B ჰეპატიტი

ქრონიკული B ჰეპატიტი წარმოადგენს თანამედროვე ჯანდაცვის მნიშვნელოვან პრობლემას. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯმო) მონაცემებით მსოფლიოში ქრონიკული В ჰეპატიტით დაავადებულთა რიცხვი დაახლოებით 400 მილიონ ადამიანს შეადგენს. ვირუსული ჰეპატიტები ღვიძლის ქრონიკული დაავადების, აგრეთვე ციროზის და ღვიძლის პირველადი კიბოს წამყვანი მიზეზია. ყოველწლიურად B ჰეპატიტით მსოფლიოში დაახლოებით 1 მილიონი ადამიანი კვდება. ამგვარად, იგი სიკვდილის გამომწვევი მეათე ძირითადი მიზეზია მსოფლიოში.

ზრდასრულებში მწვავე B ჰეპატიტი 95%-ში მთავრდება გამოჯანმრთელებით, მხოლოდ შემთხვევათა 5%-ში განიცდის ქრონიზაციას.

ვირუსის გადაცემა შეიძლება მოხდეს ინფიცირებული სისხლის მოხვედრით დაზიანებულ კანზე ან ლორწოვანზე. С ჰეპატიტისგან განსხვავებით, რომლის საწინააღმდეგო ვაქცინაც არ არსებობს, В ჰეპატიტის თავიდან ასაცილებლად უნდა ჩავიტაროთ ვაქცინაცია.

ქრონიკული ჰეპატიტის მკურნალობის უპირველესი ამოცანაა s-ანტიგენის კლირენსის მიღწევა, რომელიც, როგორც წესი, კლინიკურად განკურნების ტოლფასია. S-ანტიგენის კლირენსი განსაზღვრავს კეთილსაიმედო კლინიკურ პროგნოზს, მათ შორის ღვიძლის ციროზის, ჰეპატოცელულარული კარცინომების განვითარების სიხშირის შემცირებას და პაციენტთა სიცოცხლის გახანგრძლივებას.

პეგასისი B ჰეპატიტის მკურნალობაში

პეგასისი (პეგინტერფერონ ალფა-2ა (40kDa) პირველი ხაზის პრეპარატია, რომელიც გამოიყენება В ჰეპატიტის მკურნალობის დროს. ქრონიკული В ჰეპატიტის პეგასისით მკურნალობისას შესაძლოა მიიღწეს HBsAg–ის კლირენსი და HBeAg–ის  სეროკონვერსია, აგრეთვე, რაც მეტად მნიშვნელოვანია, აღინიშნება კლირენსის და სეროკონვერსიის მაჩვენებლების ზრდა მკურნალობის კურსის დამთავრების შემდეგ. შეიძლება მკურნალობის შედეგის ადრეული პროგნოზირება (მკურნალობის 12-ე და 24-ე კვირას) მკურნალობის ხანგრძლივობა ფიქსირებულია – 48 კვირა (განსხვავებით ნუკლეოზ(ტ)იდის ანალოგიებით თერაპიისა, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე ტარდება). პეგასისი ინიშნება სტანდარტული დოზით 180მკგ კვირაში მიუხედავად სხეულის მასისა. ანტივირუსულ მკურნალობას ნიშნავს მხოლოდ ექიმი. მკურნალობაზე მეთვალყურეობა უნდა განახორციელოს გამოცდილმა ექიმიმა სპეციალიზებულ დაწესებულებაში.

პეგასისს ქრონიკული B ჰეპატიტის სამკურნალოდ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გამოიყენება, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებში, აშშ-ში, ჩინეთში, რუსეთში.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ მედიკამენტის ინსტრუქცია.