პეგასისის მზა შპრიცი

როგორ უნდა შევინახო პეგასისის მზა შპრიცი?
პეგასისი უნდა ინახებოდეს  მაცივარში +2+8C° ტემპერატურაზე (36-46 F°).

არ დატოვოთ პეგასისი მაცივრის გარეთ 24 საათზე მეტი.

არ გაყინოთ პეგასისი. პეგასისის შენახვამ რეკომენდებულ ტემპერატურის გარეშე, შეიძლება გამოიწვიოს პრეპარატის გაფუჭება.
პეგასისის მზა შპრიცის  გამოყენება შეიძლება მხოლოდ ერთხელ. გადააგდეთ გამოყენების შემდეგ.
არ შეანჯღრიოთ პეგასისის შპრიცი.
პეგასისის ისევე როგორც ნებისმიერი სხვა მედიკამენტი შეინახეთ  ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.

როგორ უნდა მოვამზადო და მოვახიდნო პეგასისის ინექცია?
თუ თქვენ ინექციას უკეთებთ სხვა პიროვნებას საჭიროა სიფრთხილე, რათა თავიდან აიცილოთ შემთხვევითი ჩხვლეტა.  გამოყენებული ნემსის შემთხვევითმა ჩხვლეტამ შეიძლება გამოიწვიოს დაავადების თქვენზე გადასვლა.

pegasys1.jpg

1. არ გამოიყენოთ პეგასისი თუ:

1)პრეპარატი არის ამღვრეული
2)პრეპარატს აქვს ნაწილაკები, რომლებიც მასში ტივტივებს
3)პრეპარატი არის ნებისმიერი სხვა ფერის გარდა უფერულიდან ოფალესცენტრულამდე
4)ვარგისიანობის ვადამ უკვე გაიარა



2. ნემსის მიმაგრება პეგასისისსაინექციოდ გამზადებულ შპრიცზე:

PEG2

1) ამოიღეთ ნემსი მისი შეფუთვიდან. არ მოაცილოთ ნემსის დამცავი ჯერ. დატოვეთ ნემსი დაფარულ მდგომარეობაში იმ მომენტამდე, ვიდრე გაიკეთებთ ინექციას.

2)მოაცილეთ და გადააგდეთ რეზინის სახურავი შპრიცის კონტეინერის წვეტიდან.


3)დაიჭირეთ ნემსი იმ ადგილთან ახლოს სადაც ნემსის მწვანე სახურავი  უერთდება.


PEG3

4)დაამაგრეთ ნემსი შპრიცზე მარტივი მობრუნების მოძრაობით რათა მოუჭიროთ ნემსი შპრიცს. 
5)ეს არის აწყობილი შპრიცის სურათი:

6)დაიკავეთ შპრიცი ჰორიზონტალ მდგომარეობაში გამოყენებამდე
7)თუ თქვენ უნდა დადოთ შპრიცი მაგიდაზე, დარწმუნდით რომ ნემსის დამცავი ფარავს ნემსს. არასოდეს დაუშვათ ის, რომ ნემსი შეეხოს რაიმე ზედაპირს.


PEG4




3. გადაწყვიტეთ სად გააკეთებთ ინექციას.

ამოირჩიეთ ადგილი თქვენს მუცელზე ან ბარძაყზე (იხილეთ სურათი ქვემოთ). ერიდეთ მენჯის და წელის ადგილს. 

PEG6
PEG5







თქვენ უნდა გამოიყენოთ განსხვავებული ადგილი ყველა ინექციის დროს.

4. მოამზადეთ თქვენი კანი ინექციისთვის.
1)იმისთვის რომ მოახდინოთ ინექციის დისკომფორტის მინიმიზება, თქვენ შეიძლება ნაზად დაიზილოთ ის ადგილი, სადაც აპირებთ ნემსის გაკეთებას.

2)გაასუფთავეთ ეს ადგილი სპირტიანი ბამბის გამოყენებით. მიეცით კანს 10 წამი გასაშრობად.

PEG7

5. მოამზადეთ შპრიცი ინექციისთვის.
1)გამოწიეთ ნემსის მწვანე სახურავი ნემსიდან შპრიცის კონტეინერის მიმართულებით. ნემსის მწვანე სახურავი დარჩება იმ მდგომარეობაში, როგორშიც გააჩერებთ, არ მოაძროთ ის. ეს არის ნემსის ჩხვლეტისგან დამცავი ხელსაწყო.
2)დაიჭირეთ შპრიცის-ნემსის შესაერთებელი შპრიცთან მჭიდროდ.
3)მოაცილეთ გამჭვირვალე, პლასმასის ნემსის დამცავი რომელიც ფარავს ნემსს მისი პირდაპირ გაქაჩვის გზით.

PEG8

6. მოაცილეთ ჰაერის ბუშტუკები შპრიციდან.
1)დაიჭირეთ შპრიცი ნემსით მაღლა.
2)თუ თქვენ დაინახავთ პატარა ბუშტუკებს, გამოწიეთ შპრიცის მისაჭერი.
3)თქვენი ცერისა და თითების გამოყენებით, ფრთხილად შეეხეთ შპრიცს რომ ბუშტუკები მოექცეს შპრიცის ზედა ნაწილში (მცირე ბუშტუკები შეიძლება დარჩეს შუშის ზედაპირზე).
4)ფრთხილად მიაწექით მისაჭერს, რომ გამოდევნოთ ჰაერის ბუშტუკები შპრიციდან;

5)თუ თქვენ ხედავთ რომ კიდევ არის ჰაერის მცირე ბუშტუკები შუშის ზედაპიზე მას შემდეგ რაც გამოდევნით ჰაერის ბუშტუკებს, თქვენ მაინც შეგიძლიათ ინექციის გაკეთება, რადგანაც მცირე ზომის ბუშტუკები არ გავნებთ.

PEG9

7. დოზის კორექტირება
1)თქვენს ექიმს შეიძლება არ უნდოდეს რომ თქვენ სრულად გამოიყენოთ წამალი რომელიც მოთავსებულია საინექციოდ მომზადებულ შპრიცში.
2)იმისთვის რომ სწორად მოახდინოთ იმ დოზის მიღება, რომელსაც თქვენი ექიმი დაგინიშნავთ, თქვენ შეიძლება ინექციამდე დაგჭირდეთ წამლის ნაწილის გადაღვრა.
3)შპრიცს აქვს აღნიშვნები 180მკგ, 135მკგ და 90მკგ. თქვენი ექიმი გეტყვით რომელი ნიშნული უნდა გამოიყენოთ.
4)მას შემდეგ რაც იცით რომელი ნიშნული გამოიყენოთ, ფრთხილად მიაწექით შპრიცის მისაჭერს რომ მოხდეს პრეპარატის გამოძევება შპრიციდან. მიაწექით მანამ, ვიდრე შპრიცის მისაჭერი არ მიაღწევს შპრიცის შესაბამის ნიშნულს.
5)არ მოუკლოთ ან მოუმატოთ თქვენი პეგასისის დოზა, თუ ამას არ გეტყვით თქვენი ექიმი.

8. პეგასისის ინექციის სხვისთვის გაკეთება.

PEG10

1)მოათავსეთ ნემსის წვეტი ნახვრეტის სახით ზემოთ;
2)თქვენი ცერა და საჩვენებელი თითით კანის ნაკეცი გააკეთეთ მუცელზე ან ბარძაყზე.

3)დაიკავეთ შპრიცი როგორც კალამი 45°-დან 90° კუთხით თქვენს კანთან მიმართებაში. ერთი სწრაფი მოძრაობით, შეიყვანეთ ნემსი სანამ ის შევა მოკეცილ კანში. შპრიცის მისაჭერი ოდნავ გამოქაჩეთ უკან. თუ სისხლი შევა შპრიცში, ეს ნიშნავს რომ თქვენ ნემსი კაპილარში შეიყვანეთ. არ მოახდინოთ ინექცირება. გამოიღეთ ნემსი და გადააგდეთ, როგორც მოცემულია სურათზე ქვევით. გაიმეორეთ ეს პროცედურა ახალი, საინექციოთ მომზადებული შპრიცით და მოამზადეთ ახალი ადგილი.

PEG11

4)თუ სისხლი არ გამოჩნდება, ხელი გაუშვით კანის ნაკეცს და ფრთხილად მიაწექით შპრიცის მისაჭერს ბოლომდე, იმისთვის რომ მიიღოთ თქვენი პრეპარატის სრული დოზა.
 
5)ნემსი გამოიყვანეთ იმავე კუთხით, როგორც მოხდა მისი შეყვანა.
6)გაიწმინდეთ ნანემსარი სპირტიანი ბამბით.

9. უსაფრთხოებისთვის, ვიდრე გადააგდებთ თქვენს შპრიცსა და ნემსს, წინ მიაწექიით ნემსის მწვანე სახურავს ნემსის მიმართულებით. შემდეგ მწვანე სახურავის თავისუფალი ბოლო მოათავსეთ სწორ ზედაპირზე და მიაწექით ვიდრე ის გამოცემს ჩაკეტვის ხმას და მთლიანად დაფარავს ნემსს.ყოველთვის მოათავსეთ თქვენი შპრიცი და ნემსი გახვრეტის გამძლე კონტეინერში გამოყენებისთანავე და არასოდეს გამოიყენოთ ხელახლა. მოათავსეთ თქვენი გადასაგდები კონტეინერი ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.

PEG13

როგორ უნდა გადააგდოთ მასალა, რომელიც გამოიყენეთ პეგასისის ინექციისთვის?
შეიძლება არსებობდეს სპეციალური ქვეყნის ან ადგილობრივი კანონები, რომლებიც განსაზღვრავს გამოყენებული ნემსებისა და შპრიცების გადაგდების მეთოდებს. თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევნტმა უნდა მოგაწოდოთ მითითებები იმის შესახებ, თუ როგორ გადააგდოთ სწორად გამოყენებული ნემსები და შპრიცები. ყოველთვის  მისდიეთ ამ მითითებებს.


PEG14

ქვემოთ მოცემული მითითებები უნდა იქნას გამოყენებული როგორც გადაგდების ზოგადი მითითებები:
• ნემსებისა და შპრიცების ხელახალი გამოყენება დაუშვებელია
• ყოველთვის ჩადეთ შპრიცები და ნემსები ჩხვლეტის საწინააღმდეგო გადასაგდებ კონტეინერში რომელიც ხელმისაწვდომი იქნება თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მეშვეობით (შარპის კონტეინერი).
• არ გამოიყენოთ შუშის ან გამჭვირვალე პლასტმასის კონტეინერები ნემსებისა და შპრიცების გადასაყრელად.
• გადააგდეთ მთლიანი კონტეინერი თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის რჩევის შესაბამისად.
არ ჩააგდოთ კონტეინერი თქვენს საყოფაცხოვრებო ნაგავში. არ გადაამუშავოთ. მოათავსეთ კონტეინერი ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.