დამხმარე თერაპია

ავთვისებიანი სიმსივნეები (მაგ. სარძევე ჯირკვლის კიბო, პროსტატის კიბო) ხშირად მეტასტაზირებენ ძვლოვან ქსოვილში. ეს ხდება მაშინ, როცა სიმსივნური უჯრედი წყდება პირველად სიმსივნურ კერას და ხვდება ძვლოვან ქსოვილში სისხლის ნაკადის მეშვეობით. ყველაზე ხშირად ზიანდება ნეკნები, მენჯის ძვლები, ხერხემალი, თავის ქალის ძვლები, ასევე, მხრისა და თეძოს ძვლები.

ძვლის მეტასტაზური დაზიანება ხასიათდება ტკივილის სინდრომით. ტკივილი შეიძლება იგრძნობოდეს სიარულისას, აფერხებს რა ყოველდღიურ ფიზიკურ აქტივობას. უფრო რთულ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს სხვა ჩონჩხისმხრივი გართულებები: „პათოლოგიური“ მოტეხილობა, რომელიც აღმოცენდება მოსვენებულ მდგომარეობაში, უნებურად.

ტკივილის ინტენსივობის შესამსუბუქებლად, აგრეთვე, პათოლოგიური მოტეხილობის აღმოცენების რისკის შესამცირებლად, ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებთან ერთად ინიშნება ბიფოსფონატების კლასის  პრეპარატები. ამ კლასის ერთერთი წარმომადგენელი არის ბონდრონატი.

ბონდრონატი მოქმედებს უშუალოდ ძვლის განახლების პროცესზე, რომელიც დარღვეულია ძვლოვანი ქსოვილის მეტასტაზური დაზიანების გამო.

მთელ რიგ კლინიკურ კვლევებში დემონსტრირებულ  იქნა ბონდრონატის უნარი, რომ იგი ეფექტურად ამცირებს ჩონჩხისმიერი გართულებების განვითარების რისკს და ამცირებს ტკივილის ინტენსივობას ძვლის მეტასტაზური დაზიანების დროს. ამასთან, ბონდრონატი ხელს უწყობს ჰიპერკალცემიის შემცირებას, რომელიც განპირობებულია ავთვისებიანი წარმონაქმნებით.

ბონდრონატი საქართველოში არსებობს ამპულების სახით ინტრავენური გადასხმისათვის.