C ჰეპატიტი

virusC

რა  არის C ჰეპატიტი?

 C ჰეპატიტი – ღვიძლის ვირუსული ანთებაა, რომელსაც იწვევს ფლავივირუსების ჯგუფის ვირუსი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით მსოფლიოში:
• C ჰეპატიტის ვირუსით 180 მილიონი ადამიანია ინფიცირებული
• C ჰეპატიტის ვირუსით ყოველწლიურად 3–4 მილიონი ადამიანი ინფიცირდება
• C ჰეპატიტის გავრცელება 5–ჯერ აღემატება აივ/შიდსის გავრცელებას
• C ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებულთა 75–85%–ს უვითარდება ქრონიკული ჰეპატიტი, რაც ღვიძლის ციროზის, უკმარისობის და ღვიძლუჯრედოვანი კიბოს განვითარების ძირითადი მიზეზია
• C ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირების შედეგად ყოველწლიურად  500 000 ადამიანი იღუპება

C ჰეპატიტის ვირუსით საქართველოს მოსახლეობის 6,7%–ია ინფიცირებული. მისი გავრცელება კიდევ უფრო მაღალია ინტრავენურ ნარკომანებში და 70%–ს აღწევს.

C ჰეპატიტის გადაცემის გზები:

• 1991 წლამდე ინფიცირებული სისხლის ან მისი პროდუქტების გადასხმა
• ინფიცირებულ სისხლთან ნებისმიერი სახის კონტაქტი(მაგ: საერთო გამოყენებისსაპასრსი, კბილის ჯაგრისიანდ გამოყენებული ბამბა/ტამპონი)
• ცუდად გასტერილებული ინსტრუმენტების (როგორც სამედიცინო, ასევე არასამედიცინო) გამოყენება;
• ნარკოტიკების საზიარო ნემსიტ გაკეთება;
• ნემსის შემტხვევითი ჩხვკლეტა;
• სტომატოლოგიური მანიპულაციები;
• ტატუირება/პირსინგი;
• ინფექციის გადაცემა მაღალი რისკის სქესობრივი კავშირების დრო, რომელსაც თან ახლავს სისხლდენა, სქესობრივი კავშირი მენსტრუაციისას;
• სააბაზანო აქსესუარების საზიარო გამოყენება;
• დედიდან შვილზე(იშვიათია);
• მრავალ შეთხვევაში გადაცემისგზა უცნობია;

 C ჰეპატიტის მიმდინარეობა
C ჰეპატიტის დროს ვითარდება ღვიძლის ანთებითი დაზიანება. დაავადებას აქვს მწვავე და ქრონიკული ფორმა, თუმცა შემთხვევათა 70-85%-ში იგი ქრონიკული მიმდინარეობისაა. კლინიკური გამოვლი-ნების მიხედვით მწვავე ფორმა შეიძლება იყოს სიმპტომური (სიყვითლით ან უსიყვითლო) და უსიმპტომო. ქრონიკულ ფორმას კი შეიძლება ჰქონდეს: ლატენტური, პერიოდული გამწვავებებით და მუდმივად პროგრესირებადი მიმდინარეობა. ღვიძლის ქრონიკული ანთებითი პროცესის შედეგად ვითარდება ღვიძლის ფიბროზი და მოპროგრესირეე ფიბროზის ფონზე ავადმყოფთა 20-40%-ს ინფიცირებიდან დაახლოებით 20-30 წელიწადში შესაძლოა განუვითარდეს ღვიძლის ციროზი, ჰეპატოცელულური კარცინომა და შედეგად ღვიძლის უკმარისობა. დაავადებას ასევე ახასიათებს სხვადასხვა ექსტრაჰეპატური გამოვლინებები.

C ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირების  სიმპტომები და  ნიშნები
C ჰეპატიტი მწვავე სტადიაზე ძირითადად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, მხოლოდ შემთხვევათა 25%-ში შესაძლოა გამოვლინდეს სიმპტომები: 
• სიყვითლე
• საერთო სისუსტე
• შარდის გამუქება
• განავლის გაღიავება
• ზოგჯერ სხეულის ტემპერატუტის მომატებ
• დისკომფორტი მუცლის ღრუში
• გულისრევის შეგრძნება
• ღებინება და ინტოქსიკაციის სხვა მოვლენები.

დავადება შემთხვევათა დაახლოებით 70-85%-ში ქრონიკულ მიმდინარეობას ღებულობს. ქრონიკული C ჰეპატიტი პრაქტიკულად უსიმპტომო მიმდინარეობით ხასიათდება, შესაძლებელია გამოხატული იყოს მხოლოდ ზოგადი საერთო სისუსტე. 
ღვიძლის ქრონიკული ანთებითი პროცესის შედეგად ვითარდება ღვიძლის ფიბროზი და მოპროგრესე ფიბროზის ფონზე ავადმყოფთა 20-40%-ს ინფიცირებიდან დაახლოებით 20-30 წელიწადში შესაძლოა განუვითარდეს ღვიძლის ციროზი, ჰეპატოცელულური კარცინომა და შედეგად ღვიძლის უკმარისობა.  
ქრონიკული HCV ინფექციის პროგრესირების, დაავადების სიმძიმის შეფასების, მნიშვნელოვანი მაჩვენებელია ღვიძლის ფიბროზი.

დიაგნოსტიკურ-ლაბორატორიული ტესტები 
C ჰეპატიტის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ძირითადი საშუალებებია: 
1) ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა.
2) ვირუსის გენეტიკური მასალის განსაზღვრა.

ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა.
C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრის მეთოდები ორ ჯგუფად იყოფა:
• პირველადი ანუ სკრინინგული
• დამადასტურებელი ანუ კონფირმაციული.
             
   ვირუსის გენეტიკური მასალის განსაზღვრა.
  C ჰეპატიტის ვირუსის გენეტიკური მასალის  განსაზღვრის მეთოდებია
1. HCV რნმ-ის თვისობრივი განსაზღვრა
2. HCV რნმ-ის რაოდენობრივი განსაზღვრა
3. HCV გენოტოპის განსაზღვრა 
           
1. HCV რნმ-ის თვისობრივი განსაზღვრა გამოიყენება HCV ინფექციის ადრეული დიაგნოსტიკისა და დაავადების სტადიის (აქტიური თუ ლატენტური) განსაზღვრისთვის.
2. HCV რნმ-ის რაოდენობრივი განსაზღვრა გამოიყენება მკურნალობის მონიტორინგისა და მკურნალობის ეფექტურობის პროგნოზირებისთვის.
3. HCV გენოტიპირების მეთოდი საშუალებას იძლევა განისაზღვროს HCV სხვადასხვა გენოტიპი და სუბტიპი.

პირები, რომელთაც უნდა ჩაუტარდეს HCV ინფექციაზე გამოკვლევა 
• ნარკოტიკების ინექციური გზით მომხმარებლები
• აივ ინფიცირებულები
• ჰემოფილიით დაავადებული ავადმყოფები
• ჰემოდიალიზზე მყოფი ავადმყოფები
• სისხლის ან სისხლის პროდუქტების რეციპიენტები
• ორგანოტრანსპლანტირებული პირები
• HCV პოზიტიური დედების შვილები
• მედ. პერსონალი ვისაც HCV ინფიცირებულ სისხლთან ქონდა შეხება:  კანქვეშა კონტაქტის (ჩხვლეტა, გაჭრა) ან ლორწოვანზე სისხლის მოხვედრის შემთხვევაში.  
• HCV ინფიცირებული პირების სქესობრივი პარტნიორები.   
• პირები, რომელთაც აღენიშნებათ ამინოტრანსფერაზების აქტივობის გაურკვეველი მომატება.C ჰეპატიტზე დამატებითი ინოფრმაციისთვის იხილეთ თანდართული ბროშურები: