ავასტინი არასქვამოზური არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოს დროს

 

ავასტინი პირველი ინოვაციური ტიპის პრეპარატია, რომელიც გამოიყენება არასქვამოზური არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოს სამკურნალოდ. ეს არის ერთადერთი ბიოლოგიური აგენტი, რომელიც პაკლიტაქსელ/კარბოპლატინთან (PС)კომბინაციაში სარწმუნოდ ზრდის საერთო გადარჩენადობას არანამკურნალევი არასქვამოზური არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოს დროს.

ჩვენება
ავასტინი პაკლიტაქსელთან და კარბოპლატინთან კომბინაციაში პირველი ხაზის თერაპიის სახით ნაჩვენებია არარეზექტაბელური, ადგილობრივად გავრცელებული, მორეციდივე ან მეტასტაზური არასქვამოზური, არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოს სამკურნალოდ.

ეფექტურობის მიმოხილვა
პილოტურ, მესამე ფაზის კვლევაში ავასტინი+პაკლიტაქსელ/კარბოპლატინის კომბინაციით მხოლოდ პაკლიტაქსელ/კარბოპლატინთან შედარებით  მნიშვნელოვნად გაიზარდა საერთო გადარჩენადობა.ამ შედეგებით  ავასტინი წარმოადგენს პირველ და ერთადერთ ბიოლოგიურ აგენტს, რომელიც პაკლიტაქსელ/კარბოპლატინთან ერთად არასქვამოზური არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოს დროს  სარწმუნოდ ზრიდს საერთო გადარჩენადობას 1 წელზე მეტად.

E4599კვლევა ერთადერთი III ფაზის კვლევაა, რომელშიც მიღწეული იქნა 12 თვეზე მეტი გადარჩენადობა მესამე ფაზის კვლევებში მეტასტაზური არასქვამოზური არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოს დროს

E4599
E5499_survival

მეტასტაზური არასქვამოზური არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოს დროს ავასტინი + პაკლიტაქსელ/კარბოპლატინის კომბინაციიღ საერთო გადარჩენადობის გაზრდა ხდებოდა იმ შემთხვევაში, როდესაც ავასტინით მკურნალობა გრძელდებოდა დაავადების პროგრესირებამდე. პროტოკოლის მიხედვით, მკურნალობა იწყებოდა ავასტინი (15 მგ/კგ ი/ვ 3 კვირაში ერთხელ) + ქიმიოთერაპია (6 კურსი) და შემდეგ გრძელდებოდა მკურნალობა მხოლოდ ავასტინით (15 მგ/კგ ი.ვ) დაავადების პროგრესირებამდე ან მძიმე ტოქსიურობის განვითარებამდე. ქიმიოთერაპიული პრეპარატების დოზის ცვლილება არ მოქმედებდა ავსტინის დოზირებაზე.

E4599_efficasy

მეტასტაზური  ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი, არასქვამოზური კიბოს  მკურნალობის ალგორითმი

NSCLC_ALGORITHM
  • ბევაცუზიმაბი + ქიმიოთერაპია (PC-პაკლიტაქსელ/კარბოპლატინი) რჩება არანამკურნალევი ფილტვის მეტასტაზური არასქვამოზური არაწვრილუჯრედოვანი კიბოს მკურნალობის სტანდარტად. 
  • ავასტინი FDA –ის მიერ დღემდე ერთადერთი ნებადართაული აგენტია.
  • NCCN გაიდლაინით პირველი კატეგორიის რეკომენდაციით ავასტინი მოწოდებულია არანამკურნალევი ფილტვის მეტასტაზური არასქვამოზური არაწვრილუჯრედოვანი კიბოს შემანარჩუნებელი მკურნალობისათვის.
  • ავასტინი + პაკლიტაქსელ/კარბოპლატინის (PC) კომბინაცია სარწმუნოდ ახანგრძლივებს საერთო გადარჩენადობას, როდესაც ავასტინის მიღება ხდება  დაავადების პროგრესირებამდე ან მძიმე ტოქსირობის გამოვლენამდე
    ყველაზე ხშირად გამოვლენილი მე-3-5 ხარისხის გვერდითი ეფექტები, რომლებიც ვლინდებოდა ≥2% სიხშირით ან ჭარბობდა ავასტინი + ქიმიოთერაპიის ჯგუფში  შეტანილია ცხრილში 

NSCLC_side_effects













E4599 კვლევის რეტროსპექტრული ანალიზით, ფილტვის მეტასტაზური არადიფერენცირებული არასქვამოზური არაწვრილუჯრედოვანი, არადიფერენცირებული კიბოს დროს არ გაზრდილა პულმონური ჰემორაგიის რისკი.

სრული ინფორმაცია პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ იხილეთ ავასტინის გამოყენების  ინსტრუქციაში.

References:

1.Avastin Prescribing Information. Genentech, Inc. December 2010.

2.National Cancer Institute. Cancer Therapy Evaluation Program. Common toxicity criteria for adverse events, version 2.0. http://ctep.cancer.gov/protocolDevelopment/electronic_applications/ctc.htm. Accessed October 21, 2009.

3.Sandler AB, Schiller JH, Gray R, et al. J Clin Oncol. 2009;27:1405-1412.

4.Cohen MH, Gootenberg J, Keegan P, Pazdur R. Oncologist. 2007;12:713-718.