებს. მან გამოავლინა, რომ დიდი მილიარდობით სხვადასხვა ტიპს ანტისხეულის წარმოქმნაზე იმუნურ B-უჯრედებში, პასუხისმგებელია მხოლოდ რამდენიმე ასეული გენი.

1993 წელს ამერიკელმა მეცნიერმა კერი ბ. მულისმა, რომელმაც შეიმუშავა პოლიმერაზას ჯაჭვური რეაქციის მეთოდი, მიიღო ნობელის პრემია ქიმიის დარგში.

coin
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
გალენის პრემია

კომპანიის უნიკალურ პრეპარატებს  28-ჯერ მიენიჭა გალენის უმაღლესი საერთაშორისო ფარმაცევტული პრემია, რომელსაც ხშირად უწოდებენ ნობელის პრემიას გამოყენებითი სამედიცინოკვლევების სფეროში.აჯილდოვებდნენ იმ პროდუქციის შემუშავებისათვის და ბაზარზე გამოშვებისათვის, რომლებიც განავითარებენ მსოფლიო ჯანმრთელობის დაცვას. დღესდღეობით ამ საპრიზო პროგრამაში მონაწილეობას იღებს ევროპის და ამერიკის 11 ქვეყანა. ჟიურის შემადგენლობაში შედიან ცნობილი ექიმები, ფარმაკოლოგები, ტოქსიკოლოგები და ფარმაცევტები.