როშეს ჯგუფი, Genentech და Chugai კომპანიების ჩათვლით – არის ბიოტექნოლოგიების ლიდერი მრავალი ქვეყნის მრავალრიცხოვანი სამეცნიერო და საწარმოო ფილიალებით.

რით არის უნიკალური ბიოტექნოლოგიური პრეპარატების წარმოება?

ბიოტექნოლოგიური პრეპარატების წარმოების დროს გამოიყენება ცოცხალი გენეტიკურად მოდიფიცირებული ბაქტერიის, სოკოს ან კიდევ უფრო მაღალორგანიზებული ძუძუმწოვრის უჯრედები. ბიოტექნოლოგიური წარმოება რთული და ხანგრძლივი პროცესი. რადგან უჯრედი წარმოადგენს ცოცხალ ორგანიზმს, ამიტომ ის ძალიან მგრძნობიარეა და რეაგირებს გარემოს უმნიშვნელო ცვლილებაზეც კი. შესაბამისად ბიოტექნოლოგიური აქტიური ინგრედიენტების წარმოება მოითხოვს სპეციალურ მაღალტექნოლოგიურ აღჭურვილობის მოხმარებას და შესაბამის ცოდნას.

Monoclonal_antibody_production

წარმოების ყველა ეტაპი ხორციელდება მკაცრად კონტროლირებული რეჟიმით. ზოგიერთი პრეპარატის მაღალი მგრძნობელობა განაპირობებს იმას, რომ შემთხვევათა უმრავლესობაში ისინი იწარმოება საინექციო ხსნარების სახით.

როში უზრუნველყოფს ბიოფარმაცევტული პრეპარატების ფართო არჩევანს ექიმებისთვის და პაციენტებისთვის მთელს მსოფლიოში. ბიოფარმაცევტულმა პროდუქტებმა გარდატეხა შეიტანეს ბევრი დაავადების მკურნალობაში.



როშის ბიოტექნოლოგიური მედიკამენტებია:

ავასტინი - თირკმლის კიბოს მკურნალობა, ფილტვის, ძუძუს, მსხვილი ნაწლავის კიბოს მკურნალობა; 

აქტემრა - რევმატოიდული ართრიტის მკურნალობა;
მაბტერა - რევმატოიდული ართრიტის, არაჰოჯკინის ლიმფომების მკურნალობა;

რეკორმონი - ანემია

პეგასისი და კოპეგუსი - С  ჰეპატიტი;  

ჰერცეპტინი - ძუძუს მეტასტაზური კიბო.