გრიპი

გრიპი მძიმე ვირუსული დაავადებაა, რომელსაც იწვევს გრიპის ვირუსი. ჩვეულებრივ იგი აზიანებს სასუნთქ გზებს: ცხვირის ღრუს, ხორხს და ფილტვებს, თუმცა შეიძლება მთელი ორგანიზმი მოიცვას.  გრიპს ახასიათებს სიმპტომების უეცარი გამოვლენა, მაღალი ტემპერატურა (ცხელება), ძლიერი საერთო სისუსტე, დაღლილობის შეგრძნება, შემცივნება და კუნთების ტკივილი, რითიც პრინციპულად განსხვავდება ე.წ. ,,გაცივებისაგან“.

დამახასიათებელი სიმპტომები
 გრიპი 
გაციება
დასაწყისი  უეცარი  თანდათან
ცხელება/შემცივნება თითქმის ყოველთვის იშვიათია
 ხველება   ძლიერ (უხშირესად)  არ ვლინდება ყოველთვის;
მსუბუქი და საშუალო სიმძიმის
თავის ტკივილი მუდმივი ხასიათის  იშვიათია
მიალგია ვლინდება ყოველთვის,ხშირად ძლიერი ხასიათისაა მსუბუქი ხასიათის
 საერთო სისუსტე/დაღლილობის შეგრძნება შესაძლოა გაგრძელდეს 2-3 კვირამდე მცირედ გამოხატული 


გრიპმა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გართულებები მანამდე სრულიად ჯანმრთელ ადამიანებშიც კი. ყოველწლიურად გრიპის მიზეზით იღუპება 500000 ადამიანი.

როგორ ვრცელდება გრიპი?
გრიპის ვირუსის გავრცელება ადვილად ხდება (ადამიანიდან ადამიანზე) ჰაერ-წვეთოვანი გზით ხველის ან ცემინების დროს. ვირუსი შეიძლება მოხვდეს ხელზე ან იმ საყოფაცხოვრებო ნივთებზე, რომელსაც შეეხო დაინფიცირებული, და ამ გზით დაასნებოვნოს ჯანმრთელი ადამიანი. 
დაინფიცირებიდან დაახლოებით 2-3 დღეში ხდება სიმპტომების გამოვლენა. ავადმყოფი ინფექციის წყაროს წარმოადგენს სიმპტომების გამომჟღავნებამდე 1 დღით ადრე.

რამდენად სერიოზულია გრიპით დაავადება? 
ცალკეულ შემთხვევებში იგი საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს. იგი ჩნდება სეზონურად წელიწადის ცივ თვეებში. ზოგ წელს ის შეიძლება შედარებით მსუბუქად მიმდინარეობდეს, თუმცა ზოგჯერ იწვევს მძიმე ეპიდემიურ აფეთქებებს. როგორც წესი, გამოჯანმრთელება გახანგრძლივებულია, ხშირად იგი მოითხოვს ერთიდან რამდენიმე კვირამდე პერიოდს, სანამ პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდება და იგი სრულად აღიდგენს ჩვეულ შრომისუნარიანობას. ზოგიერთი გართულებები, როგორიცა სინუსიტი, ბრონქიტი ან პნევმონია შეიძლება განუვითარდეთ მანამდე ჯანმრთელ პირებსაც. ეს გართულებები შეიძლება სიცოცხლისათვის სახიფათო აღმოჩნდეს.

გრიპის პროფილაქტიკისა და მკურნალობის მეთოდები 
არსებობს გრიპზე ზემოქმედების ორი ძირითადი გზა:
1.პროფილაქტიკა ანტივირუსული მედიკამენტებისა და ვაქცინების მეშვეობით
2.მკურნალობა ანტივირუსული პრეპარატებით.


რა როლი აკისრიათ ანტივირუსულ პრეპარატებს?
ნეირამინიდაზას ინჰიბიტორები წარმოადგენენ ანტივირუსულ აგენტებს, რომლებიც სპეციალურად შექმნილია გრიპის ვირუსის და მათი ორგანიზმში გავრცელების საწინააღმდეგოდ. კომპანია როში ერთადერთია, რომელიც აწარმოებს ამ ჯგუფის პრეპარატს. მისი სახელწოდებაა ტამიფლუ (ოსელტამივირი) და გამოშვების ფორმებია: კაფსულები და ფხვნილი სუსპენზიის მოსამზადებლად. გრიპის სიმძიმისა და ხანგრძლივობის შესამცირებლად, ამასთან, სერიოზული გართულებების თავიდან ასაცილებლად ტამიფლუს (ოსელტამივირი) გამოყენება უნდა მოხდეს სიმპტომების გამოვლენიდან მაქსიმალურად მოკლე დროში. ტამიფლუს (ოსელტამივირი) ასევე იყენებენ გრიპის პროფილაქტიკისათვის იმ პირებში, რომლებიც მჭიდრო კონტაქტში იმყოფებიან ინფიცირებულთან( მაგ.ოჯახში ან სამსახურში).

რა როლს ასრულებს ვაქცინაცია?
გრიპის ვირუსი ძალიან ხშირად განიცდის სტრუქტურულ ცვლილებებს, თუმცა მისი ცალკეული შტამები ყოველ წელს ცირკულირებენ მოსახლეობაში.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯმო) შეისწავლის ეპიდემიურ შტამებს მომავალი სეზონისათვის მოსალოდნელი მოცირკულირე შტამის გამოსავლენად და რეკომენდაციებს აძლევს ვაქცინის მწარმოებლებს მისი საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად. თუმცა, ვაქცინა ყოველთვის როდი შეესაბამება მოცირკულირე შტამს, რის გამოც ვაქცინაცია არ წარმოადგენს გრიპისგან თავდაცვის აბსოლუტურ საშუალებას. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ეფექტური ანტივირუსული პრეპარატების  არსებობა.

სეზონური გრიპი
რატომ ჩნდება გრიპი ყოველწლიურად?

გრიპის ვირუსი მუდმივად განიცდის ცვლილებებს. ამის შედეგად ყოველწლიურად ცირკულირებს განსხვავებული შტამი და იწვევს გრიპის აფეთქებებს, რომელსაც სეზონურს უწოდებენ.
მოსახლეობის ავადობის მაჩვენებელი დამოკიდებულია ვირუსის ცვლილებების ხარისხზე და ახალი შტამის მიმართ იმუნიტეტზე. თუ ერთ წელს გრიპის მიმდინარეობა შედარებით მსუბუქია, მეორე წელს დაავადებამ შეიძლება მიიღოს მძიმე და გავრცელებული ხასიათი. 
ჩვეულებრივ, სეზონური გრიპით მოსახლეობის 5-15% ავადდება. გრიპით ავადობის მაჩვენებელი უმთავრესად წელიწადის ცივ თვეევში იზრდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით სეზონური გრიპი იწვევს 3-5 მილიონ მძიმე შემთხვევას. გრიპით ყოველწლიურად  დაახლოებით 250 000-500 000 ადამიანი იღუპება.
  
როგორ შეიძლება სეზონური გრიპის პროფილაქტიკა და მკურნალობა?

პროფილაქტიკის ძირითად მეთოდს წარმოადგენს ვაქცინაცია; თუმცა, იგი არ უნდა განვიხილოთ 100%-იან ეფექტურ საშუალებად, მოცირკულირე ვირუსისა და ვაქცინის შემადგენლობაში შემავალი შტამების შეუსაბამობის გამო. მაგ., აშშ-ში 2003-2004 წლებში სეზონური გრიპის  ვაქცინაციის ეფექტურობა შეადგენდა 52%-ს ჯანმრთელ პირებში და 38% მაღალი რისკის ჯგუფში. 
ვაქცინაციის გარკვეული ტიპის ხარვეზების გამო ნათელი ხდება ისეთი ეფექტური სამკურნალო და პროფილაქტიკური საშუალებების მნიშვნელობა, როგორიცაა ნეირამინიდაზას ინჰიბიტორები. ეს ანტივირუსული აგენტები  მიზანმიმართულად მოქმედებენ გრიპის ვირუსზე და აღკვეთენ მის გავრცელებას ორგანიზმში.

სიმპტომების გაჩენიდან ტამიფლუს (ოსელტამივირი) ადრეული გამოყენების შემთხვევაში იგი არა მარტო ამცირებს დაავადების სიმძიმეს და ხანგრძლივობას, არამედ საშუალებას იძლევა თავიდან ავიცილოთ  ისეთი საშიში გათულებები, როგორიცაა მაგ.,ფილტვების ანთება. 


ტამიფლუ

ტამიფლუ პერორული ანტივირუსული მედიკამენტია (და არა ვაქცინა) ტამიფლუს მოქმედებით ხდება ნეირამინიდაზის ბლოკირება, რომელიც ჩაშენებულია გრიპის ვირუსის ზედაპირზე, რის შედეგადაც ვირუსი კარგავს ჯანმრთელი უჯრედის დაზიანებისა და ორგანიზმში გავრცელების უნარს. 
ტამიფლუ ნაჩვენებია გრიპის სამკურნალოდ მოზრდილებსა და 1 წელზე ზემოთ ასაკის ბავშვებში; ასევე, გრიპის პროფილაქტიკისათვის  მოზრდილებსა და 12 წლის  ზემოთ ასაკის მოზარდებში. ოჯახის ერთი წევრის გრიპით დაავადების შემთხვევაში, დანარჩენ წევრებს შეუძლიათ  ტამიფლუ მიიღონ გრიპის პროფილაქტიკისათის.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ტამიფლუს სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია.