ჩვენებები

ავასტინის ჩვენებები


მეტასტაზური კოლორექტული კიბო (mCRC)

ავასტინი ინტრავენურ ფტორურაცილთან  კომბინაციაში პირველი და მეორე ხაზის მკურნალობის სახით ნაჩვენებია კოლინჯის ან სწორი ნაწლავის მეტასტაზური კარცინომის დროს.

ძუძუს მეტასტაზური კიბო (mBC)

ავასტინი პაკლიტაქსელთან კომბინაციაში ნაჩვენებია HER2-უარყოფითი მეტასტაზური ძუძუს კიბოს მქონე პირველადად არანამკურნალებ პაციენტებში.
ავასტინის ეფექტურობა ძუძუს მეტასტაზური კიბოს დროს ეფუძვნება დაავადების პროგრესირების გარეშე გადარჩენადობის მაჩვენებლის დადებით დინამიკას. ავასტინი არ არის ნაჩვენები ძუძუს მეტასტაზური კიბოს დროს, რომელმაც პროგრესირება განიცადა ანტრაციკლინებითა და ტაქსანებით ქიმიოთერაპიის ფონზე.

არასქვამოზური არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბო (NSCLC)

ავასტინი კარბოპლატინთან და პაკლიტაქსელთან კომბინაციაში მკურნალობის პირველი ხაზში  ნაჩვენებია არასქვამოზური, არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოს არარეზექტაბელური, ადგილობრივად გავრცელებული, მორეციდივე ან მეტასტაზური ფორმების დროს.

ადგილობრივად გავრცელებული ან მეტასტაზური თირკმელუჯრედოვანი კიბო  (mRCC)

ავასტინი ალფა-ინტერფერონთან კომბინაციაში ნაჩვენებია თირკმლის უჯრედების მეტასტაზური კარცინომის სამკურნალოდ

გლიობლასტომა(GBM)

ავასტინი მონოთერაპიის სახით რეკომენდირებულია გლიობლასტომის სამკურნალოდ, საწყის თერაპიაზე პროგრესირების შემდეგ. გლიობლასტომის დროს ავასტინის ეფექტურობა ეფუძნება ობიექტური პასუხის სიხშირის გაზრდას. ავასტინის მიერ დაავადების სიმპტომების შემცირებისა და გადარჩენადობის გაზრდის შესახებ მონაცემები არ არსებობს.

უსაფრთხოება

გაფრთხილებები და დამატებითი ინფორმაცია პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ

 

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოების პერფორაცია:

ავასტინის ჯგუფში საკონტროლო ჯგუფთან შედარებით აღინიშნა სერიოზული, ზოგჯერ ფატალური, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოების პერფორაციის მომატებული რისკი. კლინიკურ კვლევებში, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოების პერფორაციის სიხშირე 0.3% - 2.4%-ის  ფარგლებში მერყეობს. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოების პერფორაციის შემთხვევაში უნდა შეწყდეს ავასტინის მიღება.

ქირურგიული გართულებები და ჭრილობის შეხორცების შეფერხება:

ავასტინის ჯგუფში, საკონტროლო ჯგუფთან შედარებით, აღინიშნა სერიოზული, ზოგჯერ ფატალური ქირურგიული გართულებები და ჭრილობის შეხორცების შეფერხება. ავასტინით მკურნალობის დაწყება არ შეიძლება ოპერაციიდან სულ მცირე 28 დღეზე ადრე, სანამ არ დასრულდება ჭრილობის შეხორცების პროცესი. ზუსტად არ არის განსაზღვრული რეკომენდირებული დრო ავასტინის მიღების შეწყვეტასა და გეგმიური ოპერაციის ჩატარებას შორის. ავასტინის მიღება უნდა შეწყდეს გეგმიურ ოპერაციამდე მინიმუმ 28 დღით.

სისხლდენა:

ავასტინის ჯგუფში, საკონტროლო ჯგუფთან შედარებით, აღინიშნა  მწვავე და ფატალური სისხლდენების, მათ შორის ჰემოფტიზის, გასტრო-ინტესტინალური სისხლდენის, ჰემატემეზის, ცნს ჰემორაგიების, ეპისტაქსისის, საშოდან სისხლდენის სიხშირის გაზრდა 5%-დე. ≥3 ხარისხის სისხლდენები აღინიშნა ავსტინის ჯგუფის 1.2% - 4.6%.–ში. ავასტინი არ ინიშნება სერიოზული ჰემორაგიების ან ხანმოკლე პერიოდში სერიოზული ჰემოპტიზის დროს. სერიოზული სისხლდენის დროს (მაგალითად თუ საჭიროა სამედიცინო ჩარევა) წყდება ავასტინის მიღება.
ავასტინის ჯგუფში საკონტროლო ჯგუფთან შედარებით პაციენტებს  ასევე აღენიშნათ სხვა სერიოზული და ფატალური გვერდით ეფექტები: არაგასტროინტესტინალური ფისტულები (≤0.3%), მე-3-4 ხარისხის არტერიული თრომბოემბოლიური გართულებები (2.4%), პროტეინურია ნეფროზული სინდრომის ჩათვლით (<1%), სერიოზული გვერდით ეფექტები: ჰიპერტენზია (მე-3-4 ხარისხის გვერდითი ეფექტი) -18%, შექცევადი ხასიათის უკანა ლეიკოენცეფალოპათიური სინდრომი (RPLS) (<0.1%). ავასტინის პირველი დოზის ინფუზიასთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტები არ იყო ხშირი (<3%), მძიმე გვერდითი ეფექტები კი 0.2% –ში გამოვლინდა.
ავასტინის ჯგუფში, საკონტროლო ჯგუფთან შედარებით, ორჯერ ან მეტი  და/ან 10%  -ზე მეტი სიხშირით გამოვლინდა ეპისტაქსისი, თავის ტკივილი, ჰიპერტენზია, რინიტი, პროტეინურია, გემოვნების გაუკუღმართება, კანის სიმშრალე, სწორი ნაწლავიდან სისხლდენა, ლაკრიმაციული დარღვევები, ზურგის ტკივილი, ექსფოლაციური დერმატიტი. გვერდითი ეფექტების გამო ავასტინის შეწყვეტა საჭირო  გახდა 8.4% - 21% –ში.

გთხოვთ იხილეთ სრული ინფორმაცია პრეპარატის გამოყენების შესახებ.

დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა

დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა

ავასტინის  დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა მეტასტაზური კოლორექტალური კიბოს დროს პირველ და მეორე ხაზში. 

ავასტინის გამოყენება ნებადართულია ი.ვ. 5 ფტორურაცილის შემცველ რეჟიმებთან კომბინაციაში. 

მტკიცებულებებზე დამყარებული ეფექტური დოზირებები:

მეტასტაზური კოლორექტალური კიბოს მკურნალობის დროს პირველ და მეორე ხაზში ავასტინი ახდენს კლინიკურ მდგომარეობის გაუმჯობესებას შემდეგი დოზებით: 

 
მეტასტაზური კოლორექტალური კიბოს სამკურნალოდ დადგენილი დოზები მესამე ფაზის პილოტური კვლევით

ქიმიოთერაპიული პრეპარატი  ავასტინის რეკომენდებული დოზა  მიღების წესი
IFL-ით
არანამკურნალევი პაციენტები*
5 მგ/კგ ი.ვ. კვირაში 2ჯერ
  FOLFOX4-ით†
მეორე რიგის თერაპია* 10 მგ/კგ ი.ვ.

  კვირაში 2ჯერ

 

* 5 მგ/კგ ი.ვ. 2 კვირაში ერთხელ მოწოდებულია IFL-თან კომბინაციაში პირველი ხაზის თერაპიის დროს 
†10 მგ/კგ ი.ვ. 2 კვირაში ერთხელ მოწოდებულია FOLFOX4 - თან კომბინაციაში მეორე ხაზის თერაპიის დროს.
 
მნიშვნელოვანი ინფორმაცია რეპროდუქციის უნარის მქონე ქალებისათვის.
ავასტინმა შესაძლებელია იმოქმედოს რეპროდუქციის უნარზე. მკურნალობის დაწყებამდე პაციენტებს უნდა აეხსნათ, რომ ავასტინმა შეიძლება გამოავლინოს ტერატოგენური მოქმედება. ორსულ პაციენტებს უნდა ეცნობოთ, რომ შესაძლებელია ავსტინმა გამოიწვიოს ორსულობის შეწყვეტა ან ნაყოფის განვითარების ანომალიები მკურნალობის გარძელების შემთხვევაში; ასევე გასათვალისწინებელია ავასტინის ნახევარდაშლის პერიოდი (საშუალოდ 20 დღე, 11-50 დღე). პაციენტებს უნდა ერჩიოთ კონტრაცეპტივების მიღება ავასტინის მიღებიდან 6 თვის განმავლობაში. მეძუძურ ქალებს უნდა ვურჩიოთ ძუძუთი კვების შეწყვეტა პრეპარატის ნახევარდაშლის პერიოდისა და პრეპარატის მიღების მნიშვნელობის გათვალისწინებით.

ავასტინით მკურნალობის ხანგრძლივობა   

მეტასტაზური კოლორექტალური კიბოს პირველი და მეორე ხაზის თერაპიის დროს ავასტინი რეკომენდირებულია ი.ვ. ფტორურაცის შემცველ ქიმიოთერაპიულ პრეპარატებტან კომბინაციაში.

FDA-ის მიერ ნებადართულია გამოყენების შესახებ ინფორმაცია ავასტინით მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ
“ავასტინით მკურნალობა უნდა გაგრძელდეს დაავადების პროგრესირების ან პრეპარატით გამოწვეული ტოქსიურობის განვითარებამდე”

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მკურნალობის შესახებ - დოზის ცვლილებები
არ არსებობს რეკომენდაცია დოზის შემცირების შესახებ. ავასტინის მიღება უნდა შეწყდეს გასტროინტესტინალური პერფორაციის, გასტროინტესტინალური ფისტულის ფორმირების, ინტრააბდომინალური აბსცესების განვითარების, შინაგანი ორგანოების ფისტულის ფორმირების, ნაკერების გახსნის–დეჰისცენსიის, ჭრილობის შეხორცების გართულების, მნიშვნელოვანი სისხლდენის  (მაგ. სამედიცინო ჩარევის საჭიროების დროს), მძიმე არტერიული თრომბოემბოლიის (ATE), ჰიპერტონული კრიზის ან ჰიპერტენზიული ენცეფალოპათიის, შექცევადი ხასიათის უკანა ლეიკოენცეფალოპათიური სინდრომის (RPLS) (სიმპტომები მცირდება ან ქრება რამდენიმე დღეში, თუმცა შესაძლებელია ზოგიერთ პაციენტს განუვითარდეს ნვროლოგიური გართულებები) და ნეფროზული სინდრომის დროს.
ავასტინის მიღება დროებით უნდა შეწყდეს გეგმიურ ოპერაციამდე 4 კვირით ადრე, არაკონტროლირებადი მძიმე ჰიპერტენზიის, საშუალო სიმძიმის/მძიმე პროტეიინურიის (რომელიც საჭიროებს შემდგომ შეფასებას) და ინფუზიით გამოწვეული მძიმე რეაქციების დროს. 
შექცევადი ხასიათის უკანა ლეიკოენცეფალოპათიური სინდრომის, მძიმე არტერიული თრომბოემბოლიის და საშუალო სიმძიმის ან მძიმე პროტეიინურიის შემდეგ ავასტინით მკურნალობის განახლებისას ავასტინის უსაფრთხოება უცნობია.

როგორ გამოვიყენოთ?


როგორ გამოვიყენოთ ავასტინი?

პრეპარატის მომზადება გამოსაყენებლად
• 
ავასტინი უნდა გაიხსნას საინფუზიო ხსნარში ასეპტიკის წესების დაცვით 
• საჭირო რაოდენობით ავასტინი შეიყვანეთ 100 მლ 0.9%-იან ნატრიუმის ქლორიდის საინექციო ხსნარში.  
• რადგან ავასტინის ამპულები კონსერვანტებს არ შეიცავს შემდგომში ამპულაში დარჩენილი პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება. გამოყენებამდე საინექციო ხსნარი კარგად უნდა შემოწმდეს, რომ არ შეიცავდეს ნალექს და იყოს გამჭვირვალე
• მომზადებული საინექციო ხსნარის შენახვა შეიძლება 2°C–8°C (36°F–46°F) ტემპერატურაზე 8 სთ-ის განმავლობაში
• არ შეიძლება ავასტინის გახსნა დექსტროზაში ან ინფუზიის ჩატარება დექსტოროზასთან ერთად
• არ შეიძლება პრეპარატის ბოლუსით შეყვანა
• ავასტინით მკურნალობის დაწყება არ შეიძლება ოპერაციიდან 28 დღის განმავლობაში და ჭრილობის სრულად შეხორცებამდე.

• კლინიკურ კვლევებში ინფუზიით გამოწვეული რეაქციები ვლინდებოდა <3%-ში, მძიმე რეაქციიები კი 0.2%-ში 
• კლინიკურ კვლევებში  და პოსტმარკეტინგის პერიოდში გამოვლინდა ინფუზიასთან დაკავშირებული შემდეგი რეაქციები: ჰიპერტენზია, ჰიპერტონული კრიზი ნევროლოგიური სმპტომატიკით, სუთქვის გაძნელება, სატურაციის დავარდნა, NCI-CTC მესამე ხარისხის მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ, ტკივილი გულმკერდში, თავის ტკივილი, შემცივნება, ოფლიანობა. 
• მძიმე გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში უნდა შეწყდეს ინფუზია და ჩატარდეს შესაბამისი მკურნალობა

პრეპარატის მდგრადობა და შენახვის წესი 
ავასტინის ამპულები ინახება 2°C–8°C (36°F–46°F) ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილზე ქაღალდის კოლოფში.  არ გაყინოთ! არ შეანჯღრიოთ!


ავასტინი

ავასტინი ჰუმანიზირებული მონოკლონური ანტისხეულია, რომელიც სპეციფიურად უკავშირდება და ბლოკავს სისხლძარღვთა ენდოთელური ზრდის ფაქტორს (VEGF), რომელიც წარმოადგენს სიმსივნის ანგიოგენეზის უნიშვნელოვანეს წინამორბედს. ანგიოგენეზს მნიშვნელოვან როლს ასრულებს სიმსივნის ზრდის და გავრცელების (მეტასტაზირების) პროცესში. ავასტინის მიზანმიმართული მოქმედება განაპირობებს სიმსივნის ზრდის და მეტასტაზირების შეფერხებას და, ამავე დროს, არ ამძიმებს ქიმიოთერაპიის გვერდით მოვლენებს.

Avastin

ავასტინს ახასიათებს გამოხატული კლინიკური ეფექტურობა  სხვადასხვა ტიპის  სიმსივნის მკურნალობის შემთხვევაში. ევროპაში ავასტინი ნებადართულია კოლორექტული კიბოს, ძუძუს კიბოს, არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოს და თირკმელუჯრედოვანი კიბოს შორსწასული შემთხვევების სამკურნალოდ. აღნიშნული სიმსივნეები იწვევენ 3 მილიონამდე სიკვდილის შემთხვევას ყოველწლიურად. ამერიკაში ავასტინი იყო პირველი ანტიანგიოგენეზური პრეპარატი, რომელიც ამერიკის წამლისა და საკვები პროდუქტების სააგენტოს (FDA) მიერ ნებადართულ იქნა კოლორექტული კიბოს სამკურნალოდ. დღეისათვის კი ის ნებადართულია კოლორექტული, ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბოს და გლიობლასტომის სამკურნალოდ.

დღეისათვის ავასტინით ნამკურნალებია  1 მილიონამდე ადამიანი მსოფლიოში. მიმდინარეობს დაახლოებით 450-მდე კლინიკური კვლევა სხვადასხვა სახის სიმსივნეებზე (მათ შორის მსხვილი და სწორი ნაწლავის, ძუძუს, ფილტვის, პროსტატის,კუჭის, თავის ტვინის და ა.შ. ) როგორც ადრეულ ასევე შორს წასულ შემთხვევებში