მეტასტაზური კოლორექტალური კიბო

ქსელოდა ნაჩვენებია როგორც პირველი რიგის მკურნალობა მეტასტაზური კოლორექტალური კარცინომის მქონე პაციენტებისთვის, როდესაც უპირატესობა ეძლევა მხოლოდ ფლუოროპირიმიდინით თერაპიას. დადგინდა, რომ კომბინირებულმა ქიმიოთერაპიამ გაზარდა გადარჩენის მაჩვენებელი მხოლოდ 5-FU/LV-ით მკურნალობასთან შედარებით.  5-FU/LV-სთან შედარებით გადარჩენის მაჩვენებლის გაზრდა არ გამოვლინდა ქსელოდათი მონოთერაპიის შედეგად. კომბინირებულ თერაპიაში 5-FU/LV-ის მაგივრად ქსელოდას გამოყენება სათანადოდ შესწავლილი არ არის უსაფრთხოების ან გადარჩენის გაზრდილი მაჩვენებლის შენარჩუნების მხრივ მის უპირატესობაში დასარწმუნებლად.

ბაზისური კლინიკური კვლევები და ეფექტიანობა

ქსელოდას გამოყენება მეტასტაზური კოლორექტალური კიბოს მქონე პაციენტების პირველი რიგის მკურნალობაში მხარდაჭერილია იდენტური დიზაინის და თანმხვედრი მახასიათებლების მქონე პაციენტების ორ კლინიკურ კვლევაში. ორივე კვლევის შედეგად მიღებული გაერთიანებული მონაცემების საფუძველზე ქსელოდამ გამოავლინა ეკვივალენტური საერთო გადარჩენა დაპასუხების უფრო მაღალი სიხშირეები 5-FU/LV-სთან შედარებით და უზრუნველყოეფექტიანობა 5-FU-ით წინასწარი ექსპოზიციის მიუხედავად.

პაციენტებმა, რომლებიც თანადროულ თერაპიას იტარებენ კაპეციტაბინით და შიგნით (პერორულად) მისაღები კუმარინის წარმოებული ანტიკოაგულანტით, ხშირად უნდა გაიკონტროლონ ანტიკოაგულაციური პასუხი (სნშ ან პროთრომბინის დრო), რათა შესაბამისად მოხდეს ანტიკოაგულანტის დოზის კორეგირება. კოაგულაციის შეცვლილი პარამეტრები და/ან სისხლდენა, მათ შორის ლეტალური გამოსავლით, არის აღწერილი იმ პაციენტებს შორის, რომლებიცქსელოდას ღებულობდნენ კუმარინის წარმოებულ ანტიკოაგულანტებთან, მაგალითად ვარფარინთან და ფენპროკუმონთან თანადროულად.

ქსელოდა უკუნაჩვენებია იმ პაციენტებისთვის, რომელთაც დადგენილი აქვთ ზემგრძნობელობა კაპეციტაბინის, ან რომელიმე მისი კომპონენტის, ან 5-ფლუოროურაცილის მიმართ. ქსელოდაუკუნაჩვენებია აგრეთვე იმ პაციენტებისთვის, რომელთაც დადგენილი აქვთ დიჰიდროპირიმიდინის დეჰიდროგენაზის (DPD) ნაკლოვანება ან თირკმლების მწვავე უკმარისობა. 

  • წინასწარ არანამკურნალევი მეტასტაზური კოლორექტალური კიბოს მქონე პაციენტების ორ მულტიცენტრულ რანდომიზებულ III ფაზის კლინიკურ კვლევაში.
  • პჯს (პასუხების ჯამური სიხშირე) = სპ (სრული პასუხი) + ნპ (ნაწილობრივი პასუხი); სპ = შესატყვისი დაავადების სრული გაქრობა; ნპ = ყველაზე დიდი პერპენდიკულარული დიამეტრების ნამრავლების ჯამის ≥50%-ით შემცირება.
  • კვლევები დაგეგმილი იყო ეკვივალენტობის განსაზღვრაზე - ქსელოდა აღმოჩნდა უფრო ეფექტური.

  • 5-FU/LV-ით მკურნალობაზე მყოფი პაციენტების 42.2%-ს დოზის შემცირება დაჭირდა.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია უსაფრთხოების შესახებ - მონოთერაპია მეტასტაზური კოლორექტალური კიბოს დროს

მეტასტაზური კოლორექტალური კიბოს დროს ქსელოდათი მონოთერაპიის მე-3 ფაზის ორ კლინიკურ კვლევაში ან ქსელოდას და ან 5-FU/LV-ის  მიღებისას (%;%) პაციენტების ≥5%-ში განვითარებული სერიოზული (3/4 ხარისხის) გვერდითი მოვლენები იყო ჰიპერბილირუბინემია (23;6), მტევან-ტერფის სინდრომი (17;1), დიარეა (15;12), მუცლის ტკივილი  (<10;5), ღებინება (<5; <5), გაუვალობა (5;3), სტომატიტი (<3;15) და ნეფროპათია (3;21).

დამატებითი ინფორმაციისთავის იხილეთ ქსელოდას გამოყენების ინსქტრუქცია დაwww.xeloda.com

მსხვილი ნაწლავის კიბო - ადიუვანტური მკურნალობა

ადიუვანტური მკურნალობა მსხვილი ნაწლავის კიბოს III (Dukes-ის კლასიფიკაციით C) სტადიის დროს

ქსელოდა მონოთერაპიის სახით ნაჩვენებია მსხვილი ნაწლავის კიბოს Dukes-ის კლასიფიკაციით C სტადიის მქონე იმ პაციენტების ადიუვანტური მკურნალობისთვის, რომლებსაც ჩატარებული აქვთ პირველადი კიბოს სრული რეზექცია და როდესაც მკურნალობაში ფლუოროპირიმიდინით მონოთერაპიას ენიჭება უპირატესობა. ქსელოდა არანაკლებ ეფექტური აღმოჩნდა 5-ფლუოროურაცილსა და ლეიკოვორინთან (5-FU/LV) შედარებისას დაავადებისგან თავისუფალი გადარჩენის (დთგ) თვალსაზრისით. მართალია, ვერც ქსელოდა და ვერც კომბინირებული ქიმიოთარაპია ვერ ახანგრძლივებს საერთო გადარჩენას (სგ), დამტკიცდა, რომ კომბინირებულმა ქიმიოთერაპიამ გააუმჯობესა დაავადებისგან თავისუფალი გადარჩენის მაჩვენებელი 5-FU/LV-სთან შედარებით. ექიმებმა უნდა გაითვალისწინონ ეს შედეგები მსხვილი ნაწლავის კიბოს Dukes-ის კლასიფიკაციით C სტადიის დროს ადიუვანტურ მკურნალობაში ქსელოდას მონოთერაპიის სახით დანიშვნისას.

III ფაზის ღია, რანდომიზებულ კლინიკურ კვლევაში (X-ACT) მიღწეულ იქნა კვლევის ძირითადი მიზანი: დადგენილი იქნა ქსელოდას არანაკლები ეფექტურობა დთგ-ის მაჩვენებლის მხრივ, ადიუვანტური ქიმიოთერაპიის სახით გამოყენებისას, რომლის დროსაც ქსელოდას შედარება ხდებოდა 5-FU-ის ინტრავენური ბოლუსის და LV-ის მცირე დოზის კომბინაციასთან (მაიოს კლინიკის რეჟიმი) იმ პაციენტებში, რომელთაც ჩატარებული ჰქონდათ ოპერაცია მსხვილი ნაწლავის კიბოს გამო Dukes-ის კლასიფიკაციით C სტადიაზე.

ძირითადი საბოლოო წერტილი იყო 3-წლიანი დაავადებისგან თავისუფალი გადარჩენის მაჩვენებელი 

პაციენტებმა, რომლებიც თანადროულ თერაპიას იტარებენ კაპეციტაბინით და შიგნით (პერორულად) მისაღები კუმარინის წარმოებული ანტიკოაგულანტით, ხშირად უნდა გაიკონტროლონ ანტიკოაგულაციური პასუხი (სნშ ან პროთრომბინის დრო), რათა შესაბამისად მოხდეს ანტიკოაგულანტის დოზის კორეგირება. იმ პაციენტებს შორის, რომლებიც ქსელოდასღებულობდნენ კუმარინის წარმოებულ ანტიკოაგულანტებთან, მაგალითად ვარფარინთან და ფენპროკუმონთან თანადროულად, აღწერილია კოაგულაციის შეცვლილი პარამეტრები და/ან სისხლდენა, მათ შორის ლეტალური გამოსავლით.

ქსელოდა უკუნაჩვენებია იმ პაციენტებისთვის, რომელთაც დადგენილი აქვთ ზემგრძნობელობა კაპეციტაბინის ან მისი რომელიმე კომპონენტის ან 5-ფლუოროურაცილის მიმართ. ქსელოდაუკუნაჩვენებია აგრეთვე იმ პაციენტებისთვის, რომელთაც დადგენილი აქვთ დიჰიდროპირიმიდინის დეჰიდროგენაზის (DPD) ნაკლოვანება ან თირკმლების მწვავე უკმარისობა.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია უსაფრთხოების შესახებ - მონოთერაპია მსხვილი ნაწლავის კიბოს ადიუვანტურ მკურნალობაში  

მსხვილი ნაწლავის კიბოს ადიუვანტური მკურნალობის რეჟიმში ქსელოდათი მონოთერაპიის მე-3 ფაზის კვლევაში ქსელოდას ან  5-FU/LV-ის მიღებისას (%) პაციენტების ≥5%-ში განვითარებული სერიოზული (3/4 ხარისხის) გვერდითი მოვლენები იყო ბილირუბინის მომატება (20;6), მტევან-ტერფის სინდრომი (17;<1), ლიმფოციტების რაოდენობის დაქვეითება (13;13), დიარეა (12;14), ნეიტროფილების/გრანულოციტების რაოდენობის დაქვეითება (2;26), სტომატიტი (2;14), და ნეიტროპენია (<1;5).

საყოველთაო ეროვნული ონკოლოგიური ქსელის (NCCN) გაიდლაინები მხარს უჭერს ადიუვანტური თერაპიის სახით კაპეციტაბინის გამოყენებას მსხვილი ნაწლავის კიბოს  III სტადიის მქონე პაციენტებში.

დამატებითი ინფორმაციისთავის იხილეთ ქსელოდას გამოყენების ინსქტრუქცია დაwww.xeloda.com

თერაპიული ჩვენებები მსხვილი ნაწლავის და კოლორექტალური კიბოს დროს:


  • ქსელოდა ნაჩვენებია როგორც ადიუვანტური (დამხმარე) მკურნალობა მსხვილი ნაწლავის კიბოს მქონე პაციენტებისთვის
  • ქსელოდა ნაჩვენებია მეტასტაზური კოლორექტალური კიბოს მქონე პაციენტების სამკურნალოდ


დოზირება და მიღების წესი

სტანდარტული დოზირება:

ქსელოდას დოზირება დამოკიდებულია პაციენტის სხეულის მასის ინდექსზე, რომელიც სპეციალური ფორმულით გამოიტვლება. ქსელოდას სრული დრეღამური დოზა იყოფა თანაბრად და მისი მიღება ხდება დღეში ორჯერ – დილას და საღამოს. ქსელოდას ტაბლეტების გადაყლაპვა საჭიროა წყლის მიყოლებით საკვების მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში

მონოთერაპია:

ქსელოდას მონოთერაპიისთვის რეკომენდებული საწყისი დოზა არის 1250 მგ/მ2 დღეში ორჯერ მისაღებად (დილით და საღამოს; შეესაბამება 2500 მგ/მ2 საერთო დღიურ დოზას) 2 კვირის განმავლობაში, შემდგომი 7 დღიანი დასვენების პერიოდით.

კომბინირებული თერაპია

კომბინირებული მკურნალობის დროს ქსელოდას რეკომენდებული საწყისი დოზა უნდა შემცირდეს 800-დან 1000 მგ/მ2-მდე დღეში ორჯერ მისაღებად ორი კვირის განმავლობაში, შემდგომი 7 დღიანი დასვენების პერიოდით, ან ხანგრძლივი მიღების შემთხვევაში, 625 მგ/მ2-მდე ორჯერ დღეში.

კომბინირებულ რეჟიმში ბიოლოგიური პრეპარატების ჩართვა ქსელოდას საწყის დოზაზე გავლენას არ ახდენს.

მსხვილი ნაწლავის კიბოს III სტადიის მქონე პაციენტებისთვის რეკომენდებულია ადიუვანტური მკურნალობის 6 სრული კურსის ჩატარება.

იმ პაციენტებში, რომლებიც ქსელოდას ღებულობენ ცისპლატინთან ან ოქსალიპლატინთან კომბინაციაში, პრემედიკაცია ადეკვატური ჰიდრატაციის შესანარჩუნებლად და ღებინების საწინააღმდეგოდ ცისპლატინის მიღებამდე უნდა იქნას დაწყებული ცისპლატინის და ოქსალიპლატინის შესახებ ინფორმაციის (ინსტრუქციის) გათვალისწინებით.

ქსელოდას დოზის გამოანგარიშება ხდება სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით.

დამატებითი ინფორმაციისთავის იხილეთ ქსელოდას გამოყენების ინსქტრუქცია დაwww.xeloda.com