hiv

კოინფექცია HCV + HIV

შეერთებულ შტატებში დაახლოებით 1 000 000 ადამიანს აქვს ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი - ამ ადამიანთა დაახლოებით ერთ მესამედს აქვს ასევე C ჰეპატიტი. უკანასკნელი ორი დეკადის მანძილზე აივ თერაპიაში მნიშვნელოვანი გაუმჯობესებების გამო, C ჰეპატიტთან დაკავშირებული დაავადებები გამოვლინდა როგორც ჯანმრეთელობის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ორივე ინფექციის დროს.
პაციენტებში C ჰეპატიტითა და ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით, ღვიძლის დაავადება არის სიკვდილიანობის ერთ ერთი მიზეზი.
ადრე არ არსებობდა C ჰეპატიტის დამტკიცებული მკურნალობა  იმ პაციენტებისთვის, რომლებიც არიან დადებითნი ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსზე. თუმცა, პეგასისითა და კოპეგუსით® (რიბავირინი, USP) კომბინირებული თერაპია იყო დამტკიცებული შეერთებული შტატების საკვებისა და წამლების ადმინისტრაციის (FDA) მიერ C ჰეპატიტის სამკურნალოდ ორივე ინფექციის მქონე პაციენტთა ჯგუფში. ესმტკიცებულება დამყარებული იყო მნიშვნელოვან კლინიკურ კვლევებზე რომლებმაც აღმოაჩინეს რომ 10-დან 4 ადამიანში (40%), რომლებსაც ჰქონდათ კლინიკურად სტაბილური აივ, C ჰეპატიტისგან გამოწვეული ღვიძლის ავადმყოფობა, და არ იყვნენ მანამდე ნამკურნალები ინტერფერონით, კარგად რეაგირებდნენ C ჰეპატიტის მკურნალობაზე პეგასისითა და კოპეგუსით.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ მედიკამენტის ინსტრუქცია.